კარგი და ცუდი ადამიანები_ who decides?

გახსოვს, რა მარტივი იყო ადამიანების დახარისხება ბავშვობაში? კარგი იყო ყველა, ვინც კი პომადიანი ტუჩებით არ გკოცნიდა, სამაგიეროდ გაძლევდა შოკოლადს, ცუდები იყვნენ ისინი, ვინც ხანგრძლივი და სველი გადაკოცნა იცოდა. გარდა ამისა, ცუდები იყვნენ ძიები, რომელთათვისაც თვალი არ მოგიკრავს, მაგრამ რომელთა შესახებაც მშობლები გაფრთხილებდნენ: ძიები, რომლებიც დაგიძახებდნენ და კანფეტით მიგიტყუებდნენ, ძიები, რომლებიც კარზე მოგიკაკუნებდნენ და თავს ,,დენის კაცებად” გაასაღებდნენ, ძიები, რომლებიც ქუჩაში ლოყაზე ხელს მოგითათუნებდნენ-მოკლედ, ულვაშიანი ძიები (ასეთი ადამიანები სულ ულვაშიანები მეგონენ). კარგი ადამიანის იდეალი იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ცუდი ადამიანისა_ მეზობლად მცხოვრები ვინმე ,,გივი”, ძაღლითა და ღიპით. პირველად იდეალებში ეჭვი მაშინ შემეპარა, როცა დავინახე, როგორ ეწეოდა ჩემი დამრიგებელი. ძალიან დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა უნდა მეფიქრა: ის, რომ კარგი ადამიანებიც ეწევიან სიგარეტს; თუ ის, რომ ვინც ეწევა, კარგი ადამიანი ვერ იქნება. ბოლოს როგორც იქნა, მივხვდი, რომ სიგარეტი  ჩემთვისაა ცუდი, თორემ სხვებს სულაც არ უშლის ხელს კარგადამიანობაში. მივხვდი და ამოვისუნთქე. მერე კიდევ ბევრჯერ დამემსხვრა იდეალები, სანამ არ მივედი იმ დასკვნამდე, რომ კარგი და ცუდი ადამიანები არსებობენ მხოლოდ სერიალებში და კიდევ ორი ტიპის ლიტერატურაში: პირველი ზღაპრებია (ამათ მივათვალოთ იგავ-არაკებიც).  და მეორე?

9 thoughts on “კარგი და ცუდი ადამიანები_ who decides?

  1. jaba

    Seni ar vici da chemi bavshvobidan maxsovs, rom kargebi da cudebi filmebidan da multfilmebidan chamijda tavshi. ragac “baevikebs” (mashin modashi iyo) rom vuyurebdi, iq iyvnen kargi staloneebi da cudi chinelebi an rusebi an ucxoplanetelebi : )

      1. რა საინტერესოა, მართლა :დ

        არასდროს შემიხედია ჰაგიოგრაფისთვის ასე, ამიტომ შენმა აზრმა ძალიან დამაინტრიგა და დამაინტერესა : )

  2. 🙂 ზოგადად, კარგი და ცუდი ძალიან პირობითი შეფასებაა და დაკვირვების წერტილზეა დამოკიდებული. უცნაურია, მაგრამ ამას საკმაოდ გვიან მივხვდი. მგონი, 16 თუ 17 ვიყავი, როდესაც დავაფიქსირე, რომ კ.გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენაში” არ არსებობდნენ, “მთლიანად კარგი” და “მთლიანად ცუდი” პერსონაჟები.. ამას შემდეგ კიდევ სხვა წიგნები დაემარა და ასე დავფიქრდი იმაზე, რომ მსგავსი ადამიანებიც არ არსებობენ…
    ჰაჰ, რაღაც ისე გამომივიდა: ნაწყვეტი მოგონებებიდან “როგორ გავხდი რელატივისტი”
    :)))))))

  3. პრინციპში, ასევე არ არსებობს “სწორი” და “არასწორი”.. “ნორმალური” და “არანორმალური”..
    ყველა ეს საზომი, ადამიანის მიერ პირობითად არის შემოღებული, რათა გამოხატოს ერთი ინდივიდის პოზიცია რაღაც საკითხისადმი. ამიტომ, ძალიან მეცინება როდესაც რაღაცაზე მიმტკიცებენ ეს “არანორმალურიაო”.
    ნუ, მათემატიკას და მსგავს, ზუსტ დებულებებს არ ვგულისხმობ🙂
    პ.ს. მთლად “ავფილოსოფოსდი”🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s