ხმაური მსოფლიო ჩემპიონატზე_ ვუვუზელა

სადაც მსოფლიო ჩემპიონატს ახსენებენ, იქვე არ შეიძლება არ დააყოლონ: ამ ზუზუნმა ხო ტვინი მოტ–ნაო..მგონი, ყველამ იცის უკვე, რომ ამ ხმას ვუვუზელა გამოსცემს, პლასტმასის საყვირი, რომლითაც  ტელემაყურებლებს ის ფანები დასცინიან, რომლებმაც სტადიონზე მოხვედრა მოახერხეს. ჩვენ კი ტელევიზორთან მსხდომნი  ცუდად ვართ, იმდენად ცუდად, რომ ვუვუზელაზე მეტად ვტ–ვთ ტვინს და აღარაფერი გვინდა, არც ლუდი და არც ტკაცუნა სოსისები. მე მარილიან მიწისთხილსაც კი უგემურად ვჭამ. ხო, ინტერნეტშიც სულ ამაზე ვწერთ და წერენ:  The horns have generated a huge amount of attention, even becoming the most tweeted term related to the 2010 World Cup.

ექსპერიმენტალ ეთნო-ნოიზ ფესტივალი_  ასე უწოდა ზომბმა მსოფლიო ჩემპიონატს და დააყოლა კიდეც:  ,,ნოიზ მუსიკას ძალიან ცოტა ხალხი უსმენს სხვა მუსიკასთან შედარებით მსოფლიოში  და აქ მთელს მსოფლიოს ასმენინებენ, worldcup-თან ერთადო”. მაშინვე გაჩნდა იდეები, რომ ალბომად გამოეცათ ვუვუზელების ხმა და  ჩვენ მაშინ ჩავრთავდით ამ მუსიკას, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოგვენატრებოდა. პ.ს.  4 წლის განმავლობაში ეს ტვინის მჭამელი ხმაც კი შეიძლება მოგენატროს, თუ ფეხბურთი გიყვარს.

ახლა დავფიქრდი და სწორედ ეს ზმუილი (ზუზუნი)ა  ჩემპიონატის საუნდტრეკი და არა მხიარული ზანგის მიერ ნამღერი: ,,გივ მი ფრიიდომ..”.

რაც შეეხება თვითონ  ინსტრუმენტს:

მაინც რამდენად ხმამაღალია ვუვუზელა?

120 დეციბელი ყურებს ატკიებს, 150 დეციბელზე კი ყურის ბარაბნები სკდება. ვუვუზელას ხმა 127 დეციბელს აღწევს , შესაბამისად,  ის უფრო ხმამაღალია, ვიდრე როკ-კონცერტი ან თვითმფრინავის აფრენა და სულ ოდნავ ხმადაბალია, ვიდრე გასროლა ცეცხლასასროლი იარაღიდან.

სხვა ფაქტები:

1) amazon.com-ზე ვუვუზელას გაყიდვები ამ ბოლო დროს 1000 პროცენტით გაიზარდა

2) ევროპაში გაყიდულია 1.5 მილიონი

3) მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ყოველი 100 პოსტიდან ერთი შეიცავს სიტყვა  ,,ვუვუზელას”

სულ გაყიდულია 800 000 ვუვუზელა სამხრეთ აფრიკაში, ამათგან 30 000 _ ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

დამოკიდებულება ვუვუზელას მიმართ ჩემპიონატის დაწყებამდე და დაწყების  შემდეგ.

წითელი_ უარყოფითი დამოკიდებულება, მწვანე_ დადებითი, ნაცრისფერი_ ნეიტრალური.

ესეც ძალიან მაგარი ვიდეო  ამ თემაზე.

ჰიტლერი ,,მსოფლიო”  ხმაურის შესახებ:

აბა ვის აწუხებს ეს ხმა? : ))

13 thoughts on “ხმაური მსოფლიო ჩემპიონატზე_ ვუვუზელა

  1. ვზივარ ჩემთვის ოთახში წყნარად და ფინანსებს ვმეცადინეობ. უეცრად გარედან ფუტკრების ზუზუნი მესმის და შიში მიპყრობს. შეშფოთებული გამოვდივარ და აღმოვაჩენ, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთია…

  2. მე უკვე აგრესიის გამოხატვის კი არა წუწუნის თავიც არ მაქვს ამ ვუვუზელას გამო. მაინც არაფერს ცვლიან და ისღა დამრჩა, ჩვენს კომენტატორებზე და უაზრო რეპლიკებზე ვიწუწუნო.

  3. მე იმას ვფიქრობ, ფეხბურთელები როგორ თამაშობენ მისი აკომპანიმენტის ქვეშ..

    ისე, ჩვენი “ბზიკები” ამ ჩემპიონატს არ უნდა ამშვენებდნენ? 🙂

  4. რა გვეძგერა დედამიწელებს?
    ზამთრის ოლიმპიადა ხომ მიგვიბანძდა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატსაც დაეხვია ბუზები. ვყროლდებით, მეგობრებო???

  5. საინტერესოა 🙂 ე.ი. ვინც მაგ ჩემპიონატს ესწრება ყველა დაყრუვდება… პირველად გამიხარდა, რომ იქ არ ვარ 🙂

    ვუვუზელამ ყურების ბარაბნები კი არა იერიქონის კედლები დაანგრია. ცნობილმა შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა, ისტორიკოსმა და ბიბლიოლოგმა, ჯეიმს ფრეზერმა დაამტკიცა ეს ამბავი.

    ისე, კი დამთავრდა ვუვუზელას ამბავი.
    გაშიფრეს და მოკლეს. http://wp.me/pBTza-VN
    🙂

  6. სამაგიეროდ, ვინც უკრავს, იმისთვისაა სასარგებლო.

    ახენის უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელი დოქტორი იურგენ ფლუგე ამტკიცებს: “ვუვუზელა საუკეთესო საშუალებაა ფილტვების ვარჯიშისთვის. ის ხელს უწყობს ჯანმრთელ სუნთქვას და გეხმარებათ თავი დააღწიოთ სასუნთქი აპარატის პრობლემებს. ერთი საათის განმავლობაში ვუვუზელაზე დაკვრა ორგანიზმიდან გამოდევნის 0,09 გრამ ნიკოტინს, 0,2 გრამ ამიაკსა და 0,5 გრამ კუპრს. ამის გარდა, ვუვუზელაზე დაკვრა წონაში დაკლების მშვენიერი საშუალებაცაა.”

Leave a reply to NoNaMe კომენტარის გაუქმება