იძლევა

არსებობს სიტყვები, რომლებიც ერის მსოფლმხედველობას თუ არა, დამოკიდებულებას რომელიმე საკითხისადმი ნათლად გამოხატავს. ,,იძლევაც” ასეთი სიტყვაა: თუ მის მნიშვნელობას დაანაკუწებ, შეგიძლია,  ბევრი რამ ამოიკითხო:  ქალიშვილობის ინსტიტუტით გაწამებული ბიჭების სევდა, ქართველი გოგოების თავისებურება (ან საერთოდ არ ,,იძლევა” ან, ზოგადად, ყველას ,,აძლევს”) და ქართველი ბიჭების საერთო განწყობა გოგონების მიმართ.

თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს: ,,პირში იღებს, პირში ვაძლევ”, იძლევა, ვჟიმავ… ქართველი ბიჭი არ იტყვის: ამ გოგოსთან ვჟიმაობო (ან ეს რა ფრაზაა, მაგრამ კიდევ არა უშავს), იტყვის, ამ გოგოს ვჟიმავო..  ,,იძლევაც”  ეგეთი სიტყვაა. სასტიკად სექსისტური და ცალმხრივი.

ქართველი ბიჭების აზრით, გოგო იძლევა თუ:

აქვს ტატუ

აქვს პირსინგი

არის როკერი

არის სექსუალური

არაა ქალიშვილი (თუმცა, გამოცდილმა ბიჭმა იცის, რომ ხანდახან ქალიშვილებიც იძლევიან)

თავისუფლად საუბრობს სექსზე

სვამს

.. დანარჩენი არ მახსენდება .. დაამატეთ თქვენ.

ხოდა, ეგრეა. საშინელებაა. მაგრამ, უსამართლობა იქნება, რომ ყველაფერი ბიჭებს დავაბრალოთ.  ხანდახან მათი წარმოდგენა ქართველი გოგოების შესახებ სიმართლისაგან არც ისე შორსაა.. ვიღაცები მართლაც იძლევიან: თან ზუსტად ისე, როგორც ამ სიტყვაში იგულისხმება:  განურჩევლად, საკუთარი პროგრესულობის დასამტკიცებლად, ოღონდ მაინც ქართულად..

ქართველ გოგოს (თუნდაც  ,,იძლეოდეს ”) ვერ შეჰკადრებ, რომ მასთან სექსი გინდა. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაითანხმო. ჯიკავით. ფული უნდა დაახარჯო, უთხრა, რომ ცოტათი გიყვარს უკვე, ერთი-ორი სამომავლო გეგმა გაუმხილო (ზაფხულში ერთად დავისვენოთ თურქეთში) და ალბათ, გამოგივა რამე, ისიც იმ შემთხვევაში,  თუ კარგად დაათრე კიდეც. რაც მთავარია, მეორე შეხვედრაზე აუცილებლად გაიმართლებს თავს : მაპატიე, თავს ვერ ვაკონტროლებდი, ყველასთან ეგრე კი არ ვწვები, მგონი, შეცდომა დავუშვი და ასე შემდეგ.. ქართველი გოგოსთვის სექსის ფაქტს აუცილებლად სჭირდება გამართლება.

სწორედ ამიტომ აღიქვამენ ქართველი ბიჭები სექსს ცალმხრივ  პროცესად. ქართველი გოგოები სექსში არ მონაწილეობენ.. ისინი მხოლოდ ,,იძლევიან”.

86 thoughts on “იძლევა

  1. და ამას გვასწავლის ნაკითხი, პისინგიანი, გინდათუარასექსუალურივარ, სექსზე თავისუფლად მოსაუბრე და ოდესღაც მსმელი . ოსკარი შენ! 🙂

  2. ფრიად მნიშვნელოვან თემას შეეხე : ))
    ხო დამოკიდებულება ყველგან ასეთია , ისეთებშიც და ასეთებშიც…
    ყლეობაა ეს ყველაფერი (ესეც ერთ ერთი ხშირად ხმარებადი ფრაზა ამ ყველაფერზე 🙂 )
    მაგრამ ვერაფერს შეცვლი სხვებში , მთავარია შენში შეიცვალოს 🙂
    კი არადა…

  3. gamocdileba achvenebs rom pirsingiani, gamomwvevad chacmuli, slishkamoklekabianid a mkerdmogegili gogo ufro ar ,,izleva” vidre ubralo, sashualo statistikuri qarTveli gogo :))))
    ისე, მეც მიფიქრია ამაზე, რომ იძლევა, ვტ..ნავ, და ასეთი ფრაზებით კაცი ყოველთვის გარიყავს ქალს ამ ამბიდან და ფაქტიურად მარტო რჩება,. მოკლედ ძაან გავს ეს სიტყვას ვან..ევ.

    ისე, ცოტა გოგოების ბრალიც კია, ცოტა ცხოვრების დამკვიდრებული წესის და ცოტა ბიჭების.

    თუმცა ასაკთან ერთად ეს გადის… მერე ყველა ,,იძლევა” :))))))))))))))))))))))))))))

  4. tamaRa

    ისიც საინტერესოა, ქართველი ბიჭების აზრით, როგორი გოგო არ იძლევა?? ვითომ, ყველა, ვისაც ზემოთჩამოთვლილი ნიშნები არ ახასიათებს???
    ასეთი პრიმიტიული მიდგომა არცაა გასაკვირი, მეტი შეგნება აბა, საიდან…

  5. me

    ზრდაშეწყვეტილი, დაუსრულებელი, ბავშვობაში ჩარჩენილი და ა.შ. ერის შვილობის საშინელი განცდა მეუფლება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ როცა მსგავს თემებზე გაცხარებულ კამათს ვაწყდები. ყველგან და ყველას სექსი აწერია და აკერია. რაზეც საუბრობთ, ადამიანების დამოკიდებულებებს ეხება ზოგადად ყველაფრისადმი, სამყაროსადმი, მაგრამ საუბარი და მსჯელობა მიმდინარეობს სექსზე. რა უბედურებაა. მეტი საფიქრალი აღარაა? სხვაგან მოგვარებულია მსგავსი პრობლემები? და თუ არა რა მაინცდამაინც სექსით ვიწყებთ? სექსით უნდა დავამთავროთ. მაგრამ როგორც ვთქვი ბავშვები ვართ. ვმოქმედებთ სხეულის ცხოველური იმპულსებით და არა გონებით. საშინელებაა

  6. keti

    ჰო, ბიჭები გარეგანი ნიშნებით ასკვნიან 🙂 ოღონდ გამოუცდელი ბიჭები 🙂 და ქართველი მამრები ხშირად გამოუცდელ ბიჭებად უფროს ასაკშიც რჩებიან
    სტერეოტიპების ტყვეები ვართ ქართველები

    ისე, რა საინტერესოა დამნაშავის სინდრომი ქართველ გოგოებში . ბოდიშის მოხდა იმისთვის, რომ სექსი ჰქონდა. ხოა ღირსი, რომ მას მხოლოდ ობიექტად აღიქვამენ.

    1. me

      საწყალია ჩვენს ქვეყანაში ახალი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი. და არა მარტო. ეს პრობლემები აღზრდის ბრალია. როცა არ გიხსნიან რისთვის მოგხვდა და თანაც მოგხვდა ისეთი რომ შეიძლება უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე დღე გაჩნდეს და გახსოვდეს.

      მოკლედ ახალი თაობა რაც მეტად განათლებული, განვითარებული და თავისი საქმის პროფესიონალი იქნება მით მეტად და მალე ეშველება ყველას და ყველაფერს. მათ შორის სექსსაც და მასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას.
      თუმცა როცა საუბარი იწყება სექსით აი მაშინ და იქვე გვაქვს დანძრეული:)

  7. აი სულ ეს ანეგდოტი მახსენდება ხოლმე ჭიჭიკიას რომ ეკითხებიან უკაცრიელ კუნძულზე კლაუდია შიფერს იმასუზამო? და პასუხად ვის მოვუყვე იქანეო რომ ამბობს. რაშია ახლა საქმე ჩვენში ნებისმიერი ურტიერთობა განიხილება როგორც საზოგადოებისათვის დეკლარირებადი საგანი. უნდა გამოაცხადო მეზობლებში/ნატესავებში/საძმაკაცო სადაქალოში/ბირჟაზე/ფეისბუქზე/ოდნოზე და ასე შემდეგ, მე ამასტან ვარ, მე ეს მყავს, თუ ეგოისტი ხარ მაშინ მე ვჟიმავ, მე მაგარი კაცი მოვჩანგლე და ასე შემდეგ, და რეალურად რა არის ეს ურტიერთობა, რამდენად შინაარსიანა გადადის უკანა პლანზე. მთავარია საზოგადოებამ იცოდეს. ეს ისტერიული რილეიშნშიპ მანიაც ერთერთი დასტურია ჩემი თეორიის.
    და კიდევ ერთი რამ. ვისაც აქვს ნორმალური ურთიერთობა ამაზე არ გაჰკივის ქვეყანაზე და გაჰკივის საკუთარ პარტნიორთან ან იქაც ჩუმადაა, როგორც გაუხარდება ანუ 😉
    როცა საქარტველოში ისწავლიან პირადის გაპირადებას და სტატუსისა და შინაარსის განსხვავებას მერე გვეშველება
    პ.ს. ცალმხრივად დამნაშავე სექსი არარსებობს.

    1. nn

      ise kargad gamoxate Cemi azri ro ubralo getanxmebi ver asaxavs chems kmayopilebas 🙂
      !!!რილეიშნშიპ მანია!!! da tan es marto socialur qselze an smezobloshic ki araa zgvars gadasuli, chveulebriv normalur “intiligent” karg megobrebshic….
      anu me ukve tvini momet…na chemi kargi megobari gogoebi an bichebis sasiyvarulo istoriebit, an chemis moyolit. mgoni problmea imashia ro sxva salaparako ar gvak?? 😐
      tu raxdeba?

  8. იცით, ქართველები მხოლოდ ვლაპარაკობთ სექსზე და არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ხომ დაკვირვებით ვმრავლდებით. აქ, ონლაინ სივრცეში ყველანი თამამები ვართ, ვგმობთ და უარვყოფთ ქართულ მარაზმულ (ისე ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას, რომ მისი ატანა აღარ მაქვს) ინსტირუტებს, მათ შორის ქალიშვილობის ინსტიტუტსაც, მაგრამ კლავიატურას მოვწყდებით თუ არა, ისევ მის საგუშაგოზე ვდგებით. ძალიან ძლიერია საზოგადოების წნეხი და ისიც, რომ ახალგაზრდას არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად იცხოვროს, პირველ რიგში ფინანსების გამო, ართმევს საშუალებას დამოუკიდებლად იაზროვნოს. ვითვალისწინებთ ყველას აზრს, როგორ ავაწყოთ საკუთარი ცხოვრება, მათ შორის მზესუმზირის გამყიდველი მაყვალა ბებოსსაც კი, რომელმაც იმდენი იცის, რომ მისი კგბს შეშურდებოდა. გოგონებს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, ქართველი ბიჭების ყბაშ მე თავს ნამდვილად არ ჩავიგდებ და არ გავიჩალიჩებ, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლმაც კი მასთან დაწოლა შემომთავაზოს, იმის გამო, რომ უკვე ვიღაცას მივეცი. ამასგარდა, ჩვენთან თუ ქალს სექსუალური ფანტაზია აქვს, ის გამოცდილ ბოზად მმოიაზრება და საკუთარმა პარტნიორმა შეიძლება ცეცხლზე დაწვას… ამიტომაა ანინას ბლოგი ასეთი კითხვადი, ის თავისუფალია ჩარჩოებისგან და არ არის მაყვალა ბებოს აზრზე დამოკიდებული… ეს კი ის არის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია… მიყვარხარ ჩემო მობისექსუალო პატარა მწერალო)))))

  9. ბიჭი

    დაბალ ფენას რატომ ეხები ეს ჩემთვის გასაკვირი არაა, ეს საქართველოს მოსახლეობის 95%–ია. ბოგანოთა ქვეყანაა. ეს შავი ხვრელი, ხალხს ისრუტავს. ცისფერსისხლიანთა ჯიშიც გადაგვარდა. ჯერი 5%–ზეა, მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილზე. მაგრამ ეს ხუთი პროცენტი, მაინც საზღვარგარეთ წავა.. საბოლოოდ გარყვნილების ქვეყანად დავრჩებით–ჯოჯოხეთი! ყველას ექნება სექსი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდაში იქნება.
    პროგრესი დაბანს ერს, პროგრესი თითოეული ჩვენგანიდან იწყება.
    ამას არ უნდა ანარქიული და რევოლუციური მიდგომა, ამას ევოლუციურად უნდა მივუდგეთ.

    უბრალოდ ისაა ცუდი, რომ მე თქვენი არ მწამს, ხვალ გათხოვდებით, ცოლებს მოიყვანთ და შვილებს ისე აღზრდით, როგორც თქვენმა მშობლებმა აგღზარდეს.
    ხვალ ვიღაცასთან დაიკმაყოფილებთ თქვენს ვნებებს და აღარ ისაუბრებთ ამ პრობლემაზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ ყარხართ.

    მე მეზიზღება ასეთი ხალხი, ხორცის ხალხი, კახპები!
    გინდა სექსი? მოდი აქ ვარ და რაც გინდა მიყავი, მაგრამ იცოდე, რომ ხვალ უფრო ცუდად იგრძნობ თავს! სიცარიელეს იგრძნობ!
    შენ იცი ეს, სწორედ ამიტომ გინდა სექსი. გინდა სიცარიელე იგრძნო, კარგად დაიმახსოვრო და შეიზიზღო. მერე გონება განვითარებას დაუთმო, მაგრამ ასე ვერ იცოცხლებ, მოკვდები!
    იმიტომ, რომ სული აღარ გექნება! მაგრამ შენ, სიკვდილსაც სიცოცხლით შენიღბავ და ყველაზე მაგრად იცოცხლებ! ჩემთვის კი მაინც მკვდარი იქნები.
    იმიტომ, რომ შენ ხორცი ხარ, ძეხვს გავხარ!

  10. სწორედ ამიტომ აღიქვამენ ქართველი ბიჭები სექსს ცალმხრივ პროცესად. ქართველი გოგოები სექსში არ მონაწილეობენ.. ისინი მხოლოდ ,,იძლევიან”.

    damevasa bolo!!!

  11. me

    dakarguli ბიჭი სხვა რამეს გულისხმობს. მეც ბიჭი ვარ და იგივენაირად მესმის. მგონი კიდეც ჩანს ზემოთ. ბიჭი იმას ამბობს რომ ამოსავალ წერტილად სექსი არ უნდა მივიჩნიოთ. რაც მე ასე ვთქვი ზემოთ რომ პრობლემებზე საუბარს სექსით კიარ უნდა ვიწყებდეთ, უნდა ვამთავრებდეთ. უკვე პრობლემაა რომ ყველა დიდი თუ პატარა სექსზე საუბრობს ყველაზე მეტს.

    ცხოველებს არა აქვთ გონება მაგრამ დაკანონებული აქვთ რომ სექსუალური მოთხოვნილება გაუჩნდეთ წელიწადში რამდენიმეჯერ (გააჩნია ცხოველს). ადამიანს თავისუფალი ნება და გონება აქვს, ეს ნიშნავს რომ მან თავისი სექსუალური მოთხოვნილებებიც და ნებისმიერი სხვა გონებისმიერად განკარგოს. ეს მართალია ძნელია მაგრამ თუ გვინდა განვსხვავდებოდეთ ცხოველებისგან უნდა შევძლოთ. თუ არ გვინდა ეგეც ჩვენი ნებაა. შევასრულოთ სხეულის კაპრიზები და ვიქცეთ “ძეხვებად”, მასად რომელიც ცხოვრობს ხორცით, სხეულით და არა გონებით
    მე ადამიანობას ვირჩევ;) გავდივარ “ძეხვების” მასიდან

    1. თქვენ არასწორად აღიქვამთ მგონი საერთოდ სიტყვა სექსს. როცა ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვსს სქესს ამას უსიყვარულოდ აკეთებს, ხშირ შემთხვევაში ,,ბოზობად” მეჩვენება პირადად მე. თუმცა ეს სიტყვაც საკამათოა. როცა წყვილს უყვარს ეს უბრალოდ ორი უახლოესი ადამიანის ერთ მთლიანობად გადაქცევაა.
      პრობლემა იმაშ კი არაა, რომ ქართველები შეყვარებულნი ვართ საქალწულე აბკზე. პრობლემა ისაა, რომ წყვილი სამწლიანი სტაჯით რაღაც დოგმებს ემორჩილება და ბიჭს ისევ ,,ქალებში” უწევს სიარული. მერე იწყება გაუთავებელი პრობლემები და წყვილიც შორდება. ან ქმნიან ოჯახს და რჩებიან მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ისევ პრობლემებით. თუმცა სრულიად საწინააღმდეგოდაც შეიძლება მოხდეს. მე არ მინდა ქართული თავისუფალი სექსის პროტაგონისტად ჩავითვალო( სასაცილოა თვითონ ფრაზაც კი, ქართული თავისუფალი სექსი), მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველას თვითონ გადაეწყვიტა, რა უნდა და რა არა.
      როცა ადამიანებს არ უყვართ ერთანეთი, ვერც მიიღებენ სიამოვნებას. სულ მარტივად რომ ვთქვა, არ დაელოდებიან ერთმანეთს, არ ეცდებიან გაიგონ, რა მოსწონს პარტნიორს და ასე შემდგეგ. ალბათ მეძავებიც კი სარგებლობენ მამაკაცების გამოძახების სევრისით 😀 თუმცა მე მესმის რასაც შენ და ,,ბიჭი” ამბობთ და იმასაც ვხვდები, რატომ ამბობთ. ერთი და ორი ადამიანი ვერ შეცვლის ვერაფერს. საქართველოში ალბათ გოგო რომ მყოლოდა, მეც დაახლოებით ასეთნაირად გავზრდიდი, რომ საზოგადოებას არ გადაეთელა… მაგრამ ასე აზროვნებაც არ შეიძლება… ადამიანის სისპეტაკე წელსქვემოთ არ უნდა იზომებოდეს, იმიტომ რომ იქ გული არ არის.

    1. აი, ასე რომ აზროვნებს ის მამაკაცი ვერასოდეს, ვერასოდეს ეღირსება ჩემს ყურადღებას და ერთ ბეწო თავისუფლებასაც კი… და ქალებმა რა უნდა თქვან, ჩემი ..ეაო)))))))

  12. Jayela

    ჰეჰ… ძალიან მაგარი პოსტია 🙂 90 % მართლაც ეგეთია, თუ მეტი არა, მაგრამ საბედნიეროდ არის დანარჩენი 10% (თუ ნაკლები) ვინც მაგ ჩარჩოებში არ ჯდება 🙂
    P.S. დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგო წაიკითხავს ამას, იტყვის “არა, მე ხომ ეგეთი არ ვარ” და მაინც ეგეთი დარჩება 🙂

  13. Jayela

    ისე კიდე გამოგრჩა “იძლევა თუ ეწევა”, რადგან “თუ გოგო სიგარეტს ჩაიდებს პირში, სხვა რამესაც ჩაიდებს…” 😀 lol.

  14. teo

    მე თქვენი არ მწამს, ხვალ გათხოვდებით, ცოლებს მოიყვანთ და შვილებს ისე აღზრდით, როგორც თქვენმა მშობლებმა აგღზარდეს – +100000000000000000

    1. მართლმადიდებლური ქვეყანაა საქართელო და ცოდვაში ჩათვლიან აბა რას იზავენ 10 მცნებაშია მრუშობა და :დდ

    1. ნუ დააბრალებ ყველაფერს რელიგიას. ღმერთს პირადად ჩემთვის და არცერთი ჩემი ნაცნობისთვის არასოდეს უთქვამს, არ მინდა ბედნიერი იყო და ჩემი წესებით რომ გახრჩობ მომწონსო…. შენ გაგიგია მსგავსი რამ?

      1. “ნუ დააბრალებ ყველაფერს რელიგიას” +1

        “ღმერთს პირადად ჩემთვის და არცერთი ჩემი ნაცნობისთვის არასოდეს უთქვამს, არ მინდა ბედნიერი იყო და ჩემი წესებით რომ გახრჩობ მომწონსო…. შენ გაგიგია მსგავსი რამ?” -1

        ისე რასაც შენ ამბობ შეურაცყოფაა ყველა მორწმუნის! არააქ მნიშვნელობა რომელი სარწმუნოების მიმდევარია. თუ ადამიანი იმიტომ არ კავდება სექსით ქორწილამდე რომ მას მისი რასწმუნოება უკრძალავს ეს მისი ძალიან პირადულია და მის მიმართ მასეთი პოსტების წერა უფრო მეტი ბოგანობაა და ა.შ. ვიდრე ის რომ ვიღაცას მაგრა კიდია რელიგია და “მაყვალა ბებოს” გამო ძილში ათავებს (ან არ ათავებს რავიცი :)).
        აქ ლაარაკია იმაზე რომ საქართველოში უმეტესობა ვიღაცის გამო იტყუება და თავს იტყუებს და არა იმ ხალხზე რომლებიც მართლა ელიგიურად ცხოვრობენ.

  15. dakarguli – ვის რას ვაბრალებ კაცო :დ
    “ღმერთს პირადად ჩემთვის და არცერთი ჩემი ნაცნობისთვის არასოდეს უთქვამს, არ მინდა ბედნიერი იყო და ჩემი წესებით რომ გახრჩობ მომწონსო…. შენ გაგიგია მსგავსი რამ?”
    ქორწინებამდე სექსი რომ ცოდვაა მაგას ღმერთი ვერ გეტყვის(დამიჯერე) :დ რელიგია გეუბნება.შენ შეგიძლია უარყო ათი მცნება და სხვა ქრისტიანულ-მორალური კანონები,მაგრამ ქრისტიანობა და დოგმატები სიამის ტყუპები არიან 🙂
    საბოლოოდ არც არავინ იძლევა,და ვინც იძლევა ის მოტყვნის ღირსი არ არის საქართველოში მასეა მაი

    1. გეხვეწები აი ეს ფრაზა განმიმარტე რა: ,,საბოლოოდ არც არავინ იძლევა,და ვინც იძლევა ის მოტყვნის ღირსი არ არის საქართველოში”. რაც შეეხხება რელიგიას, მანდ ვფიქრობ, სერიოზულად. ათეიზმამდე არასდროს მივალ, მაგრამ თავისულებას(შინაგანს) და არჩევანის უფლებას ვერაფერს წავართმევინებ… და არც არის ლამაზი რელიგიაზე მსჯელობა იქ, სადაც არ არის საჭირო…

  16. dakarguli – სწორედ მაგიტომ არ ვაპირებ აქ ქრისტიანული მორალი განმარტებას.უბრალოდ კითხვა იყო,მეც ვუპასუხე,პასუხმა არ დაგაკმაყოფილა.რა გიყო ახლა მე.
    ,”საბოლოოდ არც არავინ იძლევა,და ვინც იძლევა ის მოტყვნის ღირსი არ არის საქართველოში”
    ცუცას ბუტკის დონეზე განვიხილოთფსევდოსექსუალური ფსევდორევოლუცია?
    საქართველო მარტო თბილისი – ყველაზე დიდი პროვინცია ჰგონია ხალხს და ადამიანების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ მაჭანკლობას და გარიგების ინსტიტუტს აწვება,რელიგია სქესს თრგუნავს,+ცნება – “ქართული მენტალიტეტი” ოჯახის კაცი და ა.შ
    ულვაშიანი მეტრანახევრიანი ქართველი გოგოები რო დაგიწყებენ სექსუალურ რევოლუციაზე საუბარს.სექსზე ლაპარაკი ადვილია,საქმე ლაპარაკის ნაცვლად,მაგიტო ვართ 4 მილიონი 8 საუკუნეა ბლია,ზორბა უნდა დასცე თავში სათითაოდ 😀

  17. [[ ქართველი გოგოები სექსში არ მონაწილეობენ.. ისინი მხოლოდ ,,იძლევიან”. ]]
    [[ ხვალ ვიღაცასთან დაიკმაყოფილებთ თქვენს ვნებებს და აღარ ისაუბრებთ ამ პრობლემაზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ ყარხართ. ]]
    [[ ადამიანის სისპეტაკე წელსქვემოთ არ უნდა იზომებოდეს, იმიტომ რომ იქ გული არ არის. ]]
    es frazebi damevasa.. 😀

  18. არ ვთვლი რომ ასეა.
    ჩემ გარშემო ასეთი გოგოები ცოტანი არიან
    და ბოზები არიან თუ მეგობრებში გამიმართლა? :შ
    ბოზები იმიტომ ვახსენე, რომ ზემოთ ვიღაცამ თქვა, სექსი უსიყვარულოდ, ბოზობააო.
    სექსი სიყვარულით მიცემაა და სიამოვნებისთვის – ბოზობა? რაღაც ვერ ჩავწვდი ბოლომდე :/

  19. nikalozaa

    amastan dakavshirebit namdvilad cdebi qartveli biti var da arasdros mitqvams arcert chems kofil partniorze VTKNAV MAZLEVS an a.s.sh koveltvis vambobdi sex i gvaqvstqo da tanac arcertistvis alkoholi ar mimicia ro dametanxmebina sex ze a xo da kide arasdros arcerts da mat shoris qalishvilebic ikvnen ar utqvams rom es shecdoma iko.

  20. samni

    qartvelebs ar gvaqvs shesabamis sityvebi, “makin’ love” – “заниматься любовью” aq ashkarad ormxirvi gamoxatulebaa. (aramgonia fartod moixmarebodes sityvebi”siyvarulit davkavdet” an siyvaruli vaketot” da a.sh.)

    Siyvaruls gisurvebt yvelas 🙂

  21. ძალიან მომეწონა პოსტი, მთელი უბედურება მაინც ქართულ მენტალიტეტში არსებობს და ვფიქრობ რომ ყველაფერი ბიჭების ჭორიკნობის ბრალია, უბრალოდ თუ გაჭიმე რა დიდი საბლატაოა, სექსი ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს, სექსი არ უნდა იყოს ცალმხრივი და გოგოები მარტო არ უნდა იძლეოდნენ, უბრალოდ ეს უნდა სიამოვნებდეს.
    რაც შეეხება გარეგნულ მხარეს არ ვეთანხმები მე, რადგან ბევრი მინახავს ეგეთი გარეგნული სახით რომელიც არ იძლევა და მინახავს ვითომ წმინდანები რომ არიან რომ გემრიელად იძლევიან, ასე რომ გარეგნულ მხარეს რა მნიშვნელობა აქვს?

  22. გამოხმაურება: ნწ, ნწ, ნწ

  23. gozinayi

    bavsvebma seqsi ar qnat cudia mere yvelaferi seqsi ggonia da urtiertoba agar gamodis asea es
    rato acuxebs avtors es problema ? bichebs ar uyvart roca advilad ezlevian. es micem mocemis tema rodis unda gadaagdot? rato ver gaatvitcnobieret rom seqsi intimuria da mxolod or adamian shoris ickeba da mattanve mtavrdebaa ar aris sachiro azrebis dantxeva yvela ipovis iset partniors rogorsac imsaxurebs…

  24. mariami

    საბოლოოდ გარყვნილების ქვეყანად დავრჩებით–ჯოჯოხეთი! ყველას ექნება სექსი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდაში იქნება. aii asianiiaa DD:DD da icit ratom davrchebiit garkvnielebis kvekanad ? :DD imitoroo kartvelebs ise akeriar es evropaa da 21saukune pirzee rooom dzaan bevrs cdiloben da araperi ar gamodit DDDD chven marionetebad vikecit ,vitomda gvinda tanamedrove evropul cxovrebas avuckot pexi ..amdeni mimbadzvelobisgan kidev is gvrcheba romm sinamdviles vamaxinjeebt da ese damaxinjebulsaa da gaupasurebuls vamkvidrebt dgevandel sakartveloshi …chven kartvelebs kvelaperi gvakvirvebs da gvaocebs .. yvelapers vazviadebtt vamaxinjebt vasxvaperebt …. kartuli mentaliteti martlac rogakrebaa dzalian malee …gadagvardeba da gaixrwnebaa..da martlac garkvnilebis kvekanad vikcevit sakartvelo imitoroo kvelas ekneba sexi magram mxolod imitom rom es modashi ekneba … am kvelaperiis mizezi chveni moumwipebeli da evropasuazrod akolili cnobiereba ikneba DD:D ise kiargamigot rokartul mentalitets akolili ,charchoebshi mokceuli axalgazrda viko D pirikit … icit raari ? am taobas tavisuplebaze da ukomplexoebaze roakvs gartuleba … TAVISUPALI JER UNDA IKO ROM MERE GAXDE … vervitan am sexzee da 21saukuneze molaklakee axalgazrdobas romlebic vegar grdznoben zgvars normalurobasa da bozobas shoris … ukacravad magram im tkven sakvarel evropashic akvs bozs bozis saxeli .. da rac sheexeba kartvel bichebs …seriozuli problemebi akvt tvintan dakavshirebit DD:DD 25wlis gogosroo 3 weli shekvarebuli gkavs daa .. agar gavagrdzeleb DD:DDD anda 26wlis bichi roikaveb tavs shen shekvarebultan romisi morali ar sheurackkoo DD:DD sasaciloa satirali raorikos D

  25. დათო

    კი, მართლაც არის ასეთი ცრემლის მომგვრელი სინამდვილე. :))) მაგრამ ამაში ორიგინალურები ნამდვილად არ ვართ. ვგულისხმობ მამაკაცების მიერ სექსის ცალმხრივად აღქმას. ეს დამოკიდებულება ყველა კულტურაში მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული და რაც უფრო დაბალია სოციალური ფენა ან საზოგადოებრივი განვითარების საფეხური, მით უფრო ძლიერია „ქალის ფლობის“ ილიუზია. რატომ ილუზია, ეს ცალკე თემაა. საკმარისია გადავხედოთ თუდნაც სულხან საბა ორბელიანის სიტყვის კონას აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ქვეცნობიერში სექსი სიამოვნების მიღებისა და მინიჭების საშუალება კი არა შეურაცხოფის და „დამდაბლების“ საშუალებაა. განსაკუთრებით ქალის „დამდაბლების“. ამონარიდი სიტყვის კონიდან:
    ტყუნა — კაცთაგან ქალის დამდაბლება.
    რას იზავ, ეტყობა ამ დამოკიდებულიდან სიამოვნების მიღებამდე გრძელი დაეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი.
    ისე ეს გენდერული საკითხები ძალიან რთული თემაა, ბევრი მტკივნეულადაც აღიქვავს. განსაკუთრებით ადგილობრივი კონსერვატორები 🙂

  26. რა ღადაობა იქნება, როცა მოვა დრო თათარ ბავშვს ნაგვის ყუთში ჩაკვეხებულს რო მოათრევს ვიღაცა მეორე შავი ბაღანა და გოგოს ეტყვის “მომე” = D გოგო კი იტყვის ! არა ! მე არ ვიძლევი ! = D

  27. shvancki

    mokled ar aris sachiro tu sexi gaqvt shen s mehgovbars da shen mere zmakacebshi izaxo me da amas sexsi gvaqo. ici eg imito xdeba rom shens mzrevela zmakacs sheaxarbo naxe me vtynaurob da shen kidev dagilpa eg xeliao, vitom ufro kai roja gamodixar. rac sheexeba pozebs. ra jandabaa amis dedac yvela qartveli biji ocnebobs rom mineti gauketos gogom da aseve gogoebic vinc jimaoben igives ocnebopben. es mamapapuri tradiciuli poza ar mogbzerdat? itynauret xaxlo katebivit. pirshi aiget bijebma auloket da ufro bednieri iqnebit. zalian magaria ra

  28. ერთს გეტყვით მე… გრძნობის გარეშე სექსის დედას შევეცი რა!!!!!! გოგოსთან(ან ბიჭთან) სექსს როცა აპირებ იმაზე თუ ფიქრობ რა პოზაში მოახდინო ”აქტი” მაგას ჯობია დაანძრიო მეტ სიამოვნებას მიიღებ..:X ორგაზმზე ხო ზედმეტია საუბარი……

    სექსის მეორე დღეს თუ გოგო დამნაშავედ გრძნობს თავს ბიჭის ბრალია ყოველთვის!!! შეუქმენი შესაფერისი გარემო და არ იქნება არანაირი პრობლემა 🙂

  29. ele@nor

    ღმეეერთო ჩემო, რა საჭიროა, ამდენი ბლა, ბლა… ყველაფერი ძალიან მარტივია, მოძებნე ისეთი, რომელიც ამბობს, რომ სექსი გაქვთ და არა აქვს! მიეცი ისეთს, რომელიც აზროვნებს და არასოდეს იტყვის, რომ იძლევი.
    პ.ს. მართალია, არჩევანი ძალიან მწირი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობენ ასეთი ბიჭებიც.
    და კიდევ, მოუარეთ თქვენ თქვენს ლოგინებს, დაიკიდეთ ისინი, ვისაც არასწორი შეხედულება აქვს ამ თემაზე. დამერწმუნეთ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, მაინც ვერაფერს შეცვლით. ისემც უქნიათ, სულაც არ უჟიმავიათ. მოკლედ, დაიკიდეთ :)))

  30. sandro

    😀 😀 ღმეეერთო ჩემო, რა საჭიროა, ამდენი ბლა, ბლა… ყველაფერი ძალიან მარტივია, მოძებნე ისეთი, რომელიც ამბობს, რომ სექსი გაქვთ და არა აქვს! მიეცი ისეთს, რომელიც აზროვნებს და არასოდეს იტყვის, რომ იძლევი.
    პ.ს. მართალია, არჩევანი ძალიან მწირი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობენ ასეთი ბიჭებიც.
    და კიდევ, მოუარეთ თქვენ თქვენს ლოგინებს, დაიკიდეთ ისინი, ვისაც არასწორი შეხედულება აქვს ამ თემაზე. დამერწმუნეთ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, მაინც ვერაფერს შეცვლით. ისემც უქნიათ, სულაც არ უჟიმავიათ. მოკლედ, დაიკიდეთ )) getanxmebi agar vicodi ra damewera 😀

  31. Caroline

    აბა რა გინდათ , მართლა ბოზებად უნდა გადაიქცეთ, რამდენი შეყვარებულიც გეყოლება ყველას უნდა “მისცე” და ფიქრობთ რომ ესაა თქვენი თავისუფლება და სტერეოტიპების დანგრევა, ამით განთავისუფლდებით და მერე ქართველი ერი “გოიმი” აღარ იქნება, რით ვერ ძღებიან ეს ყ..ს მონები,რას მოითხოვთ, მოთმინებადაკარგული ხართ,მეზიზღებით მთელი არსებით ამ აზრების გამო, რომ გმობთ ქართულ მენტალიტეტს,სექსის ხამები ხართ, ის 5 % ჯანდაბაშიც წასულა.მე თუ მკითხავთ სულაც არ განიცდით უსექსობას, გაბოზებულია მთელი თაობა,რაღას მალავენ მაინც, აუ გული მერევა საქართველოზე, ჩვენს ხალხზე

დატოვე კომენტარი