ვირჩევთ გალაქტიკის მერს

ჩემი პირველი არჩევნები იყო დღეს. ჯერ მობილურით გადავამოწმე ჩემი თავი სიაში. მე რა, ჩემმა ძმამ გადაამოწმა და რომ აღმოჩნდა, სიაში არ ვიყავი, ტვინი შემიჭამა, წადი, განცხადება დაწერეო. ხოდა, დამეზარა და ვიფიქრე, დავიკიდებ-მეთქი. თან გავბრაზდი, ხომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ, რომ უკვე გავხდი 18 წლის-მეთქი 😀 ჩემდა გასაკვირად, მაინც მომივიდა სახლში მოწვევა და  პასუხისმგებლობა ვიგრძენი (ამ ტიპის: კაი მე არ წავალ, მაგრამ ყველამ რომ ეგრე იფიქროს, ხომ არაფერი გამოვა?) ხოდა, წავედი. არადა სეირის ყურება უფრო მიყვარს, ვიდრე სეირში მონაწილეობა. სეირი კი შედგება, მამმა. ჩვენთან ხომ პოსტ-არჩევნული მღელვარება უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე ვიდრე პრე-არჩევნული, ანუ საარჩევნო კამპანია.

ნეტავ ის დრო როდის დადგება, როცა დამარცხებული კანდიდატი გამარჯვებულს მიულოცავს და მერე მშვიდად შეუდგება შემდეგი არჩევნებისთვის მზადებას. მაშინ მივხვდები, რომ უკვე დიდი ბიჭები არიან ჩვენი პოლიტიკოსები.

რაც შეეხება შედეგებს. ალბათ, მოიგებს უგულავა. ტყუილად კი არ აცხო პური, იმუშავა ყასბად, მშენებლად, მასწავლებლად….  ამასწინათ ვიღაცებმა ისიც მითხრეს,  ინტიმურ ტელეფონზე დავრეკეთ და გიგი უგულავამ გვიპასუხაო 😮

Continue reading “ვირჩევთ გალაქტიკის მერს”

ბელკა, სტრელკა და იური

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბლოგის ზედა მარჯვენა კუთხეში წერია _ ლოთი კასმანავტკა. დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს წარწერა დედაჩემმა რომ ნახოს, ნეტა რომელი სიტყვა უფრო გააკვირვებს- პირველი თუ მეორე-მეთქი : ) ისე, ლოთობასა და კოსმონავტობას აქვს ერთი დიდი მინუსი, რაშიც დედაჩემი ნამდვილად დამეთანხმება:  ხანდახან ისეთი  მნიშვნელოვანი რამეც კი გავიწყდება,  როგორიცაა ის, რომ  12 აპრილი კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეა. ჩემდა სამარცხვინოდ, მე სწორედ ასე დამემართა.

ახლა თავს ვიმშვიდებ, რომ ძალიან გვიანი არაა და სანამ დროა,  ვულოცავ: იური გაგარინს, შოთა გაგარინს, ბელკას, სტრელკას და ნიკიტას. პოსტი მონა ლიზაზე მოიცდის : )

იმდენია სათქმელი, რომ აღარც ვიცი, საიდან დავიწყო.

იქნებ სჯობს, დასაწყისისთვის გითხრათ, რომ გაგარინი არ მომკვდარა, უბრალოდ უცხოპლანეტელებმა დაიტოვეს, რადგან ის ზედმეტად სიმპატიური იყო იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში ეცხოვრა. ბარემ იმასაც გეტყოდით, რომ  ამ დროისათვის უცხოპლანეტელებს უკვე თან  ჰყავდათ ასევე ზედმეტად სიმპატიური მერლინ მონრო. მან სწორედ ,,სიკვდილის” წინა დღეს დაურეკა რომელიმე კენედის და უთხრა: ჯონ (ბობ), აღარ შემიძლია აქ,  გამიშვი კოსმოსში, თუ შეგიძლია. ჯონმა (ბობმა) იუარა. მაშინ მერლინმა წყენით გაახსენა, შენს (შენი ძმის) დაბადების დღეზე რომ ვიმღერე, ეგ ხო კაი იყოო? და  დაითანხმა.  რას იფიქრებდა კოსმოსში 1962 წელს გაშვებული მერილინ მონრო, რომ 1968 წელს მას სიმპატიური რუსი ჭაბუსი, იური შეუერთდებოდა  და დიდხანს იცხოვრებდნენ კოსმოსში,  მფრინავი საბჭოური ძაღლებით გარშემორტყმულნი.  იცხოვრებდნენ მშვიდად, მოუსმენდნენ ბიტლზებს (,,ჩაკრულოსაც”) და იშვიათად გამოიხედავდნენ დედამიწისკენ.

Continue reading “ბელკა, სტრელკა და იური”