არის რამდენიმე თემა, რომელსაც შეუძლია მაცდუნოს ისე, რომ მოთხრობის წერა დავიწყო მაშინ, როცა მეორე დღეს გამოცდა მაქვს და არაფერი ვიცი; მაშინ, როცა სიკვდილამდე მეძინება, მაშინ, როცა ძალიან მაგარი წიგნი მიდევს საწოლთან და კიდევ ბევრი ეგეთი მაშინ.
სიზმრები, ძილი, სუიციდი, ჩაკეტილი სივრცეები (ლიფტი, მეტრო, კუნძული, სახლი..) და უცნაური მენტალური მოვლენები_ ეს ის თემებია, რომლებსაც ყოველთვის დელიკატურად ვეკიდები. არ მიყვარს, როცა ამ თემებზე ცუდად წერენ და კიდევ უფრო არ მიყვარს, როცა მე ვერ ვწერ მათზე ისე, როგორც მე მინდა.
ოდესმე წაგიკითხავთ ისეთი ნაწარმოები, რომლის ფანქრით აჭრელებაც მოგნდომებიათ ? როგორც ვხვდები, ჯერ მოთხრობა იწერება და მასში მერე ჩნდება ეს ფანქრით გასახაზი ფრაზები, მე კი უკვე მაქვს ფანქრით გასახაზი ფრაზები, ხოლო მოთხრობა _ არამც და არამც.
,,ვერ ვიძინებ მხოლოდ იმის გამო, რომ ვფიქრობ, როგორ შევწყვიტო ფიქრი”
,,ცხოვრება მოსაწყენი მონაკვეთია ძილსა და ძილს შორის”
,,უძილობას არაფერი კურნავს დილის გარდა”
,,მეძინება, ესე იგი, ეს ყავა არ ვარგა”
,,ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ყოველთვის ჩემზე ადრე იძინებენ”
,, ყველაზე კარგი წიგნი ისაა, რომელიც ძილს ებრძვის”
,, მე მაქვს 12 საათი სიფხიზლისათვის და მხოლოდ წუთები სიზმრისათვის”
,, უძილობის მთავარი ნაკლიც და ღირსებაც იმის შეგრძნებაა, რომ დანარჩენ მსოფლიოს სძინავს”
ეს არის ფრაზები მოთხრობებიდან, რომლებიც არასდროს დაწერილა.
გახაზეთ ისინი გონებაში : )
,,უძილობას არაფერი კურნავს დილის გარდა”
ჭეშმარიტად!
დაწერე მოთხრობა, თორემ ჩვენ კი გავხაზავთ ამ ფრაზებს გონებაში, შენ კი– ქარი წაგართმევს. (ესეც გახაზე)
ზოგჯერ (განსაკუთრებით ძილის წინ) ფანქრით გასახაზი ბევრი ფრაზები ჩნდება, იმდენად ბევრი, რამის დაწერაც რომ გინდოდეს ფანქარი აღარ გრჩება – ხაზების გასმაში თავდება. 🙂
მეტროს თემაზე კონკურსი “მეტრო” გამახსენდა : )
კარგი ბლოგი გაქვს ანინა! : )
,,ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ყოველთვის ჩემზე ადრე იძინებენ”
,,ვერ ვიძინებ მხოლოდ იმის გამო, რომ ვფიქრობ, როგორ შევწყვიტო ფიქრი”
და
,, ყველაზე კარგი წიგნი ისაა, რომელიც ძილს ებრძვის”
გასახაზი კი არა, ამოსატვიფრია 😀
წიგნში ფრაზები კი გამიხაზია ფანქრით, აი გონებაში ჯერ არ.. ვცდი 🙂
,, ყველაზე კარგი წიგნი ისაა, რომელიც ძილს ებრძვის” – ჭეშმარიტად!