მე და ჩემი 1028

ფეისბუქზე 1028 მეგობარი მყავს. უცნობები ჩემი სურვილით არასდროს დამიმატებია და ვინც   მისივე სურვილით დავიმატე, ისინიც ან ჩემი ბლოგის მკითხველები იყვნენ ან კიდევ ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დღეს დავხედე მეგობრების რაოდენობას და გამიკვირდა. ჩვენ ყველანი 1029-ნი ვართ.

რა შეგვიძლია მე და ჩემს 1028 მეგობარს?

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევქმნით საცობს ნებისმიერ ქუჩაზე. ნებისმიერ 2 ქუჩაზე, ნებისმიერ 3 ქუჩაზე.

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევცვლით ზოგიერთ კანონპროექტს.

მე და ჩემი 1028 მეგობარი გადავკეტავთ რუსთაველს კარვებით 3 თვის განმავლობაში (მამენტ, ამას  რად უნდა 1028 მეგობარი).

მე და ჩემი 1028 მეგობარი  ,,დინამოს”  თამაშზე შევქმნით განწყობას. სტადიონზე + 5 კაცი იქნება, რომლებიც ოდესმე მაინც გახდებიან ჩემი მეგობრები ფეისბუქზე.

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევქმნით 2 პოლიტიკურ პარტიას მაინც.

მე და ჩემი 1028 მეგობარი გია მაისაშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერებს ვცემთ (ნუ, ამას არ ვაპირებთ, უბრალოდ, შეგვიძლია).

მე და ჩემი 1028 მეგობარი ვიპოვით სულიკოს საფლავს.

მე და ჩემი 1028 მეგობარი მოვაწყობთ ვუდსტოკს (თეორიულად ესეც შეგვიძლია)

მე და ჩემი 1028 მეგობარი შტურმით ავიღებთ ჰუმანიტარული ფაკულტეტის (და არა მარტო ჰუმანიტარულის) დეკანატს და ჩავშლით მაღლივში ნებისმიერ გამოცდას.

მე და ჩემი 1028 მეგობარი ვიმგზავრებთ 71 ნომერი ავტობუსით და დავეტევით.

მე და ჩემი 1028 მეგობარი დავაარსებთ ერთ მონაკოს ტიპის სახელმწ იფოს და ვატიკანისთვის ხალხი დაგვრჩება.

მე და ჩემი 1028  მეგობარი ავტეხავთ ხორხოცს სახალხო გასვენებაზე (ამასაც არ ვიზამთ, უბრალოდ შეგვიძლია)

მე და ჩემი 1028 მეგობარი რომელიმე  ქართველ მწერალს გავახარებთ (ანუ ვიყიდით მისი რომელიმე წიგნის მთელ ტირაჟს, ან 2 წიგნის მთელ ტირაჟს..)..

მე და ჩემი 1028 მეგობარი ჩამოვიღებთ სტალინის ძეგლს გვიან ღამით, ხოლო ქართლის დედას ულვაშებს მივახატავთ.

მე და ჩემი 1028 მეგობარი დავწერთ იმდენ წერილს, რომ წაკითხვისთვის 2 კვირა დაგვჭირდება.

მე და ჩემი 1028 მეგობარი გადავწყვეტთ, რომ გიორგი სააკაძე მოღალატეა ან პირიქით.

მე და ჩემი 1028 მეგობარი ვიყიდით ლოტოს ბილეთებს და წავაგებთ. 2000-ნი რომ ვიყოთ, 1 მაინც მოიგებდა.

მე და ჩემი 1028 მეგობარი  ვცემთ ყველა მძღოლს, ვინც დღეს სადმე ვინმეს ტალახი შეაწუწა.

მე და ჩემი 1028 მეგობარი დავაარსებთ საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც გამოიკვლევს არის თუ არა ჯონდი ბაღათურია უცხოპლანეტელი.

მე და ჩემი 1028 მეგობარი ქვაფენილის ფილებს შავად და თეთრად შევღებავთ და ვითამაშებთ ჭადრაკს ქუჩაში.

მე და ჩემი 1028 მეგობარი  მოვაშენებთ კუებს კუს ტბაში.

მე და ჩემი 1028 მეგობარი დავდგამთ ქალწულობის აპკის ძეგლს.

მე და ჩემი 1028 მეგობარი  ყოველთვის დავრჩებით უმნიშვნელო წერტილებად მარკ ცუკერბერგისთვის, მაგრამ მნიშვნელოვან წერტილებად საქართველოსთვის.

Fრომ ანინა ვიზ ლავ.

p.s. ჩემი ბლოგის ფან-ფეიჯი ფეისბუქზე

34 thoughts on “მე და ჩემი 1028

  1. Anini

    “მე და ჩემი 1028 მეგობარი დავაარსებთ საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც გამოიკვლევს არის თუ არა ჯონდი ბაღათურია უცხოპლანეტელი.”

    es yvelaze magaria :D:D

  2. qristina

    ისე ყველამ რომ 10 ლარი შეგიგროვოს შეიძლება კოსმოსშიც გაფრინდე 🙂 ისე, 10 არ გეყოფა, მაგრამ ხომ ვეცდებით… 🙂 🙂

  3. humbert

    sadme samartali tu arsebobs, sheni es posti wesit yvelaze popularuli unda gaxdes, rac dagiweria 😉 martla mshvenieri postia, maladec tavarishch :*
    მე და ჩემი 1028 მეგობარი ყოველთვის დავრჩებით უმნიშვნელო წერტილებად მარკ ცუკერბერგისთვის, მაგრამ მნიშვნელოვან წერტილებად საქართველოსთვის.
    es fraza im emociit wavikitxe, ra emociitac amerikeli usmens tavis himns :O sheni virtqveynis patrioti var 😉

  4. BISEY

    მაღლივის გამოცდებს თუ ჩაშლით მაღლიველები 1028 უღრმეს მადლობას გეტყვით და შეიძლება ზემოთ რო ტელესკოპებია იქიდანაც გაგახედოთ კოსმოსში.
    (არადა ვერ გაგახედებთ დაკეტილია)

  5. კი არიან და არიან, მაგრამ ეგეთი ყოჩაღები თუ არიან? 🙂 ისე კი კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ შენ და შენ 1028 მეგობარი თუ 2012-ს გადაურჩებით 😉 😀 მანამდე ალბათ 2012-ზე მეტი მეგობარიც გეყოლება და სავსემ პიიზდეც ბუძეტ 😀

  6. ქვემოდან მე–4 პუნქტი

    3–4 წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, სკოლიდან რომ წამოვედით მე და ჩემი ბრატები, ეგ იდეა მოგვივიდა, ოღონდ საღებავი ნაღდად არ გვქონდა, ხალხი კი როგორც ყოველთვის ბლომად ირეოდა პიონერთა სასახლის წინ. აზრზე მოდი, ხუთ კაცზე მეტი ვერ შევაგროვეთ, არადა რა დიდი სიამოვებით ვაჭიხვინებდი ცხენებს. დედოფალად დამევასა ერთი გოგო : ხოდა კინაღამ შეგვაფურთხა, პირი რომ გააღო მერე მივხვდი რაც იყო.
    ასეთი ბნელი ბავშვობა გვქონდა, ჭადრაკსაც ვერ ვთამაშობდით : : :

  7. anonime

    ძეგლის დადგმის დროს საზეიმო კონცერტზე მინეტის გაკეთების პერფორმანსიც არ დაგავიწყდეთ (ფურთხების უკვე იყო).

  8. “მე და ჩემი 1028 მეგობარი ვიპოვით სულიკოს საფლავს.”

    ჰაჰაჰაააააააააააა:)))))))))))))))))))))))
    უი მე არ აშევდივარ მაგ 2028-ში.

    ისე უცნობებს რატომ ამატებ ხოლმე???

  9. სხვანაირად შენს ფოტოებს ვერ ვნახულობდი : ) ხო, შენ ჩემი სურვილით დაგიმატე : ) თუმცა უცნობი არ ხარ : )

  10. bomjbusker

    ძირითადად სირობებია:drug: რამდენიმე კარგია 🙂

    ”მე და ჩემი 1028 მეგობარი დავდგამთ ქალწულობის აპკის ძეგლს”
    ყელში მაქვს უკვე საქალწულე აპკი 😉 :დრუგ:

  11. gio

    საქალწულე აპკები რომ არ არსებობდეს რამდენი პრობლემა მოგვარდებოდა :)) რა საჭირო იყო საერთოდ მაგის არსებობა ? …).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s