მოკლე პოსტი

მე მივხვდი, რომ რეცენზიის წერა წიგნის კითხვის პროცესშივე თუ არ დავიწყე, არაფერი გამოვა.
ხოდა, გადავწყვიტე, რომ ჩავინიშნო რაღაცები, რასაც დოვლატოვის ,,ჩემოდანზე” ვფიქრობ:

  •  თხელია

მიუხედავად იმისა, რომ უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელის” შესახებ ამდენი მსმენია და სირცხვილით ვკვდები, ჯერ რომ არ მაქვს წაკითხული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც დოვლატოვის კითხვა დავიწყე. იმიტომ რომ 120 გვერდია. არ თქვათ, რომ თქვენ არ ხართ ასეთი მკითხველები. მე მაგალითად, მოთხრობების კრებულს როცა ვყიდულობ, სარჩევში გვერდების რაოდენობებს ვაკვირდები და კითხვას ყველაზე პატარა მოთხრობიდან ვიწყებ. მგონი, ეს ძალიან ადამიანურია

  • ორიგინალური სტრუქტურა

თურმე შესაძლებელია, რომ მთელი საბჭოთა კავშირი ერთ ჩემოდანში ჩაატიო.  36 წლის მწერალმა გადასახლებაში საკუთარი წილი საბჭოთა კავშირი წაიღო 1 ჩემოდნით, რომელსაც ძირზე კარლ მარქსი ახატია და სახურავზე_ იოსიფ ბროდსკი.  ჩემოდანში არსებულ ნივთებს საკუთარი საბჭოთა ბიოგრაფია აქვთ, ზოგს_ სასაცილო, ზოგსაც_ დამთრგუნველი. საერთო ჯამში, კი ყველა მათგანი საუკეთესოდ აცოცხლებს საბჭოთა კავშირის სურათებს

  • იუმორის გრძნობა

მე მიყვარს ისეთი იუმორის გრძნობა, ავტორს რომ აქვს. ზომიერი, გაწონასწორებული და  ამის გამო _ ყველაზე ეფექტური.

დავფიქრდი, რამდენიმე ეპიზოდი ხომ არ ამომეწერა დამაჯერებლობისთვის და გადავიფიქრე. საქმე ისაა, რომ დოვლატოვის იუმორის გრძნობა ცალკეულ ფრაზებში ნაკლებად ვლინდება, სიტუაციური იუმორი აქვს და ყველაფრის გასაგებად რამდენიმე აბზაცი მაინც გახდებოდა საჭირო, ამიტომ თავი შევიკავე

დანარჩენს ბოლომდე რომ წავიკითხავ, მერე დავწერ.

პ.ს. ესაა წიგნი, რომელიც რამდენჯერმე არ ვიყიდე გაურკვეველი წინასწარწარმოდგენების გამო. ბოლოს კი ანოტაციამ დამაბა, კერძოდ კი ამ ფრაზამ: ,,მწერლის პირველივე კრებული საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურმა გაანადგურა”. ღმერთო, რა პრიმიტიული ვინმე ვარ ❤

8 thoughts on “მოკლე პოსტი

    1. ცოტა გაწვრთნილი თვალი უნდა, რომ ადვილად ჩაიკითხო და კიდევ უნდა გაინტერესებდეს საბჭოთა თემატიკა. თითო თავი თითო მოთხრობასავითაა. ერთი ნივთის გარშემო აგებული. მე ძალიან მომეწონა ეგ მიდგომა : ]

      1. გაწვრთნილი თვალი და თემატიკის მინიმუმ ზედაპირული ცოდნა – სხვაგვარად ბევრი კარგი პასაჟი დაგეკარგება. მაგალითად, ხუმრობა სარბოლო მანქანების კოლექციაზე.

        მე მძღოლის ხელთათმანები მომეწონა.

  1. პოსტი როგორც ყოვლეთვის მშვენიერია ❤ საკმაოდ დამაინტერესა წიგნმა ^^

    პ.ს. თვალებს არ ვუჯერებ –მომწონს– ღილაკი გამოსწორდა : Oo

  2. max14characters

    “მოთხრობების კრებულს როცა ვყიდულობ, სარჩევში გვერდების რაოდენობებს ვაკვირდები და კითხვას ყველაზე პატარა მოთხრობიდან ვიწყებ.” :DDDDDD so true!

  3. გამოხმაურება: გამოიცანი რატომ “სიყვარულოვნა” « სიყვარულოვნას ბლოგი

დატოვე კომენტარი