ჭამა, სექსი და აგრესია

ეშტონ კატჩერიანი ფილმი ვნახე ნატალი პორტმანის ხათრით. No strings attached. ახალგაზრდებზეა, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ  ჰქონდეთ  მხოლოდ სექსი და მეტი არაფერი_ ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე. მერე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთს უყვარდება მეორე (ეშტონს_ ნატალი), გაუგებრობების გადალახვის შემდეგ  მეორესაც უყვარდება პირველი და .. საბოლოოდ: რაკარგია ცხოვრება და სექსი სიყვარულით :დ

ძალიან მოწყენილი რომ არ ვყოფილიყავი, ამ ფილმს არ ვნახავდი. ბანალური და პროგნოზირებადია.  საინტერესოა, რატომ პირიქით არ ვითარდება ხოლმე სიუჟეტი?

აი, მაგალითად, გოგოს და ბიჭს (გოგოს და გოგოს/ბიჭს და ბიჭს) სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი,  უამრავი ნივთი აქვთ,  მათ სიყვარულს რომ უკავშირდება, ერთად სეირნობენ, უყურებენ მზის ჩასვლა-ამოსვლას და საუბრობენ მარადიულ რამეებზე.  მერე რაღაც ეტაპზე ურთიერთობა უფუჭდებათ და ბოლოს საერთოდაც გადაუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ სექსი მაინც აქვთ და ისევ ისე მოსწონთ, როგორც ადრე. განა ეს ჰეფი ენდი არაა? რით არ სჯობია კატჩერისა და პორტმანის ცინგლიან დასასრულს…

by რატი რამიშვილი
by რატი რამიშვილი

საქმე ისაა, რომ  სექსი სიყვარულის გარეშე მელოდრამის მაყურებლისთვის რთული აღსაქმელია. ხალხი ვერ მიიღებს გმირს, რომელსაც სისტემატურად აქვს სექსი პარტნიორთან ისე, რომ არაფერს გრძნობს. ამის ატანა მხოლოდ პორნოს ერთგულ მომხმარებელს შეუძლია. მელოდრამებს კი ძირითადად ქალები უყურებენ, ხან შეყვარებულებით და ხანაც_ მათ გარეშე.

რაც შეეხება ქართველ მაყურებელს, ის უსიყვარულო სექსის ან გულახდილი სცენების მიმართ კი არა, სიტყვა ,,სექსის” მიმართაც ვერაა გულგრილი. არა, ზედმეტად რბილად გამომივიდა. ვიღაცებს ისიც კი ჰყოფნით გასაღიზიანებლად, რომ ამ სიტყვას დაწერილს ხედავენ. არ ვიცი, როგორ მუშაობს მათი გონება, ან კონკრეტულად რა მექანიზმით გადადის აღგზნება აგრესიაში, მაგრამ ცხადია, ყველაფერი რიგზე რომ იყოს, უწყინარი სიტყვა ადამიანში გინების სურვილს არ უნდა აღძრავდეს.

ვინც ჯერ ვერ მიხვდა, რაზე ვსაუბრობ, გეტყვით, რომ  სულ მალე გიორგი ლიფონავას  ,,ჭამისა და სექსის” : ] პრემიერა შედგება. ვფიქრობ, ეს ფილმი ქართულ კინემატოგრაფიაში საინტერესო პრეცედენტს შექმნის. განსხვავებით სხვა ქართული ფილმებისაგან, აქ სექსის არსებობა თვითმიზანი კი არა,  საშუალება იქნება  სათქმელის გადმოსაცემად. ჭამის და სექსის გამოყენებით ეკრანზე თანამედროვე ქართული საზოგადოების სატირული მოდელი შეიქმნება. ასე რომ, გონიერი მაყურებელი (ის, ვინც სათაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ღიმილით უყურებდა)  თუ მაინც გაღიზიანდება რამეზე, ალბათ მხოლოდ იმაზე, რომ ყველაფერს, რასაც ეკრანზე ნახავს,  რეალური სამამულო აბსურდი უდევს საფუძვლად.

ფილმი 1 აპრილს გამოდის. სულ რამდენიმე დღეში..

17 thoughts on “ჭამა, სექსი და აგრესია

  1. იკა

    რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა ”ჭამა და სექსის” სათაურთან დაკავშირებული აჟიოტაჟი (თუ იყო ასეთი), მაგრამ იცი რა არის ცოტათი გამაღიზიანებელი? აგრესიული რეკლამა, რომელსაც ამ ფილმის მესვეურები თუ მათთან დაახლოებული პირები ახორციელებენ. აგრესიულ რეკლამაში ძალიან თავსმომხვეულ, ჭარბ რეკლამას ვგულისხმობ, რასაც სოციალურ ქსელებში აქვს ადგილი, და რაც ფილმისადმი ინტერესს კი არ იწვევს, უფრო კლავს, რადგან აღიზიანებს ხალხს ეს წინასწარი ყოვლად არათვითკრიტიკული დამოკიდებულება საკუთარ პროდუქტთან. ცოტა მეტი სითავმდაბლე და აკადემიურობა, თუ რაღაც მსგავსია საჭირო. არ ვიცი, სიტყვებით, როგორ გამოვთქვა, რაც ამ ფილმის რეკლამაში დამაკლდა, მაგრამ თუ მიმიხვდით, რაც ვთქვი, გასაგები იქნება, რა არის ”ჭამა და სექსის” ირგვლივ გამაღიზიანებელი. სხვა მხრივ, წარმატებებს ვუსურვებ 🙂

      1. იკა

        თუ რაღაც მსგავსი, მანქი, თუ რაღაც მსგავსი. 🙂
        ზუსტად ამას ვგულსიხმობდი სითავმდაბლის, აკადემიურობის, თუ რაღაც მსგავსის დეფიციტში: აი, თქვენივე აგრესიულობას – ბეც, არაარგუმენტირებულ ”ლოლ”-ს.

  2. tiko

    მე მომწონს მასეთი დასასრული 😀 რატომაც არა)) საერთოდ ჰეფი ენდები არ მიყვარს ფილმებში და მასეთ ჰეფი ენდს კიდევ აიტანდა ადამიანი))))

    ქართულ ფილმს რაც შეეხება, საოცრად ახალ რამეს ვერ ველოდები, თუნდაც იმიტომ რომ რატომღაც მგონი სცენარი კარგიც რომ იყოს შესრულება ისევ ბანძი იქნება და მთლიანად ფილმზე დავკარგავ წარმოდგენას. ნუ ეს წინასწარი ვარაუდია და არ გამოვრიცხავ ვცდებოდე :))))

  3. პაჟივიომ – უვიძიმ. არ მიყვარს უნახავ კინოზე კომენტარის გაკეთება. ერთი მარტო იმას დავწერო, რომ აი პირიქით რომ ხდებოდეს, რას დაისვენებდა შეყვარებულ-გაცილებული ახალგაზრდობა! 😀

  4. გამოხმაურება: ჭამა და სექსი, ანუ ბინძური რეალობა « ყვავის ბუდე

  5. natia

    jer pardoni chemi araqartuli shtiftis gamo,
    banaluri araperi varga, mosackenia. axali pilmebis umravlesoba banaluria. dasasruli tavistavadi da ukve ‘treileris’ kurebis shemdeg -prognozirebadi.
    rutinac mosackenia. seqsi usikvarulod da movaleobebis gareshe – rutinulia. sikvaruli – ar gadzlevs imis sashualebas ‘gaushva sheni tavi rutinashi’. sikvaruls,rogorc gancdas da urtiertobas mokveba mteli dasta dadebiti tu uarkopiti emociebisa tu qmedebebisa, rac ar gaddzlevs mockenis sashualebas.
    kvelaze didi legvoba qartuli sazogadoebisa aris es ‘xamuri’, intensiuri aqcenti sexze. iqneba es romantikuli (vai) komedia tu deteqtiuri ( vai) mdzafrsiujetiani pilmi, masshi aucileblad unda ikvnesos qalma da gaielvos mainc shishvelma sxeulma.. ‘aha, shen mtxle da itamashes dones’ jer ver gavcdit da rogorc chans kidev didxans ver gavcdebit. rogorc bavshvebs mosconst chxaruna, peradi satamashoebi, ise qartvelebs moscont ‘asoani – temebi’ sakepat.

  6. saliome

    ეეე … მაგ ფილმის ყურებას ვაპირებდი და მუღამე დამეკარგა რა .. :(( ოღონდ ეშტონას ხათრით :))

  7. rezo

    progresi namdvilad aris . . . . adre iko t . . . a da shimshili da axla rac aris isedac xedavt. ase tu gavagrzelet kargi araeri ar dagvemarteba es vici. erti ki aris dges imdens laparakoben seqsze rom praqtikuli ragaceebistvisdro agar rchebat. da bolos erti frazaamekviata am bolo dros da rao ar vici ,,vai chvens patrons . . . .

  8. eeeh sexi ra zeciuri movlena ggoniat imdenad zecouri rom visac sex ar hqonia is bandz adamianad migachniat. arada sexi mxolod sibindzurea da meti araferi da amitomac qartveli xalxi rogorc met-naklebad “mowesrigebuli” xalxi tavs aridebs sexsze saubars da aqedan gamomdinare tavsac ikavebs xolme.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s