ოცი ოცი ოცი

ოცი წლის ვარ. როგორც იქნა, თინეიჯერობა დასრულდა და იქნებ სერიოზულ კამათებში ახლა ნაკლებად მომაკეტინონ სიტყვებით: ჯერ გაიზარდე და მერე ილაპარაკე…  და კიდევ, 1 წელიც და ამერიკაში ლუდის ყიდვის უფლება მექნება, აქ კი _ 12ზე დაბრუნების : ] რა კარგია, რომ არავის მოულოცავს სიტყვებით: გილოცავ გაოცებას..

წელს არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა, რომელიც იმიტომ იყო არაჩვეულებრივი, რომ  არც ერთ ძველ დაბადების დღეს არ ჰგავდა. /ძველი დაბადების დღეები: ლოკაცია: სოფელი გურგენიანი. სტუმრები: არავინ. სასმელი: ღვინო. საჩუქრები: ყავის ჭიქები ვარდის გამოსახულებით :////
ამჯერად  კი 12 საათზე სახლში ვიყავი, სრულიად მარტო და ვუკრავდი მოცარტს. ვიცოდი, რომ ფბ–ზე ჟრიამული იწყებოდა, მაგრამ  გადავწყვიტე, მოლოცვების ნახვის სასიამოვნო მომენტი როგორმე გამეწელა. სადღაც პირველის 15 წუთზე  კარზე ზარი გაისმა და ვიფიქრე, რომ  ჩემს მეზობლებს არ მოსწონთ მოცარტი, ან ჩემ მიერ შესრულებული მოცარტი, ან ზოგადად 12 საათზე მოცარტის შესრულების ფაქტი.. უხალისოდ მივედი კართან.  კართან ჩემი მეზობელი ნოდარი იდგა და  ამბობდა, რომ გარეთ მეძახიან. ალბათ, ნოდარის დედაა ან მამა, დავასკვენი და გონებაში მარცხენა ხელის პარტია გავიმეორე.

ვეტყვი, რომ მარტო ვარ და მომწყინდა. მგონი, ეს ყველაფერს ამართლებს

გავედი და…

გმადლობთ : მანქი, დოდკა, თაა, ეკა, ნატოშა, ალუკარდ, ნინო, ანანო და ბლანკ (ამ უკანასკნელმა მშვენიერი ბროლის ანგელოზი მაჩუქა)
გმადლობთ : მანქი, დოდკა, თაა, ეკა, ნატოშა, ალუკარდ, ნინო, ანანო და ბლანკ (ამ უკანასკნელმა მშვენიერი ბროლის ანგელოზი მაჩუქა)

დამხვდნენ გოგოშკები, ძააალიან მაგარი გოგოშკები ბუშტებით, შუშხუნებით და ტორტით. მღეროდნენ ჩემთვის და მეხუტებოდნენ. ისეთი მაგარი ემოცია იყო და დღესასწაულის ისეთი ცხადი შეგრძნება, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე.

მერე ეს ყველაფერი ჩემს სახლში გაგრძელდა კოლექტიური ტორტის ჭამით:

იმ ღამეს ემოციებისგან გაგიჟებულმა ძლივს დავიძინე და ძილის წინ ვფიქრობდი, რომ ეს ასე არ უნდა დასრულდეს.
არც დასრულებულა.

თქვენი აზრით, რამდენი ფაქტორის დამთხვევა აქცევს კარგ დღეს კარგ დღედ?

ჩემი აზრით, მხოლოდ სამიც საკმარისია: დაბადების დღე, მეგობრები და სასმელი

ბევრი გოგო, ცოტა ბიჭი
ბევრი გოგო, ცოტა ბიჭი
და ,,ყავის სერვიზის" ნაცვლად მივიღე საჩუქრად შოკოლადის ბარნი და მისი სარეკლამო სიმღერა
და ,,ყავის სერვიზის" ნაცვლად მივიღე საჩუქრად შოკოლადის ბარნი და მისი სარეკლამო სიმღერა

საკმაოდ გვიან დავიშალეთ, მთვრალები და ძალიან მთვრალები

ძილის წინ კი მშვიდად დავათვალიერე ის ორასამდე მილოცვა, რომელიც ჩემს ვოლზე დაიპოსტა

და ჰო, ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელი უნდა იყოს: კლავიატურაზე უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი” დამხვდა. გმადლობ, ლელა, გმადლობ, ლევან..

პ.ს. არ გინდათ, აიპოდის მოგებაში დამეხმაროთ?
დაალაიქეთ ჩემი ისტორია კამპას ბლოგზე

12 thoughts on “ოცი ოცი ოცი

  1. maგარია : ) მე მიყვარს დაბადების დღეები : ) ხოდა ანგელოზი მარტო მე კი არა მთელმა ქალთა კოლექტივმა [კოდური სახელწოდებით] გაჩუქა : ) მე უბრალოდ გავაფორმე : ) და კიდევ მაგარია თუ დაგევასა : ) პოდაროკ ს დვაინიმ ნამიოკომ : )

  2. “რა კარგია, რომ არავის მოულოცავს სიტყვებით: გილოცავ გაოცებას..”

    ფეისბუქზე მოგილოცეს ეგრე =) ნიუსფიდში შემხვდა და მიიქცია ჩემი ყურადღება… ამიტო ტყუილად გიხარია :პ

    კარგია, მიყვარს ასეთი დაბადების დღეები ❤

  3. უიიი, რა კარგი დაბადების დღე გქონია. მთელი გულით გილოცავ და წარმატებებს გისურვებ.
    ყველას არა, მაგრამ უმეტესობას ვიცნობ და მართლა კარგები არიან. ეს გოგოშკურის წევრები არიან სავარაუდოდ და არა უბრალოდ ბლოგერები. :))

    პ.ს. მე მაპატიე დაგვიანებისთვის. უბრალოდ შენს ბლოგზე ერთიანად ვკითხულობ პოსტებს და შესაბამისად, გვიან 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s