თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბლოგის ზედა მარჯვენა კუთხეში წერია _ ლოთი კასმანავტკა. დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს წარწერა დედაჩემმა რომ ნახოს, ნეტა რომელი სიტყვა უფრო გააკვირვებს- პირველი თუ მეორე-მეთქი : ) ისე, ლოთობასა და კოსმონავტობას აქვს ერთი დიდი მინუსი, რაშიც დედაჩემი ნამდვილად დამეთანხმება: ხანდახან ისეთი მნიშვნელოვანი რამეც კი გავიწყდება, როგორიცაა ის, რომ 12 აპრილი კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეა. ჩემდა სამარცხვინოდ, მე სწორედ ასე დამემართა.
ახლა თავს ვიმშვიდებ, რომ ძალიან გვიანი არაა და სანამ დროა, ვულოცავ: იური გაგარინს, შოთა გაგარინს, ბელკას, სტრელკას და ნიკიტას. პოსტი მონა ლიზაზე მოიცდის : )
იმდენია სათქმელი, რომ აღარც ვიცი, საიდან დავიწყო.
იქნებ სჯობს, დასაწყისისთვის გითხრათ, რომ გაგარინი არ მომკვდარა, უბრალოდ უცხოპლანეტელებმა დაიტოვეს, რადგან ის ზედმეტად სიმპატიური იყო იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში ეცხოვრა. ბარემ იმასაც გეტყოდით, რომ ამ დროისათვის უცხოპლანეტელებს უკვე თან ჰყავდათ ასევე ზედმეტად სიმპატიური მერლინ მონრო. მან სწორედ ,,სიკვდილის” წინა დღეს დაურეკა რომელიმე კენედის და უთხრა: ჯონ (ბობ), აღარ შემიძლია აქ, გამიშვი კოსმოსში, თუ შეგიძლია. ჯონმა (ბობმა) იუარა. მაშინ მერლინმა წყენით გაახსენა, შენს (შენი ძმის) დაბადების დღეზე რომ ვიმღერე, ეგ ხო კაი იყოო? და დაითანხმა. რას იფიქრებდა კოსმოსში 1962 წელს გაშვებული მერილინ მონრო, რომ 1968 წელს მას სიმპატიური რუსი ჭაბუსი, იური შეუერთდებოდა და დიდხანს იცხოვრებდნენ კოსმოსში, მფრინავი საბჭოური ძაღლებით გარშემორტყმულნი. იცხოვრებდნენ მშვიდად, მოუსმენდნენ ბიტლზებს (,,ჩაკრულოსაც”) და იშვიათად გამოიხედავდნენ დედამიწისკენ.
ისე კი, საბჭოური ძაღლები ბევრი ჰყავდათ.
_ამდენი რატომ გამოუშვეს, იური? _ჰკითხა ერთხელ მერლინმა გაგარინს.
_ საშიში იდეები ჰქონდათ და იმიტომ, -უპასუხა გაგარინმა მერლინს.
/შენიშვნა: სულ კოსმოსში 57 ძაღლი გაუშვეს. ზოგი_ რამდენჯერმე/.
სხვათა შორის, კოსმოსში მხოლოდ მდედრ ძაღლებს უშვებდნენ, რადგან მოწყობილობა, რომელიც კოსმოსში ძაღლების ,,მამაძაღლობებს” აგროვებდა, მხოლოდ მდედრებზე მუშაობდა.
გაინტერესებთ, ცხოვრობდნენ თუ არა ბელკა და სტრელკა იურისა და მერლინთან ერთად? არა, არ ცხოვრობდნენ, რადგან ისინი პირველი ძაღლები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე დაბრუნდნენ. არა მარტო ისინი, დაბრუნდა ,, სპუტნიკ2-ის” მთელი ეკიპაჟი: 1 ბელკა, 1 სტრელკა, 1 თეთრი კურდღელი, 42 ნაცრისფერი თაგვი, 2 ჩვეულებრივი ვირთხა და ბუზები.
უცნობია, რა ბედი ეწია ბელკას. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ის საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა, სანამ ალაპარაკდებოდა. აი, სტრელკას კი უგონოდ შეუყვარდა ძაღლი, რომელსაც პუშოკი ერქვა და კოსმონავტურ ცდებში მონაწილეობდა. სამსახურეობრივი რომანი ბედნიერად დასრულდა და მათ 6 ლეკვი შეეძინათ. მათგან ერთ-ერთს პუშინკა დაარქვეს. პუშინკას ძალიან გაუმართლა, რომ დედასავით ხომალდ-ხომალდ ბოდიალს გადაურჩა. მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა იგი ჯონ კენედის წარუდგინა. ეს მოხდა 1961 წელს. ჯონ კენედიმ პუშინკათი მოგვრილი აღტაცება შვილს, კეროლაინს გაუზიარა (მერლინს მდაბიო ძაღლები დიდად არ იზიდავდნენ). გოგონას პუშინკა ძალიან მოეწონა. საერთოდაც, კეროლაინს ძაღლები ძალიან უყვარდა და თვითონაც ჰყავდა ძაღლი, სახელად ჩარლი. მერე ის მოხდა, რაც არც ჯონს გახარებია და არც ნიკიტას: პუშინკამ და ჩარლიმ ცივ ომს ყურადღება არ მიაქციეს და მხურვალე რომანი გააჩაღეს. ხრუშჩოვსაც რაღა უნდა ექნა, თავქარიანი პუშინკა (ასეთები არიან ცნობილი დედების შვილები) თეთრ სახლში დატოვა და ცოტათი გაბრაზებული დაბრუნდა სსრკ-ში. რუსულ-ამერიკული სიყვარული 4 ლეკვით დაგვირვინდა. პუშინკას შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და წვიმიან დღეებში კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობენ.
რაც შეეხება იურის, მას ხანდახან ახსენდება მშობლიური სოფელი კლუშინო და არ იცის, რომ ამ სოფელს 1968 წელს გაგარინი დაარქვეს. სამაგიეროდ იცის, რომ ჯონ კენედი მერლინის გაუჩინარებიდან სულ მალე მოკლეს, მაგრამ მერლინს უმალავს, რომ გული არ ატკინოს. ყოველი წლის 12 აპრილს იური იხსენებს თავის პირველ გაფრენას, უყურებს ჩვენს პლანეტას და ოდნავი სინანულით იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც 12 აპრილს, დედამიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ თქვა:
,,დედამიწა ცისფერია.. და ძალიან ლამაზი”.
თავად გაარკვიეთ, რა არის სიმართლე ამ პოსტში. სიმართლე კი ნამდვილაად არის : )
ki gamecina ise 😀
kai posti iyo 😉
ara da sinamdvileshi kotoriko gvatua gaprinda pivelad kosmoshi. 1930 wels moxda eg samegreloshi roca kotorikom mezoblis cxeni moipara da mosaklavad gamodevnebuls kosmosshi geqca. am saocari mogzaurobis mizezi mezoblis cxeni iyo romelic turme ratxanoidebis rasisi samecniero xomladic iyo amavdroulad. xoda zustadac tvitgadarchenis instinqtma aidzula cxeni (ratxanoidebi) zecad ajriliyo da kotoriko sasikvdilod gaeyina. am movlenis shemdeg moxda is rasac chven megruli enis dabadebas uwodebt. megruli ratxanoidebma shtaagones, gafrenisas kotorikos mezobels romlic gaugnebuli gascqeroda to rogor aijrnen cashi misi cxeni (chxerimela) da kotoriko.
simartle am postshi is aris rom shen deda gyavs da momatyuee vici ardaetanxmebi am komentars radgan sxvebi ver gaigeben da am postan anu mtlianobashi arafer shuashia
გააკეთე ბიჭო ბლოგი შენ : ) დამიჯერე რა. პოსტებს მე შეგისწორებ გრამატიკულად : )
კარგია, კოსმოსზე რომ იწერება. თუნდაც ტყუილ მართალი 🙂
Встречайте героев космосса
Click Here for Detail
:)))))))) წინასიტყვაობა რათ უნდოდა . პირდაპირ კოსმონავტიკით უნდა დაწყებულიყო.
“რა მარტო ისინი, დაბრუნდა ,, სპუტნიკ2-ის” მთელი ეკიპაჟი: 1 ბელკა, 1 სტრელკა, 1 თეთრი კურდღელი, 42 ნაცრისფერი თაგვი, 2 ჩვეულებრივი ვირთხა და ბუზები.–:))))))))))