ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.

ამ დღეებში ჯოჯოხეთზე წარმოდგენა შემეცვალა: ჩემი აზრით, სისულელეა, ჯოჯოხეთი ცეცხლით და კვამლით სავსე ადგილი გეგონოს, მაშინ, როცა ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს  შენ მახლობლად, შენსავე სახლში _ სააბაზანოს რემონტის სახით.
ზოგადად, ყველა რემონტი საშინელებაა და ადამიანი არ მეგულება, რემონტის რომელიღაც პერიოდში რომ არ ეთქვას, რა ჯანდაბად წამოვიწყე ეს ყველაფერიო. მაგრამ სააბაზანოს (ე.წ. ვანა–ტუალეტის) რემონტი ყველა რემონტზე უარესია. მას აქვს  სპეციფიკური მინუსები, როგორიცაა : ბანაობის შეუძლებლობა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მუშების გრაფიკთან შეთანხმება  და ამავე დროს, ახლავს ზოგადსარემონტო დისკომფორტებიც: ხმაური, მტვერი, უცხო ადამიანები სახლში.

უცხო ადამიანებზე გამახსენდა, ერთი–ორი სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემს მთავარ მუშაზე, საშაზე.   მას, როგორც ყველა მუშას, მუშაობა დიდად არ მოსწონს. დასვენება ურჩევნია. მისი მაქსიმუმი სხვა მუშებისთვის ბრძანებების მიცემა და ჩემი წიგნების კარადაში ქექვაა. პრინციპში, მადასაც არ უჩივის. განსაკუთრებით ქათმის ხორცი უყვარს.

_  კაია ესა? _ მეუბნება და მაჩვენებს ,,ქაბულელ წიგნებით მოვაჭრეს”

_ ავღანელ ქალებზეა, _ ვპასუხობ გაოცებული. უყურე საშას, როგორი ჩართული ყოფილა ლიტერატურულ პროცესში.

_ ვაა, ცოდოები არიან ეგენი, ხო იცი? _ ამბობს და წიგნს ადგილზე დებს.

_ და ესა? _ ამჯერად ხელში ,,ოდისეა”  უჭირავს

_კი, კარგია _ ვპასუხობ ცივად

_ ავიღებ, რა, ჩემი გოგო და 2 კვირაში დავაბრუნებ. ეს რემონტი მაინც ვერ მორჩება მანამდე _ ამბობს და არც ისე ლამაზად მიღიმის.

აი, ასე ვიგებ, რომ თურმე 4დღიანი რემონტი შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა.

სანამ მუშები სახლში ძრწიან, მე კომპიუტერთან ვზივარ ან კალიებს ვხოცავ. პრინციპში, პარალელურადაც გამომდის.

გუშინ თუ გუშინწინ  ჩემი სიმშვიდე (პირობითი ნათქვამია)  საშას ხმამ დაარღვია. ბობოქრობდა. ვიფიქრე, რომ მოშივდა, მაგრამ თურმე არა. მამაჩემს და ჩემს ძმას ეჩხუბებოდა. ისინი კიდევ გაოფლილები იდგნენ შემოსასვლელში. ელიავადან მოვიდნენ.  კართან ცემენტის ტომრები ეყარა.

_ რა ჯანდაბა გიყიდიათ ესა? ამით რა უნდა ვქნა? კაი, ხელობა არ იცით თქვე ოჯახაშენებულებო და კითხვა? მე რა დაგიწერეთ აქა. აჰა, ნახეთ. ჰაიდელბერგი. თქვენ რა იყიდეთ?  ჰაი–ლედ–ბერგი. ჰაილედბერგი რა არი.  არ არსებობს ეგეთი სიტყვა! ქალაქის სახელია ისა. ეს კიდე არაფერი არაა.

სურათი აღებულია ფბ–ფეიჯიდან ,,არა ფალსიფიკაციას"
სურათი აღებულია http://katiee.ge/-დან

აქ მე მეორედ ვოცდები. უყურე საშას! როგორი გარკვეული ყოფილა გერმანულ ქალაქებში.

ელიავადან ახლად დაბრუნებულ ჩემს ძმას  რამდენიმე ასოს გამო უკან დაბრუნება ეზარება. ცოტა ხანი უმტკიცებს, ამითაც გამოვაო, მაგრამ საშა სასტიკია და შეუვალი.

_ სახელზე კი არაა, კაცო. ჩამოინგრევა და მერე ისევ მე უნდა მაკეთებინოთ _ამბობს  გაბრაზებული.

ვერაფრით ვხვდები, საშას ასეთივე პროტესტი აქვს ყველაფერი ყალბის მიმართ თუ უბრალოდ დღეს მუშაობა ეზარება.

მამაჩემი და ჩემი ძმა გადიან. მე ქათამს საყინულიდან ვიღებ. საშა ,,ოდისეას” უბრუნდება. ნეტავ მართლა კითხულობს თუ მარტო ჩემს დასანახად?  რას გაიგებ

პ.ს. ზუსტად ვიცი,  ამ ინციდენტის გამო რემონტის დასრულება სულ მცირე ერთი დღით გადაიწევს,  მაგრამ ის მაინც  მეცოდინება, რომ ჩამონგრევის და საშას ხელმეორედ ვიზიტის საფრთხე არ არსებობს. მადლობა ღმერთს..

30 thoughts on “ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.

  1. marita

    იხ. მიშა ბახსოლიანი “მუშები” :))
    დიახთ, არარსებული გამონაკლისების გარდა, ყველა მუშა ეგეთია :)))))))))

  2. კარგი პოსტია :)) ❤
    სახლში გაქვს რემონტი ? ვააი.. წინა წელს მქონდა მე და ტვინი ამეხადა. ახლა მეც მაქვს გასაკეთებელი ვანა-ტუალეტი:|

  3. არადა საშა ამ შემთხვევაში მართალია, თუმცა ეს ბლოგერი, რამდენადაც ეგოისტურ იდეებსაა აყოლილი, მართალი უნდა გამოდგეს… და ამ საშკას არაფერს არ ეუბნება, იმიტომ , რომ მერე მიზეზი ჰქონდეს დასაწერად, და იმის ერთადერთ ნამდვილ პრეტენზიასაც კი ცინიზმით მიმოიხილავს… არ იცი, არ იცი, მარა ვინც იცის, იმას მაინც დოუჯერე შე ქალო, რაია 😀

    1. გივი, რა თქმა უნდა, მართალია საშა. უნდა, რომ კარგი ცემენტით აშენოს ჩემი სააბაზანო, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება და..
      ზოგადად, ფალსიფიკაცია ცუდია. ამას ვუერთდები

      1. ისე, მეც რემონტი უნდა დავიწყო და მუშას ველოდები უკვე 1 კვირაა… სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ნათქვამია, თუმცა რემონტი მისი „მოკაზმულობებით“ (ცემენტი, ნაგავი, შეუგნებელი, ქურდი და თავხედი მუშები, უძილო და მტვრიანი ღამეები) გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მსხვერპლი 🙂

  4. Di@

    ჰაჰა, მუშას უყურეთ. გამახალისა ამ პოსტმა. თავის დროზე რომ ეკითხა, ახლა მუშა არ იქნებოდა… 🙂

  5. ეჰ, ჩემს სახლში ყოველ ზაფხულს რემონტია. წელს ჩემმა მეზობლემბაც დაიწყეს და ისეთი ხმაურია, მგონი სმენა დამიქვეითდება მალე. :\

  6. აუ აუ ახლა გამახსენდა, ჩემთან, აბაზანის რემონტი 😀

    ჰაიდელბერგი იყო თუ პორტლანდი არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ისეთით მიაკრეს კედელზე კაფელი, 2 დღეში გაახსენდა დედაჩემს რომ მილი იყო გაბზარული და ის უნდა გამოეცვალა (რემონტის დროს ხომ გადაკეტილი იყო ყველაფერი), ჰოდა რა ხდებოდა წარმოიდგინე, ეს მისვარკული კაფელები უნდა გამოეძროთ ისევ 😀 გაგიჟდა ტიპი. ბოლოს რა მოხდა არ მახსოვს, მგონი დედაჩემმა გამოტეხა ერთი კუთხე 😀

    1. ა ჰო, ის ფოტო, ფალსიფიკაციაზე იდო ალბათ, მაგრამ წითელი ჯვრები მე დავასვი, ზუსტად მახსოვს 😀 მე მედო ბლოგზე , ნუ მიყალბებთ ქოფირაითებს რიაა 😀

      1. მე მეგონა, შენც იქიდან წაიღე და პირველწყარო მივუთითე :დ
        მოიცა, შევცვლი ❤

  7. ზუსტად გუშინ ვნახე ტელევიზროში ჰაიდელბერგის რეკლამა-გაფრთხილება, რომ მიმსგავსებული სახელის და შეფუთვის ცემენტს ყიდიან და კარგად დააკვირდითო ))

  8. საერთოდ მთელი პოსტი ძაან გიჟია, მაგრამ ყველაზე მაგრად ამ წინადადებამ გამახალისა :))) ;სანამ მუშები სახლში ძრწიან, მე კომპიუტერთან ვზივარ ან კალიებს ვხოცავ. პრინციპში, პარალელურადაც გამომდის.;

  9. შარშან ზაფხულს მქონდა რემონტი…მართალია ძალიან დავიღალე,ყველაფერზე სირბილი მე მიწევდა +სამზარეულო,მაგრამ ძალიან სასიამოვნო დაღლაა,როცა შედეგი მოგწონს,ნეტა ფინანსები მქონდეს,რომ წელსაც გავაგრძელო….

  10. lina

    “ჰაჰა, მუშას უყურეთ. გამახალისა ამ პოსტმა. თავის დროზე რომ ეკითხა, ახლა მუშა არ იქნებოდა… “di@ ვინც “თავის დროზე”კითხულობდა წიგნებს და კითხულობს,მას აუცილებლად”სვეცკი”სამუშაო აქვს?იქნებ კი კითხულობდა საშა ახალგაზრდობაში(“ძველგაზრდა”რატომ მგონია არ ვიცი)მაგრამ ეს სამუშაოა მისთვის სასურველი და სასიამოვნოც.

  11. პოსტი ქინდლში გადავაგზავნე და მოგვიანებით წავიკითხავ, ახლა კი ერთი ძველი პრაქტიკული ანეგდოტი:

    სამოთხეში და ჯოჯოხეთში გადაწყვეტენ რომ მოდი დამაკავშირებელი ხიდი ავაგოთო. ორივემ ჩვენი მხრიდან დავიწყოთ შენება და შუაში შევხვდებით და გადავაბათო.

    დაიწყებენ შენებას და ჯოჯოხეთის მხარე რომ მივა შუაში აღმოჩენს, სამოთხის მხრიდან არაფერი არაა აშენებული.

    – კი, მაგრამ რას შვებით, რატომ არაფერს აშენებთო? – იკითხეს ჯოჯოხეთელებმა
    – საქმე იმაშია, რომ სამოთხეში ვერცერთი მშენებელი ვერ ვიპოვეთო

  12. ძმისა და მუშის დიალოგი პირიქით იყო 🙂 ალბათ, მეტი დრამატიზმისათვის ისურვა ავტორმა სინამდვილის “გაშლიფოვკება” …

  13. ფუუ! მუშები არა ისა კიდე. თუ რამე გინდა კარგად გააკეთო, შენ თვითნ უნდა გააკეთო. 🙂 აგერ, მე და მამაჩემმა 1 დღეში მოვათავეთ სააბაზანოს გაყვანილობა, გალსვა, განათება და მეთლახიც კი დავიწყეთ, მარა შევფიქრიანდით, მაინც ფაქიზი საქმეაო და იმ მუშამ 2 დღე მოანდომა მარტო მეთლახს. :@

  14. ჩემი სააბაზანოს რემონტს 1 თვე მოუნდა ერთი მამა-შვილი, მაგრამ კარგად კი გამიკეთეს. მაშინ, მგონი, ჰაიდელბერგი არც არსებობდა. სამაგიეროდ, იმ ეპოქაში ყალბი ბორჯომი, ე.წ. სოდიანი წყალი იყო გავრცელებული 🙂

  15. გამოხმაურება: ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბლოგერები გაერთიანდნენ « PRSchool

  16. auuuuu me kide sashaa dzaaan shemiyvardbodaaaa da ise shevechveodii remontis dasrulebis shemdeg damakldeboda…:S:S:S sashaaaaa tanac imitom ezareba mushaoba rom sashaaa s uyvars kitxvaaa da mushobaaa sulac araa tavisi saqme,arada puli chirdba :S:S:S sashaaaa sayvareliiii sashaaaa

  17. anina რა მაგარია. ხვალიდან ვიწყებთ ჩვენც რემონტს და ,,საშას” მსგავსი მოვა ალბათ: )) ერთი შეღავათი ის იქნება, რომ ორი ბინაა გაერთიანებული და მეორე rest room -იც გვაქვს :))) ამას მამაჩემს წავაკითხებ:)

Leave a reply to wissner კომენტარის გაუქმება