წარმოსახვითი ბაჭიები

ჩემს ლიზის წარმოსახვითი ბაჭიები ჰყავს. თვითონ ლიზი 2 წლისაა. ბაჭიები კი.. მმ. ბაჭიები რამხელები არიან, ლიზი? სკოლაში მიდიან. ესე იგი, 5-ის არიან ან 6-ის.

_ გინდა, ერთი გაჩუქო? მეკითხება და მიღიმის.

_ მინდა_ ვპასუხობ მე.

აჰა, მიწვდის ბაჭიას და მე, ბაჭიამ ხელი რომ არ შემიშალოს, გვერდით  სკამზე ვსვამ.

ჩემი და მოდის: _ მოიცა, იმ პოსტის გაგრძელება დაწერე?

კომპიუტერისკენ იხრება, მერე გვერდით სკამზე ჯდება და…

ლიზი კივის. ჩემი ბაჭია გაჭყლიტააა!!!

_ ჩემი ბაჭია არ იყო? _ ვბრაზდები მე.

ლიზი ტირილს აგრძელებს.

მე ვეუბნები_ მოდი, წამალი დავალევინოთ. შეხედე, სუნთქავს. უბრალოდ ავადაა.

ლიზი წამლების უჯრაში ძვრება.

_ არა, ჩვენ ბაჭიას ეგეთი წამალი ვერ უშველის.

აი, ეს წამალი_ ვუწვდი ცარიელ ხელს.

ლიზი ბრაზდება: არაა აქ წამალიიიი

_ მაშინ ბაჭიაც არაა, თუ ეგრეა_ ახლა უკვე მეც ვბრაზდები.

_ ბაჭია არიიიის.._ ტირის ლიზი.

მე ბაჭიას ფრთხილად ვიყვან ხელში და ვაყლაპებ აბს, რომელიც არ არსებობს.

ლიზი სკეპტიკურადაა განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ეგ სიტყვა..

ცოტა ხანი გაბუსხული დგას. მერე მიახლოვდება.

_ მგონი, ავად აღარ არის, _ მეუბნება და იცინის.

მაგრამ შენ აღარ გაჩუქებ _ შეუვალია.

შენი იყოს, ლიზ_ ვეუბნები და ცოტათი გული მწყდება. კაი ბაჭიაა არადა.

_ ზემოთ დავსვამ, რო დედიკო არ დააჯდეს. ამწიე!

ლიზის მაღლა ვწევ და ბაჭიას კარადის თავზე სვამს. კიდევ კარგი, რომ ჭკვიანი ბაჭიაა. არ გადმოხტება.

13 thoughts on “წარმოსახვითი ბაჭიები

  1. ანუ, ანინა არის გოგონა, რომლის მოთხრობაც ამასწინათ წავიკითხე წიგნში “თხუთმეტი საუკეთესო …”- კოქტო მინკუსი? კარგი იყო, რაც მთავარია არასტერეოტიპული :))

  2. უიჰ…ეხლა გამახსენდა…ბავშვობაში ჩემი და ჩემი დის უსაყვარლესი ფილმი იყო “მავნე ფრედი” (вредний Фред 🙂 )

    ვიდოეს კასეტა გვქონდა…თუ იპოვო ნეტში სადმე აყურებინე..სახალისო ფილმი იყო 🙂

    ჩემს დეიდაშვილს კიდე ყავდა “იოდები” :)) ესაუბრებოდა ხოლმე… ეხლა დიდი გოგოა და იურისტი 🙂

  3. lilusia

    მაგას ფსიქოლოგები წარმოსახვით მეგობარს ეძახიაან და საკმოდ მძიმე რამედ ითვლება
    თუ ძალიან გაუგრძელდა ლიზას გამოგონილ ბაჭიასთან წარმოსახვითი მეგობრობა ჯობია ფსიქოლოგს მიმართოთ დროულად;)

  4. zaba

    აქ ლიზას წარმოსახვით მეგობარზე მთავარი ისაა, რომ ფროლაინ ანინა აბსურდში გადმოდის ნელ-ნელა : ) რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რადგან სწორედ ასეთი იქნება მომავლის ლიტერატურა (ამ პოსტისნაირი არა, ზოგადად – აბსურდული : ) )
    ასე, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფროლაინ, გავკარით რეალურ აბებსა და რეალურ ბაჭიებს! წარმოსახვა ყოველთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებიმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ბევრად უფრო საინტერესოა (ათმაგად, ასმაგად, მილიონმაგად და ა.შ.), ვიდრე რეალური ცხოვრება 😉

    1. lex tempus

      აბსურდული ლიტერატურა??? ჰმმ!!! ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდება, თუ მომავლის ლიტერატურა მხოლოდ ასეთი იქნება;
      პრინციპში, ჩემთვის ასე თუ ისე გასაგებად დაწერილი უკვე იმდენია, შეიძლება მათაც ვერ გავწვდე, მთელი სიცოცხლე მაქსიმალური ინტენსივობითაც რომ ვიკითხო 🙂 , ასე რომ, ვნახოთ…

  5. რა საყვარელია ლიზი. 🙂
    ზოგს ბაჭია ჰყავს და ზოგს კიდევ რა აღარ. 🙂
    მე ეგრე წარმოსახვითი მეგობრები მყავს, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ და ვესაუბრები მათ.
    რამდენი წელია თან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s