ვირჩევთ გალაქტიკის მერს

ჩემი პირველი არჩევნები იყო დღეს. ჯერ მობილურით გადავამოწმე ჩემი თავი სიაში. მე რა, ჩემმა ძმამ გადაამოწმა და რომ აღმოჩნდა, სიაში არ ვიყავი, ტვინი შემიჭამა, წადი, განცხადება დაწერეო. ხოდა, დამეზარა და ვიფიქრე, დავიკიდებ-მეთქი. თან გავბრაზდი, ხომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ, რომ უკვე გავხდი 18 წლის-მეთქი😀 ჩემდა გასაკვირად, მაინც მომივიდა სახლში მოწვევა და  პასუხისმგებლობა ვიგრძენი (ამ ტიპის: კაი მე არ წავალ, მაგრამ ყველამ რომ ეგრე იფიქროს, ხომ არაფერი გამოვა?) ხოდა, წავედი. არადა სეირის ყურება უფრო მიყვარს, ვიდრე სეირში მონაწილეობა. სეირი კი შედგება, მამმა. ჩვენთან ხომ პოსტ-არჩევნული მღელვარება უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე ვიდრე პრე-არჩევნული, ანუ საარჩევნო კამპანია.

ნეტავ ის დრო როდის დადგება, როცა დამარცხებული კანდიდატი გამარჯვებულს მიულოცავს და მერე მშვიდად შეუდგება შემდეგი არჩევნებისთვის მზადებას. მაშინ მივხვდები, რომ უკვე დიდი ბიჭები არიან ჩვენი პოლიტიკოსები.

რაც შეეხება შედეგებს. ალბათ, მოიგებს უგულავა. ტყუილად კი არ აცხო პური, იმუშავა ყასბად, მშენებლად, მასწავლებლად….  ამასწინათ ვიღაცებმა ისიც მითხრეს,  ინტიმურ ტელეფონზე დავრეკეთ და გიგი უგულავამ გვიპასუხაო😮

მოიგებს და განრისხდება ალასანია. შევარდება მერიაში, ხალზე ხელს მიიჭერს (სინამდვილეში ეს ბომბის ასამოქმედებელი სენსორია) და.. ბუმ-ბუმ! აფეთქდებიან ერთად. მერი კი გოგი თოფაძე გახდება, ჩვენი ქალაქიდან აღარავინ გაიქცევა, მხოლოდ ხანდახან მოგვენატრება ლოყაწითელი გიგი (არადა გუშინ ვნახე, შადრევანს ხსნიდა:( )

მოკლედ, 5-იანზე იყო ყველაფერი -სიაში ხელმოწერა, მარკირება, კაბინაში ჭოჭმანი და ბიულეტენების ჩაყრა. საარჩევნო  უბნიდან რომ გამოვედი,  ვიღაც გოგოებმა მკითხეს, ხმა ვის მიეცითო. ვუთხარი, რომ იური გაგარინს მერად, ნილ არმსტრონგს საკრებულოში, სტრელკას კი_ მაჟორიტარად : ) და დაბნეულობამ რომ გაუარათ, რაღაც ჩაიწერეს, ალბათ ის, რომ მე პრორუსულ ძალებს ვუჭერ მხარს.

აი დარდი. აი, მაშინ, როცა საყოველთაო გლობალიზაცია მოხდება, (ნუ, არც ისე საყოველთაო მხოლოდ რამდენიმე გალაქტიკის მასშტაბით) ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომი, მილქივეი) მერის არჩევნებსაც გავმართავთ. სლოგანები კი ასეთი იქნება:

,, მოვდივარ რაკეტით, გპირდებით რაკეტებს” (ცოდო არაა, ასეთი გალაქტიკიდან ხალხი გააქციო?)

,, სტრელკა _ 10 თეთრი

ბელკა _ 5 თეთრი

ვალენტინა_ უფასო”

და…

,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია” _ ამ სლოგანს ვერ ვცვლი.   ყველა დროსა და სივრცეში მუშაობს და იმიტომ😀

ვოტ ტაკ.

თქვენ იყავით არჩევნებზე?

8 thoughts on “ვირჩევთ გალაქტიკის მერს

  1. jaba

    პასუხები კითხვაზე “ვის მიეცი ხმა?”:
    1) სტრელკას, გაგარინს, არმსტრონგს
    2) აუ რავი ტო, არ გეტყვი
    3) ძიძიგურს იასნად, მევასება რა ეს ოპოზიცია
    4) ოპოზიციას
    5) ნუ ლახავთ ჩემს უფლებას დავიტოვო საიდუმლოდ ჩემი არჩევანი

    =

    ხმა მივეცით ნაციონალებს :O

    შე კონფორმისტო😐

    1. მე კონფორმისტი ვარ და თოფაძე კიდევ ანდერგრაუნდია😀😀

      1. jaba

        gache axla nu idzaxi rames mainc to :O azrze ar xar am sakitxebis da es am frazazec getyoba:
        shen rom politikis azrze iyo, mixvdebodi aqamde, rom anderground tofadze ki ara, vashadzea😉

  2. არ ვყოფილვარ მე..
    დამეზარა რაღაც, არადა, ახლა გული მწყდება და ხერხემალი მიცახცახებს..😦

  3. ჰაჰა კარგი პოსტია :)) ვიხალისე გალაქტიკის მერის არჩევნები საინტერესო იქნებოდა :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s