თუ პოსტის სათაური ვერ გაიგე, ნუ იდარდებ. რაკი ბლოგზე შემოსულხარ და ამ წინადადებასაც კითხულობ, იმედია, ბოლომდე ჩაკითხვას შეძლებ.
შესავლის ნაცვლად
საშინელი დღეები მაქვს. დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი და ვიწუწუნებდი ამაზე, ჩემს ბლოგს რომ დღეში 15 კაცი კითხულობდეს მხოლოდ. მაგრამ არ ვიზამ. კარგა ხანია არაფერი დამიწერია, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხვა რამეებით ვარ დაკავებული. ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ ამიერიდან დავწერ.
რა მეგონა ბავშვობაში
მეგონა, რომ სახლის გარდა, ყველა ონკანს წურბელები მოყვებოდნენ.
მეგონა, რომ თუ საჭმელს არ შევჭამდი, არ გავიზრდებოდი.
ხოდა არ ვჭამდი.
მეგონა, რომ არსებობდნენ მხოლოდ ლამაზი და მახინჯი ადამიანები.
მეგონა, რომ პურს ხე ისხამდა.
მეგონა, რომ ყველა მამას ერთი და იგივე სამუშაო ჰქონდა.
მეგონა, რომ ჩემი ძმა ძალიან დიდი იყო.
მეგონა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კი კანფეტს მთავაზობდა, მანიაკი იყო.
მეგონა, რომ გაიშნიკების ჯოხს ზებრის ტყავი ჰქონდა გადაკრული.
მეგონა, რომ სკოლის საპირფარეშოში მხოლოდ მოსაწევად დადიოდნენ. ამიტომაც, არასდროს გავდიოდი გაკვეთილიდან საპირფარეშოში.
მეგონა, რომ ფულის ყოველწლიურ მარაგს ღმერთი აგზავნიდა დედამიწაზე. როცა გავიგე, რომ ეგრე არ იყო, მერე გაოცებული ვიყავი: რატომ საკმარის ფულს არ ბეჭდავენ ადამიანები-მეთქი?
მეგონა, რომ თბილისის აფრიკა ის აფრიკა იყო, გველებიანი..
მეგონა, რომ მეტრო მსოფლიოს ყველა ქალაქს აკავშირებდა, შესაბამისად- ვარკეთილი, ნაძალადევი და ელექტროდეპო მეგაპოლისები მეგონა.
მეგონა, რომ ყველა მატარებელი გურამიშვილამდე მიდიოდა.
მეგონა, რომ თუ ღამით არ დავიძინებდი, ის დღე არასდროს დამთავრდებოდა. მგონი, ახლაც მაგიტომ არ მძინავს ღამღამობით ( 7 ხდება).
მეგონა, რომ ვისაც ვაკოცებდი, იმას უნდა გავყოლოდი ცოლად.
,,შენი დედა ვატირე” ისეთი საშინელი გინება მეგონა, რომ ცალკე სიტყვა ,,ვატირესაც” ვერ ვამბობდი..
მეგონა, ბებრებს ალაზანში ჰკიდებდნენ.
მეგონა, ყველა დიდი ჭკვიანი იყო.
მეგონა ის ტიპი, წარბი რო უთამაშებდა (ეიეს თელასის კაცი) უცხოპლანეტელი იყო.
მეგონა, მობუზული ბოზს ნიშნავდა და ერთხელ ჩემს მეზობელზე ვთქვი, ეგ ქალი მობუზულია-მეთქი.
მეგონა, სარკეებში სურათს იღებდნენ. იმიტომ, რომ სარკესთან ჩავლისას ყველა ან იღიმოდა, ან იპრანჭებოდა..
მეგონა, რომ თუ უსიყვარულოდ ვაკოცებდი ვინმეს, ბაყაყად გადავიქცეოდი. არ გადავქცეულვარ. მაგრად კი გავრისკე.
მეგონა, რომ ბებიებს თმების ნაცვლად თოვლი ჰქონდათ და მათ ნაცვლად მციოდა თავზე.
მაინტერესებდა, სად მიდიოდა წამწამები, რომლებსაც მაისურში მიმალავდნენ. წერილი თუ სიხარული..
მეგონა, პლანეტა მერკურის მერკური ქუინების გამო დაერქვა.
მეგონა, რომ ყველა ბავშვი, ვისაც ვარდისფერი ეცვა, პრინცესა იყო. მე ვარდისფერი არასდროს მცმია.
მეგონა, რომ პოკაჰონტასი ჩემი დის მიხედვით დახატეს.
მეგონა, ჩემი და უფრო ადრე გათხოვდებოდა.
მეგონა, ძუძუები მართლა ბავშვებისთვის იყო (ლოლ)
მეგონა, რომ პუგაჩოვას სიმღერაში (მილიონ ვარდზე რომ არის) ,,ალიხროს”, ,, იზაკნა” და ,,ვიძიშტი” სამი დის სახელი იყო და მე ამ სამიდან ,,ვიძიშტი” ვიყავი.
დასასრულის ნაცვლად
დღეს უნივერსიტეტში უნდა წავიდე. მგონი, ცოტა მომენატრა ლექციებზე სიტუაციის არევა. დაძინებით კი ვერაფრით დავიძინებ. ერთი-ორი საათის წინ ტელევიზორში ერთდროულად გადიოდა ,,წყევლა” და რაღაც სენტიმენტალური ფილმი, მგონი_ ,,იდეალური სასიძო”. მეც ერთდროულად ვუყურე. გადავრთავდი _ ვიღაც წვრილთვალება სისხლიანი მოჩვენება ქერა გოგოს დასდევს, გადმოვრთავდი_ რაღაც ოჯახური ვახშამია, დაქალები ბიჭებზე საუბრობენ.. ნორმალურად ვერც შეშინება გამომივიდა და ვერც კეთილი განწყობის შექმნა. მორალი ისაა, რომ ორ ფილმს ერთდროულად არ უნდა უყუროთ.
წავედი, ჩავიცვი და ავახვიე ვაკეში.
ის დამავიწყდა მეკითხა (პოსტშივე უნდა მეკითხა, წესით).. თქვენ რა გეგონათ/ მომიყევით რა : )
,,პირველი ეხლა რაც მახსენდება არის ის,რომ მეგონა ჩემი თოჯინები ცოცხლები იყვნენ… და რატომღაც მეგონა რომ ღამ-ღამობით იპარებოდნენ და სათამაშოების ბატონს აბარებდნენ აჩოტებს როგორ ვუვლიდი
ერთხელ, როცა მესამე განზომილებებზე მოვისმინე რაღაცეები კედლისკენ გავექანე და შევასკდი პარალელურ სამყაროში გადასვლის მიზნით
ღამე დაძინებისას არ მეშინოდა ხოლმე, მარა რაღაც თუ გაიფხაკუნებდა და შემეშინდებოდა (მეგონა რომ ეშმაკები ან სულები იყვნენ) დავუწყებდი ლაპარაკს- კაი რა ამ შუა ღამე რას დაბოდიალობ, წადი დაისვენე და ეგეთები
ერთხელ წიგნი თავზე დავიდე და მეგობარს ვუმტკიცებდი ეხლა რაც აქ წერია ჩემ თავში ჩადის მეთქი…
….ერთხეხლ ვცდილობდი ავმხტარიყავი და ჰაერში გავჩერებულიყავი
ცხოველები მეგონა რომ ესმოდათ ყველაფერი და ჩუმად მოვიხელთებდი ლეკვს ან კატას და ვუმტკიცებდი-მე შეგიძლიათ მენდოთ, არავის ვეტყვი…. =)
ერთხელ გავიგე დიდებისგან- ეგ წყლიდნ მშრალი ამოდისო… და მთელი დღე ტაშტთან ვიდექი და ვწვალობდი რომ ჩემი ხელები მშრალი ამომეტანა წყლიდან…
ყოველთვის მეგონა რომ “ზემოდან” მაკვირდებოდნენ და ყოველთვის ვცდილობდი თმები გადაწეული მქონოდა და სუფთად მცმოდა, ავიხედებოდი ცაში და გავიღიმებოდი
ერთხელ დედამ კვერცხები რომ იყიდა ერთი კვერცხი ავიღე, ჩემ ოთახში შევიტანე და თბილ ნაჭრებში შევფუთე.. მეგონა წიწილა გამოიჩეკებოდა…
ველოდებოდი იმ ჯადოსნურ დღეს როცა მთვარეს და მზეს ერთად ვნახავდი… და მაგას ვხატავდი ხოლმე ხშირად…
მეგონა როომ გარდაცვალებუულს ესე ასაფლავებდნენ- ორმოს გათხრიდნენ,იქ ჩააცურებდნენ კუბოს და ეს კუბო დიდ გვირაბში გასრიალდებოდა და სხვა სამყაროში ამოვარდებოდა..იქ კი ვიღაცეები გაუღებდნენ კარს…
ზანგები მეგონენ უცხოპლანეტელები… და ერთხელ შუა ქუჩაში- დეეეედა დეეედა,უცხოპლანეტელი დეეეეეეეეე და თითს ვიშვერ ამ ზანგისკენ…
ადრე… 1994ში სადღაც თუუურმ(თამრო მიყვება) სიონშიპატრიარქიუნდა გამოვიდეს, გაყოფილია გზა,ხალხიიყინება,ზამთარია, ელოდება, დ გამოდის ილია მეორე ნელა, ხალხს ლოცავს და ჩამიარა თურმე და მე ვიღრიალე- დეეეეე დე თოვლის ბაბუა დეეეე
აუტყდათ თურმე ხარხარი,მოტრიალებულა პატრიარქი და მაკოცა (ალბათ გაიფიქრა ვაი შე უპატრონო შენაო )
ყოველთვის ვიგონებდი ზღაპრებს… ან გადავაკეთებდი ხოლმე.. ფიფქიას შეუყვარდა ერთ-ერთი ჯუჯა…..
ყოველთვის მაინტერესებდა ცეცხლი რატომ ვერ წვავდა წყალს… ეჰ რამდენაირად არ ვაექსპერიმენტებდი…
ხელით ვცდილობდი რაღაც ნივთები ჰაერში ამეწია- მატილდას გავლენა
იასამნებში 5ფურცლიან ყვავილს თუ როგორ ვთქვა იმასმოვძებნიდი და გავიქანებდი პირისკენ.. მეგონა 5იანებს მივიღებდი
ჭიებს ვაგროვებდი კოკა კოლის თავსახურში და “ვაჭმევდი” სემიჩკებს, ვასმევდი წყალს და ვუშვებდი….
ერთელ კი არადა რამდენჯერმე ჭიები შემომაკვდა ჭამის პროცესსში და ვმარხავდი… ისე მომეწონა მერე რომ ძალით ვკლავდი…
მატლი, თუ რა ჰქვია გრძელი მწვანე როა, ეგეთი კამფეტები იყო ადრე, ჟელი ბონივით… ხოდააა მეგონა იმისგან აკეთებდნენ და ჩხირზე წამოვაცმევდი ვწვავდი და შეჭმის მცდლობისას თამრო გამომვარდებოდა- დააააგდეეე
მეგონა თუ ყველა ვარსკვლავს დავითვლიდი მილიონერი გავხდებოდი…
როცა ვმგზავრობდით შორ მანძილებზე..ფანჯარასთან ვიჯექი ხოლმე.. და ჩუმად ვმღეროდი.. მეგონა ქარი თუ ჰაერი რაც სახეში მხვდებოდა იმას თუ ვუმღერებდი უფრო სწრაფად წავიდოდით
და მეგონა რომ მზე ზღვაში ჩადიოდა.. და ყოველთვის მინდოდა მზის ამოსვლისთვის მეყურებინა… მაინტერესებდა სველი მზე როგორ გაშრებოდა..
რაღაცეეებისGან კიდობანს ვაშენებდი… შიგ ჩავსვავდი ხოლმე მატლებს, პეპლებს ობობებს, ტარაკნებს, და მერე წარღვნას გავიტამაშებდით
უპატრონო ძაღლებს სახლში მივათრევდი ხოლმე- მეგონა დამიცავდნენ
ზამთარში თოვლის დიდ გუნდას ვაკეთებდი და სახლში ფეჩთან მოვარბენინებდი რა ლამაზია და ცოდოა გარეთ ცივა მეთქი.. და მინდოდა იქითა ზამთრამდე შემენახა…
თოვლის ფიფქებს რომ ვხედვდი გავქანდებოდი მივუშვერდი ენას მეგონა თოვლის ბაბუას გაუხარდებოდა თოვლი მისი გამოგნზავნილი მეგონა და ტყუილად რომ არ გაფანტულიყო….
მამაჩემს სამსახურში ძაააააააააალიან ადრე მისცეს სიმენსის აგურის ხელა ანტენიანი მობილური…ნუ მაშინ ეგ იყო რავი… შოკი.. hოოოოოოოოდა ყოველდღე მამაჩემი ტელეფონზე რომ ლაპრაკობდა და რომ გათიშავდა, ანთებული თვალებით მივიდოდი და ძაააააააააააააააააააალიან მათხოვრულად და იმედის მაძიებელი ხმით– მამა დიდი გოგო რომ ვიქნები ხო მაჩუქებ? ” miss_pepsi , ერთი ფორუმელი გოგონა 🙂
მეგონა, რომ ყველა ასოს და ციფრს თავისი ფერი აქვს (ნაწილობრივ ახლაც მგონია).
მეგონა, რომ ყველა დედა ბავშვს “ისხამდა” მუცელში და შემდეგ ჭრიდნენ და ამოჰყავდათ.
მეგონა, რომ ბევრ ნაყინს თუ შევჭამდი, ტვინი გამეყინებოდა და სულ მინდოდა, მენახა ნაყინის ტვინი.
მეგონა, რომ მე და ჩემი ძმა ტყუპები ვიყავით (5 წლით უფროსი ვარ).
მეგონა, რომ გადაცემა “პოლე ჩუდესს” “ტიშკონკო-ტიშკონკო” ერქვა, ასე ვეძახდი კიდეც.
მეგონა, რომ მამაჩემი მძღოლი იყო, რადგან ნაცრისფერ პლაშს ატარებდა. მძღოლები ხომ ნაცრისფერ პლაშს ატარებენ.
მეგონა, რომ თუ არ შევჭამდი, ბაზრის “ციგანკები” მოვიდოდნენ, დამავლებდნენ ხელს და მომიტაცებდნენ. მერე კიდევ სადღაც ჯანდაბაში გამყიდიდნენ. ამისი კიდევ უფრო მეშინოდა, როცა ვხედავდი, თუ როგორ ხელჩაბღუჯული დაჰყავდათ “ციგანკებს” პატარ–პატარა მოთხუპნული ბავშვები.
კიდევ ბევრია, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ. ისე, ეგ ტეგ თამაში უკვე იყო :))
მდა. მე არ მინახავს. მე ხო ახალბედა ვარ : )
ჰაჰა ) იმიტომ რომ “ვიძიშტი” მესამე იყო და მესამე (ანუ უმცროსი) დები, ზღაპრებში აპრიორი ყველაზე კარგი ტიპები არიან? ))
იმიტომ, რომ რეალურადაც მესამე შვილი ვარ : )
აა 🙂 ეგ არ ვიცოდი )
უფროსი მეგონე რატომღაც O.o
ჰაჰა, გადავხედე პოსტს კიდევ ერთხელ და ნეტავ ამის შემდეგ
მაინც რატომ მეგონა რომ უფროსი იყავი..
ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, პრინციპში )))
როგორ შეუშინებიხარ მშობლებს 😀
მე ძალიან მოსაწყენი ბავშვობა მქონდა – არაფერი არ მეგონა(გარდა იმისა, რომ ბაბუაჩემი ყველაზე მაღალი იყო და კაკლის ხეებზე ეშმაკები ცხოვრობდნენ), ყველაფერი ვიცოდი ისე, როგორც იყო 😦
ჰა ჰა 😀 რამდენი ნადნობი “მეგონა” იყო.
“მეგონა, რომ ყველა მატარებელი გურამიშვილამდე მიდიოდა.”
აი ამაზე ცუდად გავხდი, ბავშვობის კოშმარი, მატარებელში რომ ჩავჯდებოდი (სარაჯიშვილამდე უნდა მივსულიყავი მაშინ) და გურამიშვილამდე ყურებგაფართოებული ვუსმენდი, ვაიმე არ გამოაცხადოს “მატარებელი მიდის გურამიშვილამდე”-თქო 😀
მადლობა რომ დამთაგე. ოღონდ მე მსგავსი პოსტი მიწერია უკვე, დვორსკიმ დამთაგა ერთ დროს. ერთ-ერთი პირველი იმემე იყო ეს ქართულ ბლოღოსფეროში. აქვე მივლინკავ ჩემს ძველ პოსტს :))
http://katiee.ge/bavshvobashi-megona-rom/
sorry, ნადნობი კი არა, ნაცნობი უნდა დამეწერა ზემოთ 😀
same here – http://www.dgiuri.com/2009/08/blog-post_8322.html
მეგონა, რომ ჩემი ძმა ძალიან დიდი იყო. gegona ra egre ar aris. 🙂
მეგონა რომ მოლას ნისკარტი ჰქონდა… 🙂 საჭმლის არჭამაზე ჩემთან გუსი-ლებედები მოფრინავდნენ და მივყავდი სადღაც. კვირის ყველა დღეს თავისი ფერი ქონდა. მეგონა რომ 2 ოცთეთრიანი და ერთი ათთეთრიანი უფრო ნაკლები იყო ვიდრე ოქროსფერი 50თეთრიანი… ხო კიდე მეგონა საათს თუ უკან დავატრიალებდი და უკან ვივლიდი წარსულში დავბრუნდებოდი… მეტი აღარ მახსოვს 🙂
ბავშვობაში მეგონა რომ, მერლინ მენსონი იყო ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არ სწამდა ღმერთის.
მარტოს ეს გამახსენდა ახლა.
კიდევ რაღაც-რაღაცეები მეგონა თუმცა ბევრი არა, არ მახსენდება ახლა 🙂
ბავშვობაში მეგონა რომ 16 წლისა კომუნიზმში შევაბიჯებდი (ანუ 1980-ში).
me sul mikvirda ezodan dedas rom vedzaxdi rogor xvdeboda dedachemi rom me vikavi. sxvebic xom “deeeedaaaa’-s kvirodnen 🙂
megona zebunebrivi dzalebi mqonda dgemde vamtkiceb rom chemi 1 satamasho gavaqree magram aravis sjera… samcuxarod ukan ver gavachine:) kide vcdilobdi sagnebi haershi amecia mzerit :)))
chemi dzma rom gachnda megona deda bagshi camikvanda da ukan agar momikvanda – iq damtovebda.
sul meshinoda metroshi dzveli gasavlelebi rom iko daiketeboda da gavichklitebodi:)
kide megona roca vidzinebdi satamashoebi cocxldebodnen da ertmanets elaparakebodnen, xshirad tavs vimdzinarebdi da vutvaltvalebdi ras gaaketebdnen, magram…. :))))
gashlili qolgit karadidan vxtebodi, megona chamovfrindebodi, tumca sul iatakze venarcxebodi… :):):)
89- shi chem satamashoebtan ertad mec vshimshilobdi skamebze gadafarebuli nachrebit karvebs vaketebdi… (megona televizoridan mxedavdnen)
9 aprilis mere yvavilebit savse parlamentis ezo rom vnaxe megona rom is yvailebi sul iqneboda… da dzalian meshinoda tankebis….
tovlis gunadze rom multfilmi iko dzalian miyvarda – megona 1 dges mec bushtebit gavfrindebodi da grublebze vixtunavebdi…
“მეგონა, პლანეტა მერკურის მერკური ქუინების გამო დაერქვა.”
აუ ეს მეც მეგონა.
კიდევ მეგონა, რომ ბაღი დებილი ბავშვებისთვის იყო, ამიტომ ვერ ვიტანდი იქ სიარულს და თან წერა-კითხვა უკვე ვიცოდი, რომ მიმიყვანეს.
ოფფ:”იდეალური სასიძო” რომელი ფილმია??? ვინ თამაშობს, ხომ არ გახსოვს???
megona,rom Chemi korpusis ezoshi mdgom garajebs fanjrebidan ver xedavdnen da me da chemma megobarma garajis Tavze movfsit dgisit, mzisit ))
megona,rom Chemi sawolis qvesh zangi kaci iwva danit xelshi..amitom,sanam chustebshi fexebs chavyofdi, jer loginis qvesh viyurebodi
megona,rom bagis eqimi darejani yurshi nemss gamiketebda
megona,rom yvela cnobili momgerali ukve mkvdari iyo
megona,rom babuachemi chagara daibada
Megona,rom qorwilis shemdeg qali avtomaturad orsuldeboda- anu organizmi tavisit warmoqmnida chanasaxs
megona,rom internet kafeshi sachmels chamda xolme chemi deidashvili
megona,rom radiatoris mili usasrulod grdzeldeboda. Amitom,roca radiatorebi gadachres, jer mtvris gorgolebi,kevis qagaldebi da yvelanairi xaraxura chavyare shignit, rac chaetia, mere shnuri chavushvi da ramdenime wutshi qvevita mezobeli suliko amomivarda saxlshi, ase rogor sheidzlebao)) xD
აუცილებლად უნდა წავიკითხო!
vidzishti, tu ar ityuebi, chemi favorite adamiani xar.. tu ityuebi favorite autori.
we gon’ party tonight
megona rotugamit balishis kvesh wigns amovidebdi ,dilit kvelaperi mecodineboda D:D
megona rom tu gamit aseve balishis kvesh gasagebsa da puris natexs amovidebdi ,chemi sakmro dameesizmreboda 😀
megona rom miwis vashli silis kvesh unda kopiliko DD xodaertxel silis grovis chxrekisas vipove ragac da vchame D:D
megona romm televizorshi vinc chanda yvelaa am patara yutshi iko motavsebuli,mikvirda rogor etevianemtki da vcdilobdi zogi ikedan amomekvana :DD
vocnebobdi sadme bayayi menaxa rom mekocna da princad gadamekcia D:D
ადამიანი პოსტი ^_^
მე მეგონა “პადზემკა” ის ადგილი იყო სადაც ხალხი ფულს და ძვირფასეულობას მალავდა.. მერე ჯერ ბანკი ვნახე და ბოლოს პადზემკაც
me bavshvobashi mainteresebda sad midioda matarebeli bolo gacerebis mere, ra garantia mqonda rom visac tyuilze davificebdi mokvdeboda, mqonda tu ara rame super dzala , martla qonda tu ara chem maswavlebels tvalebi kepaze ;D
ragac gadacharbebuli da shelamazebuli “bavshvuri” carmodgenebi gqonia shen..
– ბავშვობაში მეგონა, რომ ჩემი მეზობლის ქმარი გოგია მყავდა მუცელში (თოთო ბავშვივით მელოტი თავი ჰქონდა და მეც მეგონა).
– მეგონა, რომ განდონი გრძელი ნავი იყო, რომლითაც შვინეციაში, თუ ფინეციაში (ეს ზუსტად არ ვიცოდი) დაცურავდნენ.
– მეგონა ჩემს უზარმაზარ კუს იმიტომ არ ესმოდა ჩემი, რომ თათარი იყო (მამამ ბაქოდან ჩამომიყვანა).
– მეგონა, რომ ჩემი მეზობელი თაყა სახეზე ძალიან ჰგავდა ჩახოხბილის (უფრო სწორად ჩაქათმულის) თეთრ ხორცს.
– მეგონა თუ რამეს დავაშავებდი დედაჩემი ცერა თითის ფრჩხილში დაინახავადა.
– მეგონა ბევრ მარილს თუ შევჭამდი დავპატარადებოდი და ამიტომ არ მეშინოდა გაზრდის.
ერთი კვირაა რაც შენი ბლოგის კითხვა დავიწყე და ძალიან მომწონს. . .