Skip to content

3 დღე (პეპელა, სახელად კამპა)

July 13, 2011

 ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა

***


ტრაკზე  პეპელა მისი სურვილით დავიხატე. მისი ფულითაც. მის გამოც. ყველაფერი ერთად. მითხრა, რომ ძალიან მომიხდებოდა ტატუ, მითხრა, რომ სიახლეები მხოლოდ კარგია და დამარწმუნა,  რომ ეს უბრალოდ საჭირო  იყო ჩვენი ტრაკში წასული (რა სიმბოლურია) სექსუალური ურთიერთობის გადასარჩენად. მერე ფიგურა ერთად ავარჩიეთ შავყდიან კატალოგში.

ჯერ მე დავათვალიერე ყველაფერი, ბოლოს კი ჩემ მიერ შერჩეული ვარიანტები მასთან შევათანხმე. ზოგი ეგრევე დაიწუნა, ზოგიც _ განსჯის მერე. ბოლოს რაღაც უცნაური ბორჯღალი და პეპელაღა შემოგვრჩა.  პრინციპში, საყოყმანო ბევრი არაფერი იყო (საყოყმანო _რა საშინელი სიტყვაა, არა? ). პეპელა ცალსახად სჯობდა, მაგრამ იმ იდეამ, რომ მეც მორიგი პეპელადახატული გოგო უნდა გავმხდარიყავი, ძალიან დამწყვიტა გული.

_ პეპელა ძალიან ბევრ გოგოს ახატია. უზომოდ ბევრს_  ვცდილობდი, დამაჯერებელი ვყოფილიყავი.

_ ბორჯღალს კი  ალბათ მხოლოდ რაგბისტი გოგონები იხატავენ_ ამბობდა ის და იღიმოდა.

_ ხომ გესმის, რომ ამ კონკრეტულ პეპელას არაფერს ვერჩი, ლამაზია. უბრალოდ ვცდილობ, რომ კარგად ავწონ–დავწონო ყველაფერი

_ დამიჯერე, შენს სხეულზე ვინც ამ პეპელას ნახავს, ხმასაც ვერ ამოიღებს ბანალურობაზე. მეტსაც გეტყვი, უბრალოდ, ხმას ვერ ამოიღებს _ მომეფერა და შეკამათება შეუძლებელი გახდა.

გადაწყდა. დავიხატე. ტატუირების პროცესი ძალიან მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი მაინც შემექმნა. ჩხვლეტები, წვა, დიდხანს წოლა, უხერხულობა.  ის იქვე იჯდა და უყურებდა, როგორ ჩნდებოდა ჩემს სხეულზე ის, რისი დანახვაც ასე უნდოდა. სახეზე ეწერა, რომ  ძალიან ბედნიერი იყო. მე კი საშუალოდ ბედნიერი ვიყავი, თუ ასეთი რამე საერთოდ არსებობს.

მერე მე ჩვენს სახლში წავედი. ის_ საქმეებზე.

***

მგონი, ამდენჯერ ჩემი ტრაკისთვის არასდროს შემიხედავს სარკეში. კისერი მეტკინა. ტატუ ხან ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, ხანაც საშინლად მახინჯი.  ბოლოს გადავწყვიტე,  ჩამეცვა.

ბევრჯერ წამიკითხავს, თავში არსებულ ქაოსს მწერლები  ერთმანეთში გადახლართულ ძაფებს რომ ადარებენ ხოლმე. მე კი მეჩვენება, რომ არეული აზრები ყველაზე მეტად ჩანთაში ჩაგდებულ ყურსასმენებს ჰგავს. ვერაფრით გაიგებ, როგორ ეხვევა სადენები ერთმანეთში შენი ჩარევის გარეშე.

სანამ მოვიდოდა, აბაზანაში შევედი. წყალი შევისხი და თვალების გარშემო გაჩენილ მუქ რგოლებს დავაკვირდი. 3 არც ისე შესამჩნევი რგოლი იყო თითო თვალზე: უძილობა, სიგარეტი, ალკოჰოლი.

მერე კიდევ მიკვირს, რომ ჩემთან სექსი აღარ უნდა_ გავიფიქრე გულდაწყვეტილმა და ტირილი მომინდა.

გადავწყვიტე, სახლი დამელაგებინა, სანამ მოვიდოდა. დავიწყე კიდეც და შუა გზაში მივატოვე. რა აზრი აქვს, რა აზრი აქვს_ მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. მთელი ეს აბსურდი_ სახლის დალაგება, მაშინ, როცა იცი, რომ მეორე დღეს ისევ დასალაგებელი იქნება_ ყოველთვის თვითმკვლელობას მანდომებდა.

მისი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, ოდნავ გამაჟრჟოლა. ძალიან ხალისიანად შემოვიდა. მომეხვია, მომეფერა.  წვენი მოვიტანეო, მითხრა. მაცივარში შევდგი. ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურებდით. მერე მას მობეზრდა და გამორთო. ხელი მომკიდა და საწოლისკენ წამიყვანა.  თვითონ მაისური გაიძრო და საწოლზე ჩამოჯდა. მე ფეხზე ვიდექი  მხოლოდ ტრუსის ამარა.

_ ბოლომდე გაიხადე– მითხრა უემოციოდ.

გავიხადე.

_ მუცელზე დაწექი

დავწექი.

უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მისი მზერა ძალიან ცხადად ვიგრძენი.

გადმოტრიალება დავაპირე, მაგრამ ხელი ზურგზე დამადო და გამაჩერა.

_ ასე იწექი _ მითხრა საკმაოდ ჩუმად, მაგრამ მე ყურები ლამის გამისკდა, ისეთი ხმამაღალი მეჩვენა ეს სიტყვები.

და მე ვიწექი. და მე ველოდებოდი, რომ შემეხებოდა, ველოდი, რომ რამეს მეტყოდა, მომეფერებოდა. და მას არაფერი არ უქნია. შარვალიც კი არ გაუხდია.

გადმოვბრუნდი და ისევ მის მზერას შევეჩეხე. მოწყენილი იყო.

_ ეტყობა, აღარ მინდიხარ _ მითხრა ძალიან სევდიანად.

_  ბორჯღალი უნდა დამეხატა _ ვუთხარი და გავუღიმე. [გამუდმებით მაოცებს ჩემი უნარი, ვიყო მშვიდად, როცა სამყარო თავზე მემხობა]

ცოტა ხანს ვუყურე. არ განძრეულა. ამიტომ მე მომიწია მისთვის იმის თქმა, რაც უნდა გაეკეთებინა.

ადგა, ჩაიცვა, წავიდა.

მეც ავდექი, ჯერ  უმიზნოდ დავდიოდი, მერე მაცივართან მივედი და წვენი გამოვიღე. კამპა. ალუბალი.

მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. მაგრამ არა სიხარულის. ესენი უფრო უბედურების პეპლები იყვნენ, იქამდე რომ ეხეთქებიან ნათურას, სანამ არ დაიხოცებიან.

თავში  ყველაფერი აირია: ჩვენი საერთო კომუნალური გადასახადები, სარეცხის თოკზე გაკიდული მისი სველი წინდები, მისი სუნი და ჩვენი არარსებული სექსი.

***

ტატუს  სრული მოშორება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ გმირულად გავუძელი. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომ ტკივილი, რომელიც ამ პროცესს ახლდა, მომავალი დღეების ტკივილს შეამსუბუქებდა.

ასე მითხრეს, კარგია, რომ მალევე მოხვედი, თორემ  მერე უფრო გაგიჭირდებოდაო.

შთამბეჭდავი დასასრულისთვის აქ იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩემმა პეპელამ, ისევე როგორც ყველა სხვა პეპელამ ამქვეყნად, მხოლოდ 3 დღე იცოცხლა.

მაგრამ

მგონი

არ ღირს.

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

32 Comments leave one →
  1. July 13, 2011 6:15 pm

    ყველაზე კარგი პოსტია მათ შორის, რაც ამ კონკურსისტვის დაწერილი წამიკითხავს <3

  2. anna permalink
    July 13, 2011 6:24 pm

    და იმსახურებს ეს პოსტი გამარჯვებას…. ^_^

  3. July 13, 2011 6:28 pm

    იცის ამ გოგომ წერა და მოკალით ;) ))

    • mzime permalink
      July 13, 2011 7:11 pm

      100%.

      sauketesoa:)

    • July 14, 2011 8:25 pm

      მოიცა, არ მოკლათ, მაგრად წერს.

  4. July 13, 2011 6:35 pm

    ველოდი. არ გამცრუებია იმედი! <3

  5. July 13, 2011 6:37 pm

    ძალიან მომეწონა, წარმატებები!

  6. July 13, 2011 6:39 pm

    ეს მართლა მეტია, ვიდრე ამ კონკურსისთვის დაწერილი.ძალიან მომეწონა

  7. July 13, 2011 6:41 pm

    ყველაზე ორიგინალური)

  8. July 13, 2011 7:13 pm

    საწყალი პეპელა :(

  9. July 13, 2011 7:25 pm

    ” გამუდმებით მაოცებს ჩემი უნარი, ვიყო მშვიდად, როცა სამყარო თავზე მემხობა ”

    The first thing on this blog that I could definitely relate to DD

    • July 13, 2011 7:36 pm

      ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი. ილუსტრაციები და დიზაინი <3 ახლა წავიკითხავ კიდეც

  10. Nea permalink
    July 13, 2011 7:28 pm

    mdaaa maladec!

  11. July 13, 2011 8:11 pm

    ძალიან მომეწონა, უზომოდ! <3

  12. თეო permalink
    July 13, 2011 8:12 pm

    “შთამბეჭდავი დასასრულისთვის აქ იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩემმა პეპელამ, ისევე როგორც ყველა სხვა პეპელამ ამქვეყნად, მხოლოდ 3 დღე იცხოვრა.” – შთამბეჭდავი ცოტა მსუბუქი ნათქვამია. ძალიან მაგარია :) ))

  13. July 13, 2011 9:43 pm

    მომეწონა <3

  14. July 13, 2011 10:32 pm

    ველოდი და, როგორც ყოველთვის, ისევ გაამართლე მოლოდინი! ძალიან მაგარი ხარ! Good luck ;)

  15. July 13, 2011 10:42 pm

    ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებთ !!!

  16. Natu permalink
    July 14, 2011 10:09 am

    dzalian magaria <3

  17. July 14, 2011 5:51 pm

    რა კარგი იყო..იმსახურებ გამარჯვებას..

  18. July 15, 2011 8:33 pm

    ჰო მართლა, გამარჯვებული ესემესებით ხომ არ ვლინდება? :spy:

  19. July 16, 2011 7:00 am

    you have a beautiful website , I wish you a nice Saturday greetings from Germany ღDreams☆of☆Shadowღ

  20. July 16, 2011 1:01 pm

    ramdeni TRAKI ceria :D :D :D

  21. July 16, 2011 1:10 pm

    მხარს ვუჭერ ამ პოსტს, ძალიან მაგარია

  22. ლიკა permalink
    July 17, 2011 12:20 am

    შეყვარებული მთხოვს რომ საშოსთან პეპელა დავიხატო და მაგით შეიძლება დავორსულდები?

  23. besarioni permalink
    July 17, 2011 10:24 pm

    არაფრად არ ვარგა. იმედები გამიცრუვდა.
    “ჩემზე არ უდგებოდა. ტრაკზე პეპელა მივიხატე. მაინც არ აუდგა. პეპელა წავიშალე.”
    “ხალტურა”.

  24. Nuk permalink
    July 21, 2011 11:20 pm

    tavidan titkos araushavda da mere ar momecona, ragacnairad daumtavrebelia, ise cudad ar cer magram albat meti daxveca gchirdeba!!! Carmatebebi :)

  25. ninia permalink
    July 24, 2011 10:35 am

    imden dros gitmob :) agmovachine rom peplebze novela maqvs dawerili da dakarguli :|

  26. August 27, 2011 7:34 am

    Dzalian Magrad Momewona Posti >_<

Trackbacks

  1. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი
  2. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers