ყველამ იცის, რომ მე ის გოგო ვარ, სექსებზე რომ წერს, მაგრამ აი, გადავხედე ბლოგის ბოლო ჩანაწერებს და რამდენი ხანია, სექსზე და დილის ორგაზმებზე არაფერი დამიწერია. განა იმიტომ, რომ საწერი აღარაფერია, უბრალოდ ვეცადე, თავი სხვა რამეების წერაში მომესინჯა. ვიზიტორების რაოდენობა არ შეცვლილა, სამაგიეროდ დღეში რამდენჯერმე ვპასუხობ კითხვას: რატომ შეიცვალე? რაც ჩემს ენაზე ითარგმნება, როგორც: სადაა სექსები?
რას ვიზამთ, მე თვითონ მოვახდინე ჩემი იმიჯის პოზიციონირება ამ გზით (იმიჯის პოზიციონირება :|). დროთა განმავლობაში, კი იმიჯმა მოახდინა ჩემი პოზიციონირება და ნელ–ნელა დავემსგავსე იმ ანინას, როგორადაც მიცნობთ თქვენ ყველანი. არ გამკვირვებია. უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ვხდებით ისეთები, როგორებადაც ვასაღებთ თავს. უარეს შემთხვევაში კი _ არ ვხდებით, მაგრამ გვგონია, რომ ვხდებით.
ჩემი იმიჯის კვლევას დიდ დროს ვუთმობ ხოლმე (აქ წარმოიდგინეთ სიტუაცია: საღამოობით ვზივარ და ვიწერ, რა უნდა ვთქვა მეორე დღეს, რომ ხალხს ანინა ვეგონო :დ) ასე თუ ისე, საკითხი: როგორ ვქმნით იმიჯს და მერე როგორ ვხდებით მისი მონები_ ჩემთვის აქტუალურია.
არსებობს სია, რომლის თითოეული კომპონენტი ჩემთვის და ჩემი იმიჯისთვის შეუფერებელი მეგონა, მაგრამ ახლა ვცდილობ თითოეულ პუნქტს გადავხედო დ რაციონალური ახსნა მოვუძებნო:
რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
-
ანინა არ ტირის
ამ ბოლო პერიოდამდე ძალიან დიდი ხანია არ მიტირია. არაფრის გამო. მაშინაც კი, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: ახლა არ ატირდე, თორემ გული ამერევა შენზე. ერთხელაც აღარ მითქვამს, დიდხანს ვიტირე და მივხვდი, რომ ტირილის მერე თავს უკეთ გრძნობ. ამის შემდეგ სულ ვტირი. ყოველ საღამოს :დ არა, არა, ვხუმრობ, მაშინ ვტირი, როცა მეტირება, ანუ საკმაოდ იშვიათად 🙂
- ანინა არ იცვამს კაბებს
ამას რაციონალური მიზეზი აქვს: ჩემი ფეხები არ მომწონს, თუმცა რა თქმა უნდა, სამყაროში მოიძებნება კაბები, რომლებიც ,,ტანზე დამაკვდება”. ჩემთვის ტრაგედიაა ის გამოფხიზლებები, დედა რომ მიწყობს ხოლმე. დავაკონკრეტებ: დღეები, როცა დედა ჩემს ყველა შარვალს ერთად რეცხავს, რომ როგორმე კაბის ჩაცმა მაიძულოს. ასეთ დროს კარადაში არსებულ კაბებს სათითაოდ ვიღებ , ვისინჯავ, ვიხდი, შიშველი ვჯდები კომპიუტერთან და გარეთ არ გავდივარ, სანამ შარვლები არ გაშრება. სწორად გამიგეთ: სამოსთან იმდენად არ მაქვს პრეტენზია, რამდენადაც იმ კორექტივებთან, რომლებიც მას შეაქვს ჩემს ქცევაში. რატომღაც მგონია, რომ როცა კაბა გაცვია, ცუდი სიტყვების თქმა არ შეიძლება, დალევა არ შეიძლება, ბორდიულებზე ხტომაც არ შეიძლება და საერთოდაც, დახვეწილად უნდა მოიქცე. იგივე ითქმის მაღალ ქუსლებზე, რომლებიც ჩემს შემთხვევაში სულაც არაა მაღალი, მაგრამ მე მაინც მიქმნის დისკომფორტს
-
ანინა ვერ იტანს მზრუნველობას
კითხვას: ხომ არ დაგეხმარო? მე შეურცხყოფად ვიღებ ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში, დანარჩენ 10 შემთხვევაში, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს და იძულებული ვარ, სხვა ადამიანის დახმარებით ვისარგებლო. სხვა ადამიანების ხარჯზე საქმის გაიოლება უსამართლობად მიმაჩნია. აი, მაგალითად, ბლოგი ისე შევქმენი, რომ არავისთვის მითხოვია დახმარება, არც კითხვები დამისვამს. სანამ საჭირო რამეებს ვიპოვიდი, ძალიან დავიღალე, მაგრამ ხომ ხედავთ, ბოლოს ყველაფერი ვიპოვე. კიდევ.. იმავე მიზეზით ვერ ვიტან ვინმესგან ფულის სესხებას (სულ მგონია, რომ არავის აქვს სინამდვილეში ,,გასასესხებელი ფული” და არავინაა ვალდებული, შენ გამო მოიკლოს რაიმე). ამგვარად, ორივე თირკმელი უკვე გაყიდული უნდა მქონდეს , რომ მეგობარს ფული ვესესხო. სამაგიეროდ, მე თვითონ სულ ვთავაზობ სხვებს ფულად და მორალურ მხარდაჭერას, რომლითაც მართლა სარგებლობენ ხოლმე. ხანდახან ბოროტადაც. მერე კიდევ ვფიქრობ, ეს ხომ არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მეგობრები ჯერაც მყავს–მეთქი 😐
-
ანინას არავინ უყვარს
რამდენჯერ მიფიქრია შეყვარებული წყვილების დანახვისას: არა, არა, მე ეს არ დამემართება, მე ხომ შტერი გოგონა არ ვარ, რომელსაც სიყვარულის იდეით ზრდიან და რომელიც ყველაფერში ,,საყვარლობებს” ეძებს, პლუშის დათუნიით დაწყებული დაცვის ბიჭით დამთავრებული. თუმცა რაც არ უნდა მოსალოდნელი იყოს, მაინც დამემართა (საკუთარი თავი მძულს ამბის ასეთი ბანალური განვითარების გამო: მთავარი გმირი იმას ჩადის, რაზეც ამბობდა, არასდროს ჩავიდენო). დამემართა და სერიოზული პრობლემები შემიქმნა იდენტობასთან, რამაც თავის მხრივ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა ჩემს შეყვარებულს. არის ხოლმე საღამოები, როცა ვზივარ დაღონებული და ვამბობ: ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, სადაა ჩემი უდარდელობა. ამის ატანა შეუძლებელია. რატომ, რატომ ვარ ასე. ის კიდევ დაღლილი მიყურებს და მეუბნება: კარგი რა, კარგი რა. ეს ხომ გავიარეთ უკვე. არადა არაფერიც არ გაგვივლია. როგორც ჩანს, ჩემს ორგანიზმს ემოციური ტკივილისგან დასაცავად საოცარი რეაქცია გამოუმუშავდა: არაფრით უშვებს ,,სახიფათო” ობიექტს ახლოს. ასე, რომ სითბოს გამოვიჩენ თუ არა, ძალიან ცხადად ვხედავ, როგორ მენგრევა თავზე წლობით ნაშენები საკუთარივე თავი.
მოდი, მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ ძალიან დავიგრუზე. რაც შეეხება კითხვას: როდის დაიდება სექსები. პასუხი მარტივია: რა თქმა უნდა, მალე. მანამდე კი ნძრევას მივაწვეთ.
ასეთი და ისეთი ანინა ორივე მმ ❤
გაიჭედე… 🙂
იგივე შემიძლია ვთქვა მეც: მარი არ ტირის, მარი არ იცვამს კაბებს, მარი ვერ იტანს მზრუნველობას, მარის არავინ უყვარს. ოღონდ ეს პუნქტები მე არ მომიქიქრებია. უბრალოდ, გარშემო მყოფებს ჩამოუყალიბდათ ასეთი შეხედულება და თუ რომელიმე პუნქტი დავარღვიე, ვეღარ მცნობენ
რწყევით რომ კვდებოდე, არ მოვალ და არ გეტყვი, ხომ არ დაგეხმაროო ;დდდ
ერთი პუნქტი გამოგრჩა: ” ანინა არავის ეტენება” :დდ
მომენატრე :დ
🙂 მეღიმება 🙂
მშვენიერი პოსტია და საპოსტო იდეა :დ :დ :დ
საპოსტო :დ :დ
თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ეს მომენტები, მაგრამ მთავარია იმიჯი ძალიან შორს არ იყოს რეალობიდან
სიყვარულით
თაა
მე ორივე ანინა მიყვარს
“კითხვას: ხომ არ დაგეხმარო? მე შეურცხყოფად ვიღებ ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში, დანარჩენ 10 შემთხვევაში, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს და იძულებული ვარ, სხვა ადამიანის დახმარებით ვისარგებლო.” – ასევე და როცა დახმარებას მტავაზობენ კიდევ ჩემი რეაქცია ძლაინ რაადეკვატურია ;/
საინტერესოა ლევანი იმით არის საინტერესო რომ არასდროს არავინ იცის რას გააკეთებს და რას ფიქრობს რაზე შეიძლება იტიროს ან რაზე იცინოს ასე რომ რომ 🙂
გენიალურ :)))))
მიყვარხარ ❤
ნაცნობია…
კარგი პოსტია როგორც ყოველთვის (თითქმის) ))
ნძრევა ცუდი სიტყვაა 😦 😐
am 1 statiis meti ar camikitxavs da kitxva: sex-i gkonia? tu kaci giyvars da mastan gakvs, unda poulobde pirikit tavs da tu ara, ise haerze rogor carmogidgenia tu imas cer …… mashin sheyvarebultan kidev bevri gakvs gasavleli. da ver gavige ra imiji gaks? kabebs ar icvav eg imij araa, 70% teenage-erebis kedebit da sharvlebit dadis, da gardatexis asakshi myopi gogos argumentebit tu amartleb 🙂 🙂 2000 ze meti like gakvs , shemtxvevit chemi megobrebis komentarebit gipove, vtkvat minda dagalaiko, sheni azrit ra gakvs mosaconi? sex-ze vlaparakob da es mosconto – ti ne smozhesh’ osvedomit’ menia v sex – kromo etogo ?????
რეალურად კი ყველაზე მთავარი ისაა, რომ საკუთარი სინდისის წინაშე იყო მართალი ყველა შენ მიერ ჩადენილი საქციელის გამო.
ტირილს და ა. შ. -ებს რაც შეეხება, მეც საკმაოდ ემოციური ვარ. განვიცდი ყველაფერს, რაც განსაცდელია და უყურადღებოდ ვტოვებ ყველაფერს, რაც არასაყურადღებოა.
ფული მეც გავასესხე ადრე და დღემდე არ დაუბრუნებია მსესხებელს. ბოლოს კი ის ადამიანი ცხოვრებიდან წავშალე. 🙂
მეტზე ვერაფერზე გეფიქრება?
he he magaria
dzalian xshirad mesmoda aninas blogis shesaxeb da dziritadat mavicydeboda naxva (pirdapirobisatvis mapatiet:) xoda ert dgesac samsaxurshi amdnei mocevisaganda yavis smisgan rom gadavigale gadavcyvite damegooogle anina da ai shedegic !!!!!!!!!!! dzalian advilad ikitxeba ,dzalian momcons sheni msoplmxedveloba da mixaria iset tbilisshi rom cxovrob sadac bevri ver igebs ❤ ginda sexsebze cere da ginda noyier shokoladis tortze me msiamovnebs amis kitxva da michenba survili gtxovo rom sul cero ! anina kargi gogoa !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მთავარია სხვას მოწონდეს.
(ფეხები).
რამდენი ხანია შენი ბლოგი არ წამიკითხავს…
shen garyvnili gogo xar
გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი
“ანინა ვერ იტანს მზრუნველობას”
ნამდვილი კირჩხიბი ხარ. :დ
ანინა ყოჩაღ! ძალიან მიყვარს შენი ბლოგი, ძალიან! )))))))
ძალიან საინტერესო იყო.
აქამდე ბლოგები არასოდეს წამიკითხავს და არც შენ წინა ბლოგები შესაბამისად, მაგრამ რაც წავიკითხე მართლა ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით პეპელაზე, საყვარელ (მაგრამ შტერ) გოგონებზე და რა თქმა უნდა ეს ყველაზე ძალიან…
სამსახურში მესამე დღეა სამუშაო ნაწილს ამ ბლოგს უთმობ 🙂
http://moviesgeo.ga/