შავი თვალების შესახებ

დღეს ყველაზე უცნაური სერჩ-თერმი ვნახე ჩემთან,  რაც კი სერჩ-თერმები მინახავს.  არც სასაცილო იყო, არც გონებამახვილური. მხოლოდ უცნაური.

ხოდა, დავიბენი. ვიღაცამ დაასკვნა, რომ შავი თვალები არ არსებობენ და დაინტერესდა იმით, ვინმეს თუ უთქვამს ეს აქამდე. გუგლმა კი ჩემკენ გამოუშვა. არადა, მე მართლა მჯერა, რომ შავი თვალები არსებობენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მჯეროდა.

ამაზე ერთი ძველი სიმღერა მახსენდება,  გოგოს რომ მაყვალს უგავს თვალები და მერე  რომ მაყვალს უდგება..  თვალები. სისულელე სიმღერაა, მაგრამ დასკვნის გამოტანა შეიძლება. ჩვენს წინაპრებს ძალიანაც ევასებოდათ შავი თვალები. ყოველ შემთხვევაში, მე ცისფერი თვალებისთვის მიძღვნილი  არც ერთი ძველი სიმღერა, არც ერთი ძველი ლექსი, არც ერთი ძველი მხატვრული სახე არ მახსენდება. ,,ვეფხისტყაოსანში” ხომ საერთოდ გიშრის თვალ-წარბ-წამწამების პარადია.

არ ვიცი, როდის შემოვიდა მოდაში ცისფერი თვალები ჩვენთან. ვფიქრობ, ასე, მეცხრამეტე საუკუნეში. ელდა ეცემოდათ, ალბათ, გიშრისთვალება თავადის ასულებს, რაკი მათმა თაყვანიმცემლებმა ,,ცისა ფერს” დაუწყეს ტრფობა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ილია ჭავჭავაძე დარჩებოდა შავი თვალების ერთგული. ,,რად გვინდა რუსული ცისფერი თვალები, განა ჩვენ ქალებს უარესი თვალები აქვთ?!”  – ლოგიკით. ახლა კი ცისფერი თვალების მიმართ დაახლოებით იმავე ტიპის ნოსტალგია აქვთ ჩვენს ბიჭუნებსა და მათ მამიკოებს, როგორიც წვერის გასაპარსად მოსკოვში ფრენისა და რუსი ნატაშების მიმართ.

რუს ნატაშებს ხომ ყოველთვის ცისფერი თვალები აქვთ, ფეხებზე ქერა ღინღლები და აპრეხილი ცხვირები, რომლებიც სიბერეში რატომღაც უსივდებათ ხოლმე. ქართველ გოგოებს კი თაფლისფერი თვალები აქვთ, ფეხებს, როგორც წესი იპარსავენ, ცხვირების შესახებ  კი სიცოცხლის ბოლომდე წუწუნებენ.

არასდროს მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ცისფერი თვალები რომ მქონდეს-მეთქი და არც ლინზები მიყიდია  (მეტიც,  ყველა გოგო შტერი მგონია, ვინც ლინზებით იცვლის თვალის ფერს _ ვფიქრობ, იმიტომ იცვლის, რომ მერე ადნაკლასნიკებზე კომპლიმენტები მიიღოს). როცა ბიჭები მეუბნებიან, რომ ცისფერ თვალებზე გიჟდებიან, მათი ცდუნების ყოველგვარ სურვილს ვკარგავ. და  რაც შეხება შავ თვალებს _  მგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ მომაკვდინებლად შემოგხედონ. თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ არსებობენ.

ზემოთ ჩემი თვალებია : )

39 thoughts on “შავი თვალების შესახებ

    1. upiratesi

      me miyvars shavi tvalebi, da bevri dzebnis shemdeg agmovachine zangebze ))
      qartveleze ramdenimeze minaxavs dzalian muqi yavisferi 🙂 shavtan yvelaze axlos 🙂 erti masws hqonda, meore jgufels 🙂

      nacrisfer tvalebs vedzeb da jer ver vipove :S

  1. შავი თვალები არსებობს
    და შავი თვალების ერთ ერთი სილამაზე ოდნავი სიელმეცააო (ასე გამიგია)

    ჰოდა ვივა შავ თვალებს : ) თუმცა თვალი რაფერიც არ უნდა იყოს მისი ”გამოყენება” უნდა იცოდე სწორად ^_^

  2. ყველა თვალის ფერი კარგია, გააჩნია მზერას :დ ხოლო მზერას მარტო თვალის ფერი არ ქმნის, წარბი, წამწამი და კიდევ რაღაც :ტჰინკ:

  3. ” ძველი და გაცვეთილი” ჭეშმარიტება: თვალის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ჩახედავ, თავის ქალის უკანა კედელი არ დაინახო 🙂

    შავი თვალები “ცოცხლად” მაქვს ნანახი 🙂 ჩემს ორ მეგობარს აქვს. სამაგიეროდ მწვანე თვალებზე “უხლია” ჩემთვის ბევრს, ეგ ფერი არ არსებობს და ტყუილად გიხარიაო 🙂 ლოლ.

    ნუ ვობშემ. ისევ და ისევ, ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აზრი გამოხედვაში 🙂

  4. HeLLa

    სხვათაშორის სუფთა ქართული გენი მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი, მათ შორის ცისფერი თვალის ფერიც. ასე, რომ ცისფერი თვალების სიყვარულის გაღვივებას სულ სლავებს ნუ მივაწერთ. ისე კი, პირადად ჩემთვის მარტო თვალის ფერი არაფერზე მეტყველებს. მთავარია, როგორი როგორი ოპტიკა მოყვება 🙂 და როგორ არის ეს ყველაფერი სახესი ჩამონტაჟებული 🙂

  5. კარგა ხნის წინათ ერთმა კომპეტენტურმა პირმა მითხრა ამაზე. ჩემ დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდა წინადადება: ფერადი გარსი შავი ვერ იქნება, მერე ხომ გუგები საერთოდ აღარ გამოიყოფა თვალის კაკლისგან. ანუ ისეთი იქნება, როგორიც ამ ფოტოში ანინასია (: ასევე ამას წინ გავიგე, რომ ცისფერთვალება ქერები სვანებში მრავლად მოიძებნებიან. და საერთოდ, ჩვენებურ ჩრდილოელებში. არა, შავგრემნები მაინც გამორჩეულები არიან (:

  6. ორივე ღრმაა.
    ცისფერი – ცის სიმაღლე და ზღის სიღრმეა(ამ კატეგორიაშია მოცისფრო, ზღვისფერი, მწვანე და სხვ.) და ამიტომ ოცნების.
    შავი – მიწისა, ჯოჯოხეთის, რეალობის, ცბიერების, ინტელექტის.
    სუბიექტურია მგონი 🙂

  7. teona

    სხვისი არ ვიცი მე და არც რუსი ნატაშების ცისფერი თვალების ძლიერების მჯერა,როგორც ბაბუაჩემი ამბობს,თუმცა შავი თვალები ჩემი სისუსტეა:D
    ერთ დროს,შავმა თვალებმა გემრიელად ამაფორიაქა 🙂
    ბავშვობიდან ვამბობდი,რომ შავი მაინც შავია–მეთქი,
    ბავშვობოდან შავთვალება ბიჭები მომწონდა,სამწუხაროდ,ბავშვობა უკან დამრჩა,
    ძვირფასო,დამაფიქრე,ხო იცი შენ,ამ ბოლო დროს “შავები”გაქრნენ და “ცისფერები” შემომესივნენ 😀
    გადაშენდნენ,მე მგონი,ან ცისფერი ლინზებით იმალავენ,ლამაზ თვალებს..:)მიყვარს მე შავი თვალები,შენი თვალები.

  8. შოთა

    შავი თვალები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მათი აღქმა.
    საქართველოში ისინი ვერ აღიქმება, იმიტომ რომ შავი ფერი ქართველი გოგონების ნაციონალური ფერია. და როგორც ყველაფერი ნაციონალური, მოსაწყენია.

    თუ გინდა, რომ შავი თვალები დააფასონ, უნდა წახვიდე სკანდინავიაში. სილამაზე თავისთავად არ არსებობს, ის მაყურებლის თვალშია.

  9. ხალხნო ვინმემ მანახეთ არანაფოტოშოპარი, არამუქიყავისფერი და არამუქილურჯი თვალები… ლინკი მაინც დადეთ სურათის… თორემ იმდენი ამბობს შავთვალებიანი ნაცნობი მყავსო რომ ეჭვი მეპარება ჩემს სისწორეში… რა იცით იქნებ ნობელის პრემიას გამოვკრათ ხელი :):)

      1. შენი დის სურათი მაჩვენე როგორმე. დადე ერთი დღით ბლოგზე… ყოველდღე შემოვდივარ მაინც, მაინტერესებს მართლა.

  10. თვალის ფერს იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რამდენადაც ჭრილს, ფორმას. ჩემს შეყვარებულს აქვს ერთი თვალი სხვადასხვა ფერის: მომწვანო–თაფლისფერი და ყავისფერი. ლინზებს რაც შეეხება: სიამოვნებით ვიქონიებდი წითელი ფერის ლინზებს, ან მთლიანად,შავი ფერისებს (Limp bizkit–ის გიტარისტს რომ აქვს :))

  11. knuti

    მე როგორც ვიცი, არ არსებოსბ თვალის ფერი “შავი”. შესაძლოა იყოს ძალიან მუქი ყავისფერი, მაგრამ არა შავი, რადგან პიგენტი შავი არ არსებობსო.

    სადღაც წავიკითხე თუ ბიოლოგიაში ვისწავლე/./.. მართკა არ მახსოვს. შესაძლოა ვცდები კიდეც, გადავამოწმებ აუცილებ;ლად )

      1. knuti

        შესაძლოა ))
        უფრო წავიკითხავდი )) მასწავლებლის ნათქვქმები ნაკლებად მამახსოვრდებოდა :დ

  12. ბავშვობაში ვოცნებობდი ცისფერ თვალებზე..ერთი ბიჭი მომწონდა და იმას შევჩივლე, ხო მაგარი იქნებოდა რომ ცისფერი თვალები მქონდეს–თქო.. ბიჭმა კი დასტოინი პასუხი გამცა_ საერთოდ დაკარგავდი შენს მიმზიდველობასო. ასე რომ დავრჩი ჩემივე მუქიწაბლისფერი თვალებით.. დღეს კი ეს ძალიან მომწონს..

  13. mariami

    mee magalitaad vgijdebi mwvane an nacrisper tvalebzee .an dzalian lurjze … cisperi tvalebi dzaan zogadadaa natkvami ,,,minaxavs dzaalian damatkvevebeli cisperi tvalebi,an iseti saertod rover sheamchnev … da roca magalitad cisperi tvalebi ishviatobaa da ucxoaa magtioa magdenad sanatreli da lamazi kvelastvis 😀 kvelas ro cisperi tvlaebikondes xalxi santlit dauckebda taplisper tvalebs dzebnas D:D magalitad germaniashi 3tviani cxovrebis ganmavlobashii taplispertvaleba bichebis da gogoebis danaxva maxarebdaa imitoroik kvelas titkmis cisperi tvlaebikonda … akedan gamomdinare radganac chemi tvali sispertvalebs sheechvia agarc ucxo iko chemtvis da agarc lamazi D:D mokleed tvali mtavaria lamaziikos da araak mnishvneloba shavi ikneba cisperi lurji taplsiperi tu mwvane … ise me taplisperi tvalebi makvs da siamovnebit meknebodaa arachveulebrivi mwvanee :DDD darodamikeno exla shavtvlaeba da mwvanetvaleba ..mwavne tvalebaze vitkvi upro lamaziatko …ravici gemovnebsi sakitxia :DD daise zgvisperi tvalebiis yurebis shemdeeg rogor unda darhce gulgrili DDD zgvisperi gakvs tvalebi da tavadgavxaar zgvasooo ………mmmmmmm ……..adamians rogavicnob xolme jer tvalebshi shevcicineb,ravkna eseti gartuleba makvs lamaz tvalebze :DD mitumetes tuwamwamebic xshiri da grdzeli akvs xolo guga wkliani DD:

  14. keto

    დიახაც:):):)მე მაქვს შავი თოლები, ღამესავით შავი:)და შავ ფანქარს რომ ვისვამ, უფრო მიშავდება, ნამდვილი ვეძმა ვხდები:0ვიჩ:)))))))))))))))))))))))))))))დზალიან ძველი თემაა და კომენტებიც მაგრამ დავარეფმაიებ მაინცაოო:))))

  15. ჯიმი

    მე სულაც არ მომწონს ცისფერი თვალები, რაღაცნაირია, ძალიან უაზროა, მე ასე ვფიქრობ, მე ყავისფერი თვალები მაქვს და ყავისფერი მომწონს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s