
2012 წელი დადგა. მე კიდევ ვზივარ და 2011 წლის პოსტებს ვკითხულობ. წელს აშკარად უფრო ცოტას ვწერდი, ვიდრე შარშან და ამიტომაც კომენტარებში ჭარბობს თხოვნები: ანინა, მეტი წერე. ანინა, როდის იქნება ახალი პოსტი? ძალიან მრცხვენია, რომ ასე ცოტა პოსტი დამიგროვდა ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
ბლოგინგის საიდუმლო წესი:
თუ ბლოგერი ძალიან ცოტას წერს, ესე იგი, მას ყველაფერი ან ძალიან კარგად აქვს, ან ძალიან ცუდად.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად იყო, თუმცა ბლოგზე ამის დაწერას ვერიდებოდი, რადგან არ მინდოდა, ბევრი მეწუწუნა.
ახლა ყველაფერი კარგადაა და მით უმეტეს, აღარ აქვს წუწუნს აზრი. ამიტომ უბრალოდ გავიხსენებ, რა ხდებოდა 2011 წელს ჩემს თავს:
- 2011 წელს პირველად შემიყვარდა და ასევე პირველად გამოვცადე, რა საშინელებაა, როცა ურთიერთობა სახეს გახევს.
- 2011 წელს მეორედ მოვხვდი ,,15 საუკეთესო ქართული მოთხრობის” კრებულში
- 2011 წელს პირველად ვნახე ზღვა.
- 2011 წელს პირველად ვიყავი საზღვარგარეთ, ლიტვაში და ჩემი მოთხრობაც პირველად თარგმნეს ლიტვურად.
- 2011 წელს დავკარგე Ipod touch, სამაგიეროდ, მაჩუქეს ქინდლი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა კითხვასთან დაკავშირებული ჩემი ჩვევები.
- 2011 წელს ძალიან ცოტას ვსვამდი.
- გარდა ამისა, მქონდა მეორე ბლოგიც, რომელზეც საზოგადოებრივი საკითხების შესახებ ვწერდი.
- 2011 წლის დასასრულს მესამე ადგილზე გავედი სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში მოთხრობით ,,იუკი, დარჩი”
- დავწერე რამდენიმე საკონკურსო პოსტი:
1. 3 დღე (კამპას კონკურსისთვის)
2. გოგონა დრაკონის ტატუთი (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” კონკურსისთვის)
3. დედამიწის უკანასკნელი ზამთარი (ნატოშას ბლოგის კონკურსისთვის)_ ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, მოვიგე.
და ვაღიარე, რომ არც ისეთი მაგარი გოგო ვარ, როგორადაც თავს ვასაღებ ხოლმე.
წლის გატაცებები:
ჯგუფი _ the knife
ტვ-შოუ_ The Big Bang Theory
სხვა_ Tumblr , 9gag და ილუსტრაციები.
გილოცავთ 2012 წელს, ნაკლებ სტრესს გისურვებთ, მეტ ფულს და შესაბამისად_ უზრუნველობას. მიყვარხართ 🙂
uazrod bevri ragac daemtxva…

bzzzzzzzingaaaaaaaaaaaaaaa
charity da pirvelad shekvareba gansakutrebit.
(:
წარმატებებს გისურვებ !
მშრალია
არაა აუცილებელი ყველა პოსტი სველი(სიღრმისეული) იყოს.
iuki, darchize-ar shedis linkze da esaa xo ? http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2011-12-18/23283
საყვარელი ხარ.
ზღვა რომ პირველად ნახე, მართლა გამიკვირდა.
“და ვაღიარე, რომ არც ისეთი მაგარი გოგო ვარ, როგორადაც თავს ვასაღებ ხოლმე.” not bad, not bad. 🙂
ფროიდის თეორიით პოსტებში პრობლემების სუბლიმაცია ხდება 🙂
მეტი პოსტი – მეტი პრობლემები.
თუ ბლოგერი ძალიან ცოტას წერს, ესე იგი, მას ყველაფერი ან ძალიან კარგად აქვს, ან ძალიან ცუდად.
– an samsaxurshi aqvs sagijeti :)))))))))))