როგორ კვდებიან ბლოგები

ახალი ბლოგი მაქვს. არც ამ ბლოგის დამატებაა, არც ამ ბლოგის მეზობელი, არც ამ ბლოგის კონკურენტი. უბრალოდ, ახალი ბლოგია სოციალურ საკითხებზე და ერთი საინტერესო პროექტის ფარგლებში არსებობს(დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და სიტყვიერებაში).  თითქმის ყოველდღე უნდა ვწერო და ჯერჯერობით ვასრულებ კიდეც ამ მოთხოვნას. ყოველ საღამოს ვფიქრობ კონკრეტულ თემაზე და ახალ პოსტში ხან ვრცლად განვიხილავ, ხანაც ზედაპირულად. რაც მთავარია, ვცდილობ, დღე არ ჩავაგდო.

არადა, როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ წერისთვის არც დრო მქონდა და არც ხალისი. თურმე მქონია.. და სულ ტყუილად ვწუწუნებდი მკითხველებთან, რა ვქნა, საქმეები თავზე მაყრია-მეთქი. არა, საქმეები მართლაც თავზე მაყრია, მაგრამ ხელები ხომ თავისუფალი მაქვს (:დდ).  ასე რომ,  უბრალოდ უნამუსო ვარ. გული მეწურება, როცა წარმოვიდგენ, რამდენი ვიზიტორი მეყოლებოდა, აქაც რომ ყოველდღე ვწერდე.

პრინციპში, შემიძლია, ამ საკითხს ცოტა ნაკლებად კრიტიკულადაც შევხედო, რადგან მხოლოდ ჩემში არაა საქმე. თითქმის ყველა ბლოგერს აქვს ადრე თუ გვიან ,,გადაწვის პერიოდი”, რომელსაც ან აღწევს თავს, ან_ ვერა. რაც უფრო წარმატებული იყავი ,,გადაწვამდე” და რაც უფრო დიდ ხანს ხარ ,,გადამწვარი”, მით უფრო მცირდება შანსი, ოდესმე ჩვეულ ფორმაში ჩადგე. საბოლოოდ, ბლოგი კვდება, მკითხველები კი ბუზღუნებენ:  ეს ის ბლოგი აღარააო და ახალ საკითხავს პოულობენ.

,,გადაწვის” მიზეზები ძალიან ბევრია,  დაწყებული იქიდან, რომ შენი ოჯახის წევრები შენს ბლოგს  კითხულობენ  და  დამთავრებული იმით, რომ საზოგადოებრივ ზეწოლას ვერ უძლებ.

ეს მეორე ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ზეწოლა  ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც თან სდევს მრავალრიცხოვან მკითხველთან ურთიერთობას. თავდაპირველად  შენ მუშაობ პუბლიკაზე (ქმნი ბრენდს, აპიარებ შენს პროდუქტს და იქმნი იმიჯს), შემდეგ კი პარალელურ რეჟიმში პუბლიკაც იწყებს შენზე მუშაობას (განსაზღვრავს შენს განწყობას, მიგითითებს, რა მოსწონს და რა_ არა, გგრუზავს ან გახალისებს..  მოკლედ, გაპროგრამებს ისე, რომ ეს აზრად არც მას მოსდის და არც _ შენ).  მკითხველები გიკვეთავენ, წერო უფრო მეტი, წერო ისევ ისე, შეიცალო, ან არ შეიცვალო.. აღნიშნავენ, რა თემის ანალიზი გამოგდის უკეთესად და რა თემას უნდა აუარო გვერდი. მოკლედ, ისინი შენგან შექმნილი მოლოდინის გამართლებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ ხდება, ინტერესს კარგავენ.

საბოლოოდ, ეს სერიოზულად გიზღუდავს თავისუფლებას და შენი ბლოგიც შეკვეთილ ბლოგს ემსგავსება. დამკვეთი_ ხალხია და ის არაფერს გიხდის კეთილგანწყობის გარდა, რომელიც იდეალური ვალუტა სულაც არაა. ამის გამო  პრიორიტეტული ისეთი შეკვეთილი ბლოგის წარმოება ხდება, რომელშიც ანაზღაურებასაც მიიღებ. აი, ასე კვდებიან ენთუზიაზმზე მომუშავე ბლოგები.

არ მინდა, რომ ანინალენდსაც იგივე ბედი ეწიოს, ამიტომ თვითთერაპიას ვაწვები. ზუსტად ვიცი, რაც მჭირდება: ისე წერა უნდა ვისწავლო, რომ არც თავი დავკარგო და არც მკითხველი. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს:

1. იდეების ნაკლებობას არ განვიცდი

2. პრობლემის მოსაგვარებლად თავდაპირველად  პრობლემის აღიარებაა საჭირო. ამ მიმართულებით კი პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია..

p.s. მე მაინც ისევ ის გოგო ვარ, ,, სექსებზე” რომ წერდა : ]

14 thoughts on “როგორ კვდებიან ბლოგები

  1. ერთუზიაზმი ყველანაირ ანაზღაურებაზე უკეთესად ასრულებინებს ადამიანს სამუშაოს, იმჰო. სწორედ ამიტომ ვარ ხელფასისი მომატებაზე მეტად კეთილგაწყობილ და მოსიყვარულე გარემოში მუშაობის მომხრე.

  2. პოსტის სათაური რომ წავიკითხე, გახარებული შემოვვარდი–მეგონა მარილიანი ბლოგის დაკრძალვაზე მოვდიოდი. იმედი გამიცრუვდა… არა და როგორ მინდოდა მომკვდარიყო!
    ეს ხუმრობით, ისე მართლა რომ დაგეანონსებინა– ვთქვათ ბლოგის წაშლა, ალბათ ძალიან გავბრაზდებოდი და ვიტყოდი ანინაც გაჩვეულებრივდა თქო. იცი რაა.. არასდროს არ მიჭირდა ადამიანისთვის პირში სიმართლის თქმა ხო და გეტყვი: კარგი არა–ძალიან მაგარი ბლოგერი ხარ და იმედი მაქვს, რომ ბლოგს, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა (ოღონდ არ თქვა არაო) არ მიაფურთხებ და ღირსებას ბოლომდე (ასაკის მიუხედავად) შეუნარჩუნებ.
    P.S. მე ♥ შენი ბლოგი.

  3. გამოხმაურება: Nothing at all

  4. ანინას ყველა ნაწერს ჩემთვის ერთი საერთო დამახასიათებელი აქვს – ის აზროვნებს 🙂

    (ნუ ესეც პროგრამინგია ხო ხედავ :)) მეც ვიფიქრე ამ ყველაფერზე და აი რა მოვიფიქრე:

    1. იყო კაფკა, როგორც შენ თქვი. წერო და სულ არ დადო ონლაინ 🙂 ანუ კაფკობასაც აქვს მგონი თავისი ხიბლი გრძელვადიან ჭრილში 🙂

    2. განგებ დაამსხვრო მოლოდინები (დაკარგავ მკითხველს, მაგრამ როგორც ჩემი ძმაკაცი ამბობს _ დღეში ერთხელ წითელზე გავდივარ თავი კაი ტიპად რო ვიგრძნოო 🙂 )

    რადიკალური 2 პუნქტი. ოქროს შუალედებს და ოპტიმალურ წერტილებს რატომღაც არ ვცნობ – მხოლოდ ექსტრემუმები 🙂

  5. ალექსი

    საქართველოში…. ინტერნეტი იგივეა, რაც კომბოჯაში კოსმოსური ხომალდი, და ანინას კიდე თუ კოსმონავტობა უნდა თავის ბლოგებს ვერ მიიტანს გასაუბრებაზე ნასაში… ანინა, გინდა კოსმონავტობა? გახდი კოსმოსური კვლევის სპეციალისტი, ივარჯიშე და ბლოგერობას შეეშვი. .
    გაიგე იმათი ისტორიები, ვინც ნასაში მუშაობს !!!!!!! ერთი ორი ქართველიც მუშაობს ნასაში!!!!!!… ალექსი

  6. ოჰ ეს ბლოგები…ოჰ ეს კავკასიური რელობა და ამ რეალობიდან გასვლის მცდელობა…..ოჰ ეს ქართული ლიტერატურული რასიზმი! როცა მთავარია ვინ წერს და არა—რას წერს…იყუჩე ნაღველო….არა უშავს, საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება, მერე რა რომ 21-ე საუკუნე ისევ მხოლოდ კალენდარზე დადგა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s