შაბათის დილის ანგელოზები

ჰოდა ამასწინათ ვამთქნარებდი და ყავას ვწრუპავდი ჩვეულებისამებრ შაბათ დილით და ვფიქრობდი, 2 საათი როგორ გავიყვანო–მეთქი, მოგეხსენებათ, რომ ამ პრობლემამ ამ ბოლო დროს გლობალური ხასიათი მიიღო😀.

ცხადია, საბოლოოდ კომპიუტერთან აღმოვჩნდი, ხან ერთ საიტზე შევძვერი, ხან მეორეზე, ფეისბუქის კედელიც შევისწავლე და საბოლოო ჯამში თვითონაც ვერ შევამჩნიე როგორ მოვხვდი Youtube-ზე.

არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ გადასარევი რამეა Youtube მოწყენილობის ჟამს😀 ბავშვობა გავიხსენე და სასაცილო ვიდეოების ძებნა დავიწყე ridiculous კეი სიტყვებით როგორიცაა “funny videos” და ა.შ. რა თქმა უნდა, ვნახე უამრავი ვიდეო კატებზე (ტყუილად კი არ ეძახიან Youtube-ს კატების ვიდეო არქივს )) ). საბოლოოდ მაინც სასაცილო რეკლამების თვალიერებას შევუდექი.

სწორედ ამ დროს დავინახე ის,

მან მე დამინახა.

ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ♥

კარგი, ვხუმრობ😀 )) ერთი ნახვით შეყვარება არა, მაგრამ ნაწილობრივი შური, ნაწილობრივი აღფრთოვანება და ნაწილობრივ კიდევ რაღაც-რაღაცები კი იყო.

მოკლედ აქსის რეკლამა ვნახე.

ზოგადად ვთვლი, რომ ქალის სილამაზეს მარტო კაცი არ უნდა აფასებდეს, მაგრამ საწინააღმდეგო აზრიც რომ მქონოდა, აუცილებლად შევიცვლიდი ამ კლიპის მერე.

ფარფატა მინი კაბებიანი ულამაზესი ანგელოზები: ქერა, შავგრემანი, თეთრკანიანი და შავკანიანი _იტალიის რომელიღაც  ქალაქის ქუჩებში ერთი მეორეს მიყოლებით ასკდებოდნენ ასფალტს..

თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მუსიკამაც შეცდომაში შემიყვანა, ბოლოს უკვე სკუტერიანი ბიჭი რომ ჩაერთო მოვლენების განვითარებაში “დაშლო” და ბევრი ვიცინე.

მერე ფეისბუქზეც მივაგენი ამ კლიპს. ვნახე, რომ ქართული ანალოგიც გადაუღიათ, სადაც ქართველი“ანგელოჩკები” დაეხეტებიან თბილისის ქუჩებში.

საინტერესოა რა რეაქცია ქონდათ გამვლელებს😀😀 დიდი სანახაობა იქნებოდა ანგელოზები აბანოთუბანში😀

მოკლედ ასე სასიამოვნოდ გავატარე შაბათი დილა. სიამოვნებით ვნახავ თქვენს საყვარელ რეკლამებსაც, გამიზიარეთ ლინკები, თუ არ დაგენანებათ. გადავხედავ მომდევნო შაბათს😀

24 thoughts on “შაბათის დილის ანგელოზები

  1. annieani

    ფუ რა უნიჭოთაა გადაღებული ეს ქართული კლიპი რა…. საერთოდ კოპირება რაღაცის ხშირს შემთხვევაში ცუდ გამოდის მაგრამ ეს ცუდიც არაა საშინელება. ჯერ რანაირად მოდიან ,ძალით პახოდკა😐 დონეს რა მართლა!

    1. ეს არაა კოპირება. ჯასთ ქართული ვარიანტია. განა მოპარული და რამე, უბრალოდ აქს ჯორჯია. ისე, ლამაზი გოგოები არიან კლიპში❤

  2. ვა, ქართული არ მქონდა ნანახი. ქართველებიც რა ლამზები არიან❤ მაგრამ პირველი რეკლამა ძალიან მაგარია

  3. ქართულს რა საშინელი ტექსტი ადევს. რომელსაც საზიზღარი ინტონაციით კითხულობენ. რაღაც ისეთი პონტია, ანეკდოტს რომ ხსნი, იმის შიშით რომ ვერავინ გაიგებს. ბრრრრ

  4. განსხვავებას ატყობ ხო, ზაპადნი და ქართულ გადაღბას შორის? :))
    საშინელი განათებაა და ეს ეკრანის კიდეებში ბლარი…

    გახმოვანებაზე და “ეს სურნელი, საიდან მოდის…” ბზზზზზზ…არ უყურო და მოუსმინე უბრალოდ… მიხვდები რასაც ვამბობ.

    კინდლზე მე გწერდი ფბ-ზე, ვინ ხარ რა გინდაო რო მეძახდი. გადამდგები ხარ და იმიტომ!

  5. მახსოვს, ჩემზე ამ რეკლამამ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება – http://www.youtube.com/watch?v=-iXwzBvdrIY

    მუსიკაც ისეთი აქვს და ზოგადად, რაღაც გულში ჩამრჩა და ახლაც პირველი ეს გამახსენდა🙂

  6. მეგონა, დროის გაყვანას კითხვა გერჩივნა, მით უმეტეს, რომ ახლა მოდაშია🙂

  7. ვაჰ🙂
    არა ისე მართლა ლამაზი გოგოები არიან რეკლამაში თუ კლიპში თუ რაც გამოუვიდათ🙂

  8. ქართული ძალიან არ მომეწონა. ლამაზი ქალები რო გეყოლება და 2 წუთიან კლიპში ასეთ მოსაწყენ სცენას რო გაათამაშებინებ, გასაწკეპლი არ ხარ’/?:/

    ჰო, დროის მოსაკლავად კარგი რამ მასწავლე. მე სხვა რაღაცებს ვუყურებდი😀 ახლა რეკლამებს მოვსინჯავ :))

  9. ქართული საოცრებაა პირდაპირ! :დ გოგოები კარგები არიან, ხმა რო არ ამოეღოთ უკეთესი იქნებოდა ))
    ის ზემოთა მომწეონა❤

  10. Pingback: შაბათის დილის ანგელოზები | WooglePress - გაიგეთ რას კითხულობენ ახლა სხვები

  11. vgijdebi am klipze, originali xom magaria magram qarTuli varianti taviseburad momxivleli da mimzidvelia! gogoebic momwons, neta vin gadaiRo ase lamazad. saxuravze rom zian is momenti gasakuTrebiT momxibvlelia!

  12. NINIA

    “დიდი სანახაობა იქნებოდა ანგელოზები აბანოთუბანში “…

    abanotubanshi arvici, magram universitetis meore korpustan rom gamogvecxadnen, xalxi gancviprebisgan lekciebs tovebda da mat sackerad garet gamodioda :D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s