როგორ დავხატოთ ანიმე-გოგო 10 სვლაში

ანიმე-გოგოებს დიდი და მბრწყინავი თვალები აქვთ და ძალიან მომხიბლავები არიან. მათი დახატვა სულაც არაა პრობლემა, მით უმეტეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლი.

1) დახატე ვერტიკალური ხაზი . ეს ანიმე-გოგოს სახის ცენტრალური ხაზი იქნება. აი, ასე

2. ხაზი წარმოსახვით დაყავი 4 ნაწილად და 3/4-ზე გაავლე გადამკვეთი ხაზი. აქ მოთავსდება თვალები.

3.  დაამატე კიდევ ერთი ჰორიზონტალური ხაზი (ისე, რომ ვერტიკალური ხაზის ცენტრი ორივე ხაზიდან თანაბრად იყოს დაშორებული). აქ წარბები იქნება. მოხაზე სახის კონტურიც

4. სახის კონტურის მოხაზვისას გაითვალისწინე, რომ მას შემდეგ რაც ,,თვალების” ხაზს ჩამოცდები, უნდა შექმნა მომრგვალებულკუთხეებიანი სამკუთხედი. ანიმე-გოგოებს ოდნავ მოგრძო ნიკაპი აქვთ.

ახლა წარბების ხაზს მივხედოთ. წარბები თანაბრად უნდა იყოს დაშორებული როგორც ვერტიკალური ხაზისაგან (მთავარი ღერძი), ასევე სახის კონტურებისაგან. ჰორიზონტალური ხაზი ხუთად გაყავით. წარბები და თვალები მეორე და მეოთხე მეხუთედში განთავსდება.

6. თვალები

ეს თვალი სახის მარჯვენა მხარეს უნდა განთავსდეს. დაიწყე ზედა ხაზის ხატვით და მარჯვენა მხარეს ოდნავ გაასქელე. რაც შეეხება ქვედა ხაზს, მისი მარცხენა მხარე უფრო მაღლა უნდა იყოს, ვიდრე მარჯვენა.

ა) თუკი კონტურების მოხაზვა დაასრულე, ჩახატე გრძელი ოვალი თვალში და არ შეკრა. მას ზედა ხაზი უნდა ჩამოეფაროს.

ბ) ახლა შუქის ეფექტი უნდა შექმნა. თვალის მარცხენა მხარეს პატარა ოვალი მოხაზე. თუ თვალის გარსს გააფერადებ, ეს ადგილი ან გაუფერადებელი დატოვე, ანდა უფრო ღია ფერით გააფორმე.

გ)  ახლა გუგაზე გადავიდეთ. იგი ზუსტად ,,ნათელი ლაქის” ქვემოთ უნდა დახატო. საჭიროა წამწამებიც, მხოლოდ რამდენიმე შტრიხი თვალის კიდეებში.

დ) მარცხენა თვალი გადახატე სარკისებურად.

7. სხვა

ცხვირი უბრალოდ გადმობრუნებული სამკუთხედია ფუძის გარეშე, ტუჩები საჭირო არაა, მხოლოდ პირი უნდა დახატოთ.

8. კისრის ხატვისას ხაზები ოდნავ უნდა გაამრუდოთ და შემდეგ მხრებად უნდა გაშალოთ. კისრის ხატვისას მიაქციეთ ყურადღება თვალებს, მათ მიხედვით უნდა განსაზღვროთ კისრის ორივე ხაზის საწყისი წერტილი.

9.  ჩემი აზრით, ეს პუნქტი ზედმეტია, მაგრამ მაინც იყოს, თუ ვინმეს გაგიჭირდათ:

The hair can be long or short. The bangs should be drawn to the top of the eyes to the top of the head, and they should be in clumps in some places and in strands in other parts. For straight bangs make your lines neat and smooth. For built up bangs make the ends pointy and clumps at the side of the head. For long hair in front of the ears add a line that connects to the side of the head and overlapping the ears and straight down cutting off at the end of the neck line. Hair behind the ears should start at the earlobe and cut off at the neck line. Short hair should be in big clumps that end just before the neck line.

10. წაშალეთ ზედმეტი ხაზები და კონტურები.  ესეც საბოლოო შედეგი.

პ.ს. მე დავხატე და უკეთესი გამომივიდა : )

9 thoughts on “როგორ დავხატოთ ანიმე-გოგო 10 სვლაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s