რჩევები

მე ერთ–ერთი მათგანი ვარ, რჩევებს რომ იშვიათად უსმენს. არა, ხანდახან ნამდვილად ვითხოვ, რამე მირჩიეთ–მეთქი, მაგრამ მხოლოდ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მაინც მე ვიღებ. როცა საქმე ოჯახს, შეყვარებულს, მეგობრებს ან სამსახურს ეხება, არავის რჩევას არ ვითვალისწინებ და ამას არც ვნანობ ხოლმე.  მთავარი მოტივი  ესაა: თუ ვინმეს უკეთესად შეუძლია ჩემი  სიტუაციის გაანალიზება, ვიდრე მე  თვითონ, ესე იგი დანძრეული მაქვს, ჰოდა, თუ დანძრეული მაქვს.. არა. არავითარი ჰოდა.

/ ვიჭედები. იქნებ ის ისტორია დავწერო, დედამ რომ მირჩია ასე მეცხრე კლასში, ბიჭს თუ გინდა მოეწონო, მისთვის მიუწვდომელი უნდა დარჩეო. და მერე ის ბიჭი, მე რომ უნდა მოვწონებოდი, სკოლის ტუალეტში რომ გამიჟიმა მეთერთმეტეკლასელმა მისაწვდომმა გოგომ?! /


ჩვენთან ისეთი გარემოა, რომ ყველა მზადაა, რჩევა მოგცეს.  ჰაერი სავსეა უფასო რჩევებით. ისეთი რჩევებით, რომლებიც არავისთვის გითხოვია. შეიძლება ახალგაცნობილმა ადამიანმა გითხრას, რომ ხუთიოდე კილოს თუ დაიკლებ, შენგან კაი გემრიელი გოგო დადგება. ან რავიცი, ტაქსისტმა გირჩიოს, რომ მეგრელს ცოლად არ გაჰყვე ://

/ყველაზე გამოუსადეგარი რჩევა, რომელსაც ყველა ალალად არიგებს არის: ,,დაიკიდე რა. მობეზრდება და გაჩერდება”.  წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თანამშრომელი ყოველდღე გიფურთხებთ ყავაში. მეორე თანამშრომელი კი გეუბნებათ, რომ იმ საშინელ ადამიანს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. რომ ის არ ღირს თქვენი ძვირფასი ნერვების შლად. რომ: თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, მას უბრალოდ მობეზრდება. ვრონგ! თქვენც ჩაუფურთხეთ. სხვანაირად არ მობეზრდება/

ისე, რჩევის მიცემა რომ პასუხისმგებლობაა, ამას ძალიან ცოტა ადამიანი აცნობიერებს. მეც იმ იშვიათთაგანში ვარ.

აი, მაგალითად, მოდის ჩემთან  ერთი მეგობარი, რომლის ჰობიც შეყვარებულთან ჩხუბია და მეკითხება, უნდა დაშორდეს თუ არა თავის ბიჭს. და მე ვიწყებ ფიქრს, ამ მეგობარს ხომ არ დავშორდე. ვერ ვიტან, როცა პასუხისმგებლობას მკიდებენ.

_ იცი რა.. თუ გინდა, დაშორდი. მაინც სულ ჩხუბობთ და. დაისვენებ.

_ დავშორდებოდი, მაგრამ ხო იცი, ნინ. ეგრე ადვილიც არაა. რომ იცოდე, რა საყვარელია ხანდახან. თან ამდენი რამ გამოვიარეთ. ახლა როგორ დავშორდე? უჩემოდ ვერ იცოცხლებს.

_ ააა. მაშინ არ დაშორდე.

_ ანუ მირჩევ, მისი ინტერესები ჩემს ინტერესებზე წინ დავაყენო? o.O

_ ეგ მე ვთქვი?

_ ასე გამოდის.

_ არა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენო ვინმეს ინტერესები შენს ინტერესებზე წინ.

_ გმადლობ. ყველაფერი ცხადია ახლა.

მერე ის მიდის და მე ვცდილობ გავარკვიო, შემთხვევით ჩემთვის ძვირფასი ადამიანის ცხოვრება ხომ არ დავანგრიე.

ხომ შეიძლება, რომ ადამიანებს უბრალოდ არ გვქონდეს აზრი იმის შესახებ, ჩვენ რას ვიზამდით სხვის ადგილას. რატომ ვართ ხოლმე ასეთი ჭკვიანები და ასეთი დიდსულოვნები სხვებთან, როცა ისიც კი არ ვიცით, ჩვენს ადგილას რას ვშვრებით?

ან მეორე ვარიანტია. ხომ შეიძლება რომ რჩევების ადეკვატურად მიღების უნარი მქონდეს. მით უმეტეს, რომ მგონი, დამენძრა.

14 thoughts on “რჩევები

  1. ლაშა

    1. ვინმემ თუ დრო დაგითმო, იფიქრა და რჩევა მოგცა, მაშინ როცა გჭირდება, ამის გამო მხოლოდ მადლობელი უნდა იყო ამ ადამიანის. არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა თავად გეკისრება და არა მრჩეველს.

    2. როცა რჩევას არ ითხოვ, არ გჭირდება და მაინც დაჟინებით გირჩევენ რაღაცეებს, მაგას მე ტვინის ტყვნას ვეძახი… :))))

  2. მე მარტო რამოდენიმე ადამიანის რჩევას ვუსმენ. უფრო სწორად ვცდილობ მოვისმინო. მოსმენა გათვალისწინებამდე არასდროს მიდის და ყველაფერს მაინც ჩემი ჭკუით ვაკეთებ, ზუსტად იგივე მიზეზის გამო რას შენ თქვი: “თუ ვინმეს უკეთესად შეუძლია ჩემი სიტუაციის გაანალიზება, ვიდრე მე თვითონ, ესე იგი დანძრეული მაქვს”
    თანამშრომელს კი აუცილებლად უნდა ჩაუფურთხო ეს რჩევა არ არის, ეს ერთადერთი ალტერნატივაა. :დ
    აუ მგონი მეც დანძრეული მაქვს.
    მირჩიეთ რამე.. :ფიქრ:

  3. მე ვკითხულობ სხვების აზრს ყოველთვის, ვისმენ სხვადასხვა მოსაზრებებს და მერე ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებას. ოღონდ ცოტა ხანგრძლივი პროცესია.
    არამკითხე მრჩევლებსაც ვუსმენ, რა იცი იქნებ რამე სხვა მომენტი დაინახონ, რასაც მე ვერ ვხედავ.
    მაგრამ 100% არავის რჩევას არ ვითვალისწინებ.
    ვაანალიზებ და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას.

    და ის ფონთი, რომ დანძრეული გაქვს, არ არის მართალი 🙂 უბრალოდ შენ ერთი პოზიციიდან იყურები და ყოველთვის არ გვაქვს ხასიათი რომ გამოვდიეთ იმ მდგომარეობიდაან და საკუთარ თავს სხვა სივრცეში შევხედოთ.

  4. vinFroyde

    რჩევას იმიტომ კი არ გეკითხება ადამიანი, რომ შენი აზრი აინტერესებს.არა, შენთან საუბარში თავისი აზრის მხარდაჭერას და განმტკიცებას ახერხებს.თავისი სურვილის “ლეგალიზაციას” ახდენს. როცა არამკითხე იძლევა რჩევას, მაგას ეგო-ისტური სურვილი ჰქვია, რომელსაც თავს ახვევს სხვას(მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს)
    ყველა წიგნი, ყველა ფილმი, ყველაფერი რჩევაა, მთავარი ჩვენი გონებრივი მომწიფების ხარისხშია, რომელიც განსაზღვრავს თუ რას ვიგებთ და ვიღებთ იქიდან.
    იდეაში, შენ ხარ იმ დონეზე, რომ ამ ფილმიდან საჭირო რჩევა აიღო (for colored girls)

  5. ჩაფურთხებაზე რომ წავიკითხე.. მმ.. ასეთი გრძნობა მარტო ერთხელ მქონდა ცხოვრებაში, როდესაც ლექტორმა გვითხრა, თუ რამის მიღწევა გინდათ ცხოვრებაში, კეთილ ინებეთ და ტრაკები გაანძრიეთო.. მადლობა ანინა რჩევისათვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s