ხალხის აზრი

ხალხი ბრძენია
@ხალხი


ვგიჟდები აქსიომების გადაფასებაზე. მიყვარს, როცა ამ პროცესს ვუყურებ და კიდევ უფრო მეტად მიყვარს, როცა ამ პროცესში ვმონაწილეობ. მხოლოდ გაღიზიანების გამოწვევის გამო_ არა (თუმცა, ვაღიარებ, ესეც მიყვარს), უბრალოდ ვთვლი, რომ ,,აღიარებული ჭეშმარიტებები” დროდადრო საჭიროებენ გადახედვას დროსთან ადეკვატურობის შემოწმების მიზნით.

ერთ-ერთი ასეთი ,,ჭეშმარიტება” ისაა, რომ ხალხი ბრძენია.

მეორე ასეთი ,,ჭეშმარიტება” კი ისაა, რომ ხალხის აზრი უნდა დაიკიდო.

მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. პირველის არ მჯერა, მეორე _ მაღიზიანებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მანერულია. გვინდა თუ არა ეს, ადამიანი მაინც  სოციალური ცხოველია. პოზა_ ,,მე მკიდია, რას იტყვის ხალხი” კი მეტისმეტად ყალბია და მათი შექმნილია,  ვისაც  სულაც არ ჰკიდია ხალხის აზრი.

არასწორად ნუ გამიგებთ. იმას არ ვამბობ, რომ მე, შენ, მან აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, რომლებსაც საზოგადოება ადგენს. უბრალოდ, რაღაც თუ არ მოგვწონს, სჯობს, შევცვალოთ და ვიზრუნოთ, რომ მერე ჩვენი აზრიც შეცვალოს ვიღაცამ. ეს არც ისე ძნელია. პრინციპი იგივეა, რაც საფეხბურთო სტადიონზე ,,ტალღების” გაკეთებისას. მთავარია, ვინმემ დაიწყოს. მერე ადვილად მიდის.

მოკლედ, გმირობად ის კი არ მეჩვენება, რომ გარკვეული წესები ფეხებზე დაიკიდო, არამედ ის, რომ თავად შექმნა ტენდენცია, ტონი. რაც გინდათ, ის დაარქვით.

რაც შეეხება ხალხის სიბრძნეს…

ხალხი ბრძენი კი არა,  უბრალოდ ბევრია, რაც ჭეშმარიტების ილუზიას ქმნის ,,ჩაიდანი ხარ- ბოლი გამოუშვი” პრინციპით. ბრძენი შეიძლება იყოს მხოლოდ  ინდივიდი და როგორც წესი, ასეთ ,,ბრძენებს” ხალხის გონთან თანხვედრა კი არა, წინააღმდეგობა ქმნის.

პოსტის დაწერის წინაპირობები:

1. მაია ასათიანის ნოუთი ვნახე, სადაც სიამაყით ამბობდა, ხალხის ნაწილი ვარო.

2. ,,თიბისის”  წინ რუკების დარიგების ვიდეო დავდე შესაბამისი კომენტარით (როგორ იქცევიან და ბლაბლა) და ვიღაც გამომიხტა, ჩემს ხალხზე როგორ საუბრობო : ]

პ.ს. პოსტი ეძღვნება ყველას, ვისაც ჩემთვის ოდესმე უთქვამს ფრაზა: რას იზამ, ამ საზოგადოებაში ცხოვრობ და რაღაცებს ანგარიში უნდა გაუწიო.. თქვენც ასე ფიქრობთ?

23 thoughts on “ხალხის აზრი

  1. kratsa

    ჯერ მინდა კიდევ ერთხელ “საღოლ” დაგიწერო.
    რაც შეეხება ხალხის აზრის დაკიდებას – რათქმაუნდა არ არსებობს ადამიანი რომელსაც არავის აზრი არ აღელვებს რობიზონ კრუზოს გარდა სანამ პიატნიცას შეხვდებოდა :–))
    საკუთარი არსების სიღრმის დასაწყისში აბსოლუტურად ყველას კიდია საზოგადოებრივი აზრი თუკი მას ეს საფრთხეს არ უქმნის. გარიყვის ან შავ წერტილად ქცევის შიში ურტყავს თვაში და რაც უფრო ცხვარია ტვინით მით უფრო ბრმად მისდევს სოციუმის მოხაზულ გზას საზოგადოებრივი თვალით ნაკარნახებ საზღვრებს შორის.
    ტვინით არაცხვარი ზოგ რამეს თმობს და დამცავ გარსს იკეთებს სხვადასხვა ხერხით სხვადასხვა გარემოებებში თუ გაუსაძლისად არ ზღუდავს სოც–აზრი ან ბრძოლობს საკუთარის შეხედულების დამკვიდრებას “ობშში” ლექსიკონში თუ ხვდება რომ გაიტანს.
    “გამტანები” უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ხნის შემდეგ თვითონ დგებიან საზოგადოებრივი ნორმების სადარაჯოზე იმიტომ რომ მათაც მიუძღვით წვლილი მათ ფორმირებაში. მხოლოდ გამონაკლისები კვდებიან ძიების პროცესში. ესენი იგულისხმე ბრძენებში ხო ? მეძინება უკვე და ვეღარ ვაზროვნებ 🙂

  2. მესამე ჭეშმარიტება ისაა, რომ ხალხის ხმა – ღმერთის ხმაა.
    მეოთხე ჭეშმარიტება კი ის, რომ ხალხი ბრბოა.
    და ეგ ოთხი ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება.

  3. ისე, რატომაა რომ რომაელები ამბობდნენ, ხმა ხალხისა (ერისა) – ხმა ღვთისაო და ქართველებმა კი გადმოვაბრუნეთ და ასე ვამბობთ: ხმა ღვთისა – ხმა ერისაო? 🙂
    ძაააან ღვთისმოშიშნი ვართ იმენა და მიტომ?

  4. მეორე ასეთი ,,ჭეშმარიტება” კი ისაა, რომ ხალხის აზრი უნდა დაიკიდო. – ეს მართლა ჭეშმარიტებაა. ასე თუ არ მოიქეცი საქართველოში ვერ იცხოვრებ

      1. არა ხალხი უნდა დაიკიდო. თჲ გინდა რომ ის აკეთო რაც გინდა. ყოველ ნაბიჯზე თჲ იფიქრე რას იტყვის მეზობელი ერთ ადგილზე მოგიწევს ყოფნა 🙂

  5. როგორც არ უნდა მოიქცე და რაც არ უნდა თქვა, მაინც იქნება ის ვისაც არ მოეწონება რაღაც. ხალხის პოზიცია იმითაა კარგი, რომ თუ აწყობს ბრძენია, თუ აწყობს ბრბოა და მასაა. მე გირჩევ დაიკიდე. შენზე უკეთ შენი საქმე არავინ იცის. ბრბოდან 30%-მა იმდენი რომ იცოდეს რაც შენ, მაშინ გადახედავდნენ თავიანთ შეხედულებებს. უბრალოდ აკეთე შენი საქმე. ხალხმა კი თავისი. (იტოგში დაიკიდე რა)

  6. “ხალხი ბრძენი კი არა, უბრალოდ ბევრია”

    :HatsOff:
    ყველაზე ლაკონური და ღირებულილ ფრაზა, რაც ბოლო დროს გამიგონია :))

  7. ასე ვფიქრობ, რა თქმა უნდა… კომპრომისის გარეშე ვერ იცხოვრებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ვერ მიიღო, თუნდაც დინების საწინააღმდეგოდ მოგიწიოს წასვლა…

  8. eva

    ხალხის სიბრძნე ქრისტეს შობიდან 33- მე წელს გაირკვა…! ანინ მართალი ხარ, ხახლი უბრალოდ ბევრია და ბრბოა..!

  9. ანგარიშს მხოლოდ მშობლებს ვუწევ,დიდხანს არ მეყოლებიან და ვცდილობ,სხვებს ანუ ხალხს(ბრბოს),საზოგადოებას რაში უნდა გავუწიო ანგარიში? თუკი გამაჩნია ზრდილობა და ვიცი ეთიკის ნორმები,არ ჩავიდენ ისეთ რამეს რომ მერე ციხის კედლები ვხეხო.სხვა ყველაფერი ჩემი პირადულია რასაც და როგორც მინდა ისე გავაკეთებ და ამას ყოველთვის ავხსნი დამაჯერებლად,შესაბამისად ვეცდები შევცვალო იმ ადამიანის ფსიქიკა რომელსაც ეშინია თავისუფლების)

  10. besarioni

    ჰეჰე, და ანინას ზრიც რო დაგეკიდებინათ და ამხელა კომენტარები არ გაგეკეთებინათ? ვერა?

  11. saliome

    პოსტის შინაარს  თითქმის მთლიანად ვეთანხმები, თუმცა ,,მაგრამ” აქაც მიჩნედება რა… კაი ვთქვათ იკიდებ ხალხის აზრს, აკეთებ იმას რაც გინდა, ცხოვრობ როგორც გინდა და გისწორდება, ხარ შენ პონტში, ზიხარ გასწორებული და უცებ, აქვითინებული დედიკო, აყვირებული მამიკო  და წნევიანი ბებო, შემდეგი შეძახილებით მოგვარდებიან : ,,ეს როგორ გაგვიკეთე” , ,,შენი თავიც დაღუპე და ჩევნც თავი მოგვეჭრა”, ,,რას იტყვის ხალხი”, ,,თავი აღარსად გამოგვეყოფა” და ,,მორჩა შევრცხვით საშვილიშვილოდ” მერე კიდე უკვე აღარ ფიქრობ შენს თავისუფლებაზე, უბრალოდ ერთი სურვილი გიჩნდება მარტო, დაგანებონ თავი და თანხმდები, რომ მორჩილი საყვარელი შვილიკოს,  კანონმორჩილი მოქალაქისა და ხალხის აზრით დაინტერესებულად მოაჩევნო ყველას თავი ჩემი აზრით საქართველოშიკიდევ ძალიან დიდ ხანს, ბოლომდე ქცევის თავისუფლების მოპოვებას და ისე ცხოვრებას როგორც მართლა ენდეომება ვინმეს, მხოლოდ ასათიანზე მოახერხებენ 😀 😀 😀 😀 😀 😀

  12. ანგარიში პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა გაუწიო, გაითვალისწინო რა არის შენთვის კარგი და რა არა. ამას რომ გაათვითცნობიერებ და საკუთარი თავის დაფასებას ისწავლი ხალხიც დაგაფასებს და არც იმის თქმა მოგიწევს რომ ხალხი ბრძენია ან/და მათი აზრი ფეხებზე გკიდია… ბევრი ყოფილა ხალხის აზრს აყოლილი და ცხოვრება დაუნგრევია საზოგადოების შტამპის გამო, ბევრ “ფეხებზემკიდიასაც” დამართნია ანალოგიური, ვფიქრობ ზომიერებაა ყველაფერში საჭირო.

  13. მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენც ხალხის ნაწილი ვართ(არა ბრბოსი). მაშინ რა გამოდის? განვიხილავთ ჩვენს მიერ დამკვიდრებულ აზრს? თუ ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებულს? რაც არ უნდა იყოს, ხალხი ვერ მივა ერთ კონკრეტულ დასკვნამდე და ყველაფერი ჰარმონიაში ვერ ჩადგება, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ყოველთვის იარსებებს ადამიანი ვინც შეეწინააღმდეგება ამა თუ იმ შეხედულებას და ყოველთვის იქნებიან ადამიანები რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. ბოლოს ჩემზე ვიტყვი, მართლაც მკიდია ხალხის აზრი, იმ ხალხის აზრი – ვინც არ მიცნობს და არ იცის ვინ ვარ. არავის აქვს ვინმეს განსჯის უფლება და ყველამ თავის თავს მიხედოს. მე როცა რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის ვფიქრობ შედეგზე. არა იმაზე თუ რას იფიქრებს ხალხი, არამედ იმაზე თუ რა მოყვება ჩემს საქციელს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s