მე და მილა

I

მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი.  2 კვირაა, ერთად ვართ და   ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს.  მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.

ახლა, როცა  სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_  უცნაურად თბილი. იყოს ასე.  ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად.   ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე:  _

_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ  მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…

_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.

_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა,  მამიკომ  ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა  და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.

მილამ ეგეთი ათასი ამბავი იცის.  მილამ იცის, ვის რამხელა აქვს ჰოლივუდში. სხვა საქმეა, რომ მე ამის მოსმენა არ მინდა. ალბათ, მილასაც ჰკიდია, თორემ ახლა ჩემ გვერდით არ იქნებოდა.

კიევში შევხვდი. სასტუმროში. მე იქ ჩემი გაქცეული ბიჭის დასაბრუნებლად ჩავედი (ძალიან გაერთო უკრაინული ტაკოების ცქერაში და.. ), ის კი თავის მერომელიღაცე  წარუმატებელ სიყვარულს გამოექცა. სასტუმროში რომ დავბინავდი, მაშინვე მითხრეს, მილაც ამ სასტუმროშიაო. მთელი ერთი სართული ჰქონდა აღებული. შტერუკა, _ გავიფიქრე მე და გამახსენდა მისი ყველა როლი,  რეზიდენტ ივილის სირული როლების ჩათვლით. _

_დაცვა ჰყავს ხო? _ ვიკითხე სასხვათაშორისოდ. პასუხი ისედაც ვიცოდი. რა თქმა უნდა,  ჰყავს.

მე დავფიქრდი, რას უნდა აკეთებდეს მილა უკრაინაში. აქ დაიბადა, კიევში, საბჭოთა კავშირში. მე კი საბჭოთა კავშირში არასდროს მიცხოვრია. რა კარგია,   რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, თორემ მილას არასდროს ექნებოდა სექსი ჩემთან. მილა პიონერშაც იყო. წარმოვიდგინე_ წითელ ყელსახვევში, თეთრ პერანგში, თმაზე ბაფთით. დარწმუნებული ვარ, რომ  ნამდვილი ნიმფეტი იქნებოდა..ლოლიტა_ არა, მილიტა. ვბოდავდი.

3 დღე თვალიც არ მომიკრავს მისთვის. მე ნომერში ვიჯექი, კინგს ვკითხულობდი. ის კიდევ ნომერში იჯდა  და (ალბათ) პედიკიურს იკეთებდა.  ვფიქრობდი, რომ სულ ტყუილად ჩამოვედი. რა აზრი ჰქონდა, ის რომც მეპოვა  და ვინმე იულიას მკლავებიდან ამეხია, მთელი ცხოვრება მაინც უკრაინული სახელები უნდა ეძახა ძილში.  იყოს, იჟიმავოს_ გადავწყვიტე და ვიგრძენი, როგორ მომეხსნა მხრებიდან სიმძიმე.  მაგრამ სხვა რამემ შემაწუხა: აბა  რაღა მინდოდა უკრაინაში. ახლა რა ვქნა? :  ჩავალაგო ბარგი, ჩავიდე თბილისში და ვიტრაბახო, რომ იმავე სასტუმროში ვცხოვრობდი, რომელშიც მილა? თუ დავრჩე და დაველოდო რამე შტერობას, მაგალითად იმ დღეს, როცა  თვალს მოვკრავ. მე მეორე ავირჩიე.

ეს დღე 1 კვირაში დადგა. დავინახე: კედები, პატარა ჩანთა, თხელი, გამჭვირვალე მაისური, სპორტული მინი.  დიდი სათვალეები. 5 შავი კაცი უკან.. ეს მილა იყო. მე ფოიეში წვენს ვსვამდი და რომ ჩაიარა, ფეხის თითებიდან დამიარა ჟრუანტელმა. ავდექი და გავეკიდე.. 5მა კაცმა გამაჩერა. ნუ მიუახლოვდებით_ გამაფრთხილეს მკაცრად.

_კი, მაგრამ ეს ხომ მილაა_ ვუპასუხე ინგლისურად. და.. მილამ გამოიხედა. სათვალე მოიხსნა.

_ხო, მე მილა ვარ. შენ ვინ ხარ?_ მკითხა მკაცრად.

_ მე _ ანინა ვარ_ ვუპასუხე დასტოინად.

_ აჰ. ანინა. და აქ რა გინდა?

_ სიმართლე გითხრა, შენ..

_და ის არ გინდა, რომ შოპინგში დამეხმარო? აქ ნაცნობები აღარ მყავს_ მითხრა და გამიღიმა.

_ მინდა,_ ვუპასუხე მე, დაცვას ენა გამოვუყავი და მილას გვერდით გავაგრძელე გზა.

ყველაფერი გაუსინჯავად იყიდა. საკუთარი ზომები შესანიშნავად იცოდა. მერე ჩანთები  ნომერში ავატანინე და მერე.. მერე ჩაცმა დაიწყო. ღმერთო, რა ლამაზი იყო. ყველაფერი უხდებოდა.  წითელ კაბას რომ იხდიდა და მწვანეს ჩაცმას რომ აპირებდა, დამიძახა. უშველე რამე ამ შესაკრავს_ მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. შესაკრავს კი არაფერი სჭირდა, გარდა იმისა, რომ შეკრული იყო. ბოლომდე ჩავუხსენი და ზურგზე ვაკოცე. კაბა წელზე დაეკიდა. ახლა მკერდზე შემოვხვიე ხელები. სწრაფად შემობრუნდა. მეგონა, გამაგდებდა, მეგონა, დაცვას დაუძახებდა. ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ მაკოცებდა. მაგრამ მაკოცა. დიდხანს მკოცნიდა და გატაცებით. მერე მაისური გამხადა. მე კი საცვალი გავხადე. ერთი ეტაპით წინ ვიყავი.  მან ჯინსი შემიხსნა. მე ხელი შევუცურე ბარძაყებს შორის. და.. ცოტა ხანში სრულიად შიშვლები ვიწექით იატაკზე.  ერთმანეთს ვეფერებოდით. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ის მილა იყო. ნამდვილი მილა. მე შემეძლო მისთვის უამრავი რამ მეკითხა, მეკითხა ცნობილ საყვარლებზე და ქმრებზე. მეკითხა ბავშვობის კომპლექსებზე და პლასტიკურ ოპერაციებზე.  მაგრამ  თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა და მას მილას ვერ დავუსვამდი. მინდოდა, გამეგო, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი სიგიჟე. იატაკზევე დაგვეძინა.

მეორე დღეს ადრე გამეღვიძა. მილას  ნახევარი საათი ვუყურე, მერე კი ჩემი ტანსაცმელი მოვკრიფე. სწრაფად ჩავიცვი და გავიქეცი. მეგონა, რომ თუ არ გავიქცეოდი, თვითონ გამაგდებდა.   მილა კი ორ საათში ნომერში დამადგა ყვირილით. ყვიროდა რუსულად. იცოდა, რომ ეს ენა მესმოდა: შენ ხო არ შეიშალე, როგორ მიმატოვე. მე რა შლუხა ვარ, ერთხელ მიხმარო და გაიქცე..?? ბარემ ფულიც დაგეტოვებინა..  ის ყვიროდა, ის შურაცხყოფილი იყო. მას, მილას, მე, ანინამ, ეს როგორ გავუბედე! მე ავდექი, ღია კარი მივხურე და ჩავეხუტე. არაფერი ამიხსნია. უბრალოდ ვაკოცე. ის კი ტირილით მომიყვა, რამდენჯერ მიუტოვებიათ  ასე, ვნებიანი ღამის შემდეგ ბიჭებს. მითხრა, რომ ბიჭებს ვერ იტანს. საკუთარი ფეხები არ მოსწონს. არც მკერდი არ მოსწონს. ,,სანამ გავიხდი, პარტნიორს ვთხოვ, რომ   შუქი ჩააქროს, მაგრამ არავინ მთანხმდება. ძალიან უნდათ, რომ მიყურონ” _ ამბობს მილა. მე მესმის.  მე შუქს ვაქრობ და 5  წუთი მის სუნთქვას ვუსმენ. მერე კი ვწვებით. მილას მლაშე ტუჩები აქვს.

რაც ერთად ვცხოვრობთ, ბევრი რამ გაიგო ჩემზე. იცის, რომ ვწერ და ძალიან ეშინია, რომ მასზე დავწერ.

_არ დაწერო, თორემ ყველა გაიგებს, რომ სექსი მქონდა 18 წლის გოგოსთან.  და… მრცხვენია, _ ასე მიხსნის.

_ მილა, ამის შესახებ რომც დავწერო, ვინმე დამიჯერებს?

_ თუ დამაჯერებლად დაწერ, დაგიჯერებენ.

_ რომც დავწერო, საქართველოში მაქსიმუმ 300მა კაცმა წაიკითხოს. იქვე დარჩება, ჩვენს ქვეყანაში,_ ვამშვიდებ მე, რადგან უბრალოდ არ შემიძლია, ამაზე არ დავწერო…

და მერე ვეხუტები.

ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.  მამაკაცებიდან კი მხოლოდ ლუკ ბესონზე მიყვება:  ლუკი საოცარი ადამიანია. მე რომ მილა ვარ, მისი დამსახურებაა.

მე მახსენდება, რომ მეც მყავდა ერთი ლუკი თბილისში.  დიღომში ცხოვრობდა ( 117 ნომერი მარშრუტკა) მასთან რომ მივდიოდი, კედლებზე გავყავდი ხოლმე სიამოვნებისაგან და..  117 ნომერს რომ ვხედავ, ახლაც ვსველდები. მაგრამ მილას ამას არ ვეუბნები, არ მინდა, კაცებზე ვაეჭვიანო.  უბრალოდ ვტკბები მისით.

II

ზეგ უნდა წავიდეს. გადაღებები იწყება. ლესბოსელი მწერალი უნდა ვითამაშო. მეუბნება და მიცინის. სულ ერთი წამით მიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ რეპეტიცია იყო ახალი როლისათვის. მილა მიყურებს: ჰეი, რაზე ფიქრობ..

_ შენზე _ ვპასუხობ მე.

ზეგ უნდა წავიდეს. სჯობს, რომ მე დავასწრო. მის წასვლას ვერ ავიტან.

_ მე ხვალ ვბრუნდები თბილისში, _ ვეუბნები და ცხვირზე ვკოცნი.

ტუჩებს ბუშტავს. სულის სიღრმემდე შეძრულია ჩემი წასვლით  😀

ვალაგებ ბარგს და ვუყურებ მილას. ჯადოსნური 2 კვირა მაჩუქა. საოცარი გოგოა. მაგრამ ამიერიდან როგორღა  უნდა ვუყურო მის ფილმებს?

III.

უკვე თბილისში ვარ. თვალებს ვიფშვნეტ. სისულელეებზე ვფიქრობ: იქნებ კიევში ჩასვლისას ბევრი ფსიქო-აბი მომივიდა და მილა სულაც დამესიზმრა.. იქნებ 2 კვირა  გათიშული ვიწექი ნომერში, სანამ კარი არ შემომიმტვრიეს.. იქნებ..  ვწყვეტ.

ავტომოპასუხეზე 3 ახალი შეტყობინება.

პირველი დედაა: ანინა, ანინა. ჩამოხვედი, დე? თუ ჩამოხვედი, დამირეკე რა?

მეორე ჩემი ბოსია: 2 სიტყვა: როდის გამოჩნდები?

მესამე ჩემი შტერი ბიჭია: ეეე. სად ხარ. მე უკვე 1 კვირაა ჩამოვედი. მაგარი იყო უკრაინა. მაპატიე რა, გოჭუნა, რომ ვერ დაგირეკე. ჯერ მობილური დავკარგე, მერე უფულოდ დავრჩი და.. ისა.  დაიჯერებ? იმავე სასტუმროში ვცხოვრობდი, რომელშიც მილა იოვოვიჩი. პიეს. შენთვის არ მიღალატია. მიყვარხარ.

მეცინება. ჯერ ხმადაბლა, მერე კი  ძალიან ხმამაღლა. გიჟი ვარ.

IV.

დღეს კი ამ ბლოგს  მივაგენი.  google–> search—> მილა ანინა

არ ვიცი, რა ვთქვა.

პ.ს.

,,_ მილა, ამის შესახებ რომც დავწერო, ვინმე დამიჯერებს?

_ თუ დამაჯერებლად დაწერ, დაგიჯერებენ ”

56 thoughts on “მე და მილა

  1. humbik

    tamamad:
    yelaze kargi posti am blogze 😉
    tak dzerjaw 😉
    nu araa gamoricxuli, am postis mere qartveli mamakacebis potencia ertorad gaagvivo (“e, anina lesbiankaa da rame”), mara eg araferi, znachit posti magaria 😉
    itogshi gilocav yvelaze karg da yvelaze seriozul (raoden gasakviric ar unda iyos) posts shens blogze. seriozuli ratom: gqonda enaze, deisadzeze da sxva martla seriozul sakitxebze, magram es posti matze seriozulia imitom, rom blogis obrazshi jdeba asi procentit, es posti nagdad aninalandidanaa, ar shegeshleba sxvebshi : )

  2. კარგი იყო… 🙂

    თუმცა მე რომ მილა ვიყო, სხვანაირად გკითხავდი: რად გინდა მწერლობა, როცა ბლოგი გაქვს? ;0

    ალბათ, ამიტომ არ ვარ მილა.

  3. Tornike

    ლესბიანკობა პოტენციას არ აღვივებს 😀

    თავიდან ტეგები გადავათვალიერე და ვიფიქრე, 117 ნომერი მარშრუტკა მილასთან რა კავშირში უნდა იყოს თქო; ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე პოსტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილია : )

  4. ძალიან მაგარი იყო.
    ჩმდშვჩ უძლიერესია.
    შენ და ზაზა ბურჭულაძემ ვერ ამოიგდეთ მილა თავიდან. ერთი ეგაა, მას 13 წლის მილასთან უნდოდა მინეტი, იტალიურ ჟურნალში რო იღებდნენ, აი იმასთან.
    მე დავიჯერე, 299 ადამიანი წაიკითხავს კიდევ და გააკეთებს დასკვნას, როგორც შენ აღნიშნე. მთავარია 1 დადებითი ვარ, რომელსაც გულუპრყვილო შიიტივით სჯერა., რომ არსებობენ ანგელოზები და დემონები.
    დანკე ანინა, ბრავო!
    დევიდ იან (დან) დ’ისრაელი.

  5. გამოხმაურება: Tweets that mention მე და მილა « Anina's Blog -- Topsy.com

  6. ახუიეწ მოჟნა ისეთი მაგარია! მშურს შენი… კი გიჟი ხარ მაგრამ გადასარევი გიჟი… ხოოდა სანდრაზე არ ვიცოდი, მგონია რომ მამამისმა არ უყურა იმ ვიდეოებს, თორენ რომ ეყურებინა აღარ გაანადგურებდა…

  7. smilingman

    მაგარია როცა გიჟი ხარ და მოგწონს ეს :)) ხო ისე ნორმალურობას კი ჯობს გიჟი იყო :))) თან შენნაირი ! მილას მოკითხვა

  8. ჟურნალი “სარკე” : უკაცრავად, მაგრამ თქვენ ლეზბოსელი ხართ ?

    მმკ: ჩვენ მოვითხოვთ ასეთი უმსგავსო ნაგვების და მისთნაირების აკრძალვას, თორე ვიღაცის სახე ჯვრის ფორმას მიიღებს!!!

    მე: შემშურდა, როგორც შენ, როცა შენი დაწერილი წაიკითხე

  9. ,_ მილა, ამის შესახებ რომც დავწერო, ვინმე დამიჯერებს?

    _ თუ დამაჯერებლად დაწერ, დაგიჯერებენ ”

    კინაღამ ეჭვი რომ შემეპარა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დამაჯერებლად დაწერე?
    იეს :დ

  10. int3lig3nt

    ანინა
    ვიზიარებ აქ მპოსტავი მამაკაცების შურს.

    მაგარი იქნება, მილა თუ გააგრძელებს ბლოგზე პოსტვას ;).

  11. Just So...

    Dzalian maagari iko… sakmaod makvs sheni blogebi cakitxuli da shemdizlia vtkva rom kvelaze metad momecona eesss amitomac miige chemi pirveli komentari am posteze…. gilocav… dzalian magaria … da damercmune me tkuilad ar vambob xolme komplimentebs…

  12. ძალიან მაგრა წერ, არაერთხელ მითქვამს. ისე ჩამითრია მონაყოლმა შენსა და მილაზე რომ ვერც მივხვდი დრო ასე უცებ რომ გავიდა.
    სიუჟეტიც კარგი იყო და შენი წერის სტილი ხომ საერთოდ.
    ყოჩაღ ყოჩაღ , ვერ გეტყვი მიყვარხარ–თქო, რადგან არ გიცნობ, უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან გაფასებ 🙂

    პს. ერთერთი კი ყველაზე მეტად რასაც შენი ნაწერებიდან ვხვდები ისაა რომ ძალიან ნაკითხი ხარ, ვისურვებდი შენში ჩემი მომავალი დამენახა ! არ ვიბოღმები, უბრალოდ მეც მინდა ასე ვწერდე, ან უკეთესადაც, მაინც ცო
    პს. ერთერთი კი ყველაზე მეტად რასაც შენი ნაწერებიდან ვხვდები ისაა რომ ძალიან ნაკითხი ხარ, ვისურვებდი შენში ჩემი მომავალი დამენახა ! არ ვიბოღმები, უბრალოდ მეც მინდა ასე ვწერდე, ან უკეთესადაც, მაინც ცოტათი ამბიციური ვარ:)

  13. მამრი

    რომ ვკითხულობდი, რაღაც უსიამო შეგრძნება მიპყრობდა, ვერანაირად სიუჟეტში ვერ ჩაგერთე და ამიტომაც არ მომეწონა.

    ამ ბოლო ნაწილმა მოახდინა მხოლოდ რეაბილიტაცია:
    “დღეს კი ამ ბლოგს მივაგენი. google–> search—> მილა ანინა”

    კარგი მიგნებაა და ყოჩაღ, რომ არ დაგეზარა.

    ისე კი მილას უმა სჯობია, ხოლო სიუზან სარანდონი კონკურსგარეშეა.

  14. lilusia

    აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მაგარი პოსტია, ძალიან მაგარი
    ყველგან დავაშეარე:))) ფბ-ზე ფორუმზე, იმედია მომიტევებ შენი ბლოგის ლინკის გაპიარებას, მაგრამ ისე მომეწონა ეს პოსტი ყველას ვაკითხებ
    მიგულე ერთგულ მკითხველებში, მზად ვარ მსუბუქი აღზნებისთვის :)))

  15. uzull

    აი დეეშენი და მამშენი შემოუშვა ერთი ამ ბლოგზე ნახევარი საათით :))) მამაშენი სულ ფორმულებით აგინებდა დედას ვორდპრესის შემქმნელებს :))) კაი იყო 🙂

  16. lady ni

    ანინა, აღფრთოვანებული ვარ შენი სიმამაცით. შენს ასაკში ხმამაღლა და ასე ლამაზად მოყვე სექსზე ქალთან ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით საქართველოში… არ შეიცვალო, წინ დიდი გზა გიდევს, ვისურვებდი, რომ ყოველთვის ასეთი თამამი იყო და მდიდარი ფანტაზია გქონდეს…. დაახსლოებით ნახევარი წელია მეგობარმა გამიკეთა ბლოგი და ვერაფრით ვერ გადავწყვიტე დამეწერა თუ არა… შენმა გახსნილობად სტიმული მომცა და დამიბრუნა სულ ცოტა ხნით საკუთარი თავი. მომეწონე ძალიან და ვეცდები ხშირად გესტუმრო აქ)))
    ჰო, ღფრთოვანება მხოლოდ შენს სექსუალურ ფანტაზიას არ გამმოუწვევია, არაჩვეულებრივად წერ))

  17. solomon

    ბოდიში ანინა და სხვა ანინისტებო, მაგრამ თქვენ ცოტა ავად ხომ არა ხართ? შემთხვევით შემოვეხეტე და ასე მგონია საგიჟეთში შემიცდა ფეხი. მართლა მწერლები, ინტელექტუალები და თავისუფალი აზროვნების ადამიანები გგონიათ თავი? თუ საკუთარ ჭიას ახარებთ? პედერასტებისა და ლესბოსელების პარადი, პიდერშოუა თქვენი ეს სირული, ბრიყვული აღფრთოვანება ერთიმეორის სიგოიმით, რაღაცით უკეთესი რომ გგონიათ თავი სხვაზე. თუ ეს ანინა მართლა 18-19 წლის გოგოა, ერთს ვოტყვი-ასეთი გარყვნილი ბავშვი არსად ადა არასდროს არ მინახავს. ერთად უნდა მოგაგროვოთ კაცმა და ერთმანეთს დაგატყნათ

  18. გამოხმაურება: the Blogger of the Year (წლის ბლოგერი) « Nomad's Blog

  19. მილას ბლოგზე ქართული თეგები რომ არა, კინაღამ დავიჯერე!:)
    თეთრი,შავი,მწვანე,ჭრელი – ყველანაირი შურით მშურს შენი წერის სტილის 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s