მომავალი კასმანავტკას დღიურები

თუკი არსებობს პრინცესას დღიურები, გეიშას დღიურები, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები, რატომ კასმანავტკას დღიურები არ უნდა არსებობდეს? რომ არსებობდეს, ალბათ,  ასეთი ჩანაწერით  დაიწყებოდა:

20.05.2010: no comets

21.05.2010: still no comets

22.05.2010: no fucking comets.

23.05. 2010: whatever. keepin diaries sucks

მეც მაქვს დღიურები, თუმცა მე რომ დღიურებს ვწერდი, მაშინ კასმანავტკა არ ვიყავი. დღეს ვიპოვე ჩემი დღიურები და მრავლისმთქმელი სიცილით გავიცინე : )

მოდი, ნაწყვეტებს ავკრეფ:

მაშ ასე: მეცხრე კლასი

1. ,,ვინ იცის, იქნებ არ შეიძლება მასთან შეხვედრა: არ შეიძლება მთვარე ქუჩაში დადიოდეს.

ვინმემ რომ ჭუჭყიანი ხელები მოხვიოს, ან მანქანებმა შეაშხეფონ ტალახი. ან მეეზოვის ცოცხს ემსხვერპლოს, ანდა შემთხვევით გუბეებში გადაიჩეხოს.

მთვარე აუცილებლად ცაში უნდა იყოს”

2. ,,ერთადერთი რაც მევალება ისაა, რომ ვიცოცხლო”

3.  ,,ინგლისი:ტრინიდადი _2:0

ამ წამს დამთავრდა თამაში. ბრავო ბიჭებო. ჟერარდმა ისეთი გოლი გაიტანა, რომ ტუჩები ჩავიკვნიტე. ძალიან მაგარი ფეხბურთელი და მიმზიდველი მამაკაცი. კარგი კომბინაციაა”

4. ,,ასოციაციები:

შატალო: ეს ერთ-ერთი რაღაცაა, რაც ჩვენს კლასს არ გამოსდის

კოცნა: მდაჰ. ჯერ არავის.. და ჯერ .. არავისთვის

საზამთრო: საშინელებაა კევი საზამთროს გემოთი

პური: ჩვენი არსობისა, რომელიც ასუქებს

სასიყვარულო ბარათები:  ბევრია და უჯრაში მიყრია.

ტანსაცმელი: რა საჭიროა?

ჭორები: ჩემზე ამბობენ, რომ ბევრს ვსვამ. რომ დირექტორმა ჩანთაში არაყი მიპოვა. კი, ჩანთაში მედო, მაგრამ ნამდვილად არ უპოვიათ.

წითელი: მე რომ წითელი მაცვია, ბიჭები თვალს მაყოლებენ

მეტოქე: მედოქე

გულუხვობა: გულუხვად გავცემ ცინიზმს

ფული: ის რითაც სიყვარულს ვერ იყიდი, მაგრამ ისეთ რამეებს იყიდი, რომ სიყვარული აღარ დაგჭირდება”

5) <,,უკვდავება ყველაზე დიდი სასიზღრობაა, რაც კი შეიძლება ადამიანს უსურვო. იმედია, მე რომ მოვკვდები, არავინ იტყვის, ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებშიო, თორემ გაცოცხლება მომიწევს.

ნეტავ რა იქნა ის წლები, რომლებზეც თვითმკვლელებმა უარი თქვეს? დავიჯერო, ამით ვინმეს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა?”

ერთი ჩანაწერია ძალიან საინტერესო. ზღვაში დამარხული კაპიტნების სიმღერა ჰქვია]

6) ,,ჩვენი მიწა ზღვაა და საფლავზე გვაბიჯებენ ღუზები.

ბუნებრივია, კოსმონავტი ცაში დამარხო, თუკი კაპიტანს ეკიპაჟი ტალღებში მარხავს.

ჩვენ გვაქვს მოძრავი საფლავები. ჩვენ გვაქვს სივრცე და ნაკლები დრო გასახრწნელად.

მოგვეცით ღუზა, მოგვეცით შავი ყუთები. იმ კუბოების ნაცვლად, რომლებიც ჩვენთვის ვერ გაიმეტეთ.

ჩვენი მიწა ზღვაა და ოდესმე ზღვა იქნება ჩვენი პლანეტა.

და ჩვენ გვექნება უზარმაზარი სასაფლაო ჩვენი მარილიანი ცხედრებისათვის”

7) ,, ახალი წელი მოდის. ეს სამი სიტყვა, ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, მაგარ ხასიათზე მაყენებს.

ვფიქრობ ერთ კარგ და ჭკვიან ბიჭზე, რომელიც ღმერთმა უწყის, რაზე ფიქრობს.

ძალიან ძნელია, რომ არ შეიმჩნიო.

ასეთი გულწრფელი მგონი არასდროს ვყოფილვარ ჩემს დღიურთანაც კი.

მდაჰ. ესე იგი, დამერხა”

გოგა საბოს შესახებ იყო ეს : ))))

8 ) ,,დღეს მითხრეს: რაც შუბლზე გაწერია, არ გაცდება.

სახლში მივედი და შუბლზე დავიწერე: აუცილებლად შევუყვარდები”

ჰაჰაჰა . მართლა არ დამიწერია : ))

9),,ვინ თქვა, რომ ადამიანი ცივილიზებული ცხოველია?

ცივილიზებული ზედმეტია”

10) ,,ღმერთი რომ კეთილია იმაში ჩანს, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის საშუალება მისცა.

ღმერთი რომ მკაცრია, იმაში ჩანს, რომ მათ თვითმკვლელობა აუკრძალა”

პ.ს. მიმიქარავს ანა ფრანკი : ))

12 thoughts on “მომავალი კასმანავტკას დღიურები

  1. ra azri aqvs

    3. ,,ინგლისი:ტრინიდადი _2:0

    ამ წამს დამთავრდა თამაში. ბრავო ბიჭებო.

    bravo ara kvaxi, maxsovs trinidads rogor vbaleshikobdi, 88 wutze gautanes pirveli goli memgoni 😦

  2. ხოდა, დაახლოებით ასეთი რამე დავწერე :))
    “ვახ, რა მაგარი პოსტია-თქო, არ მითხრა ეხლა, მიყვარდი და რამეო, ნუ რო მოგწონდი მაგი ქე გემჩნეოოდა-თქო” ნუ მგონი ასე იყო, დანარჩენი არ მახსოვს, ხო და კიდო, არჩენვებზე პოსტი მომეწონა ძაან :))

      1. ხედავ შენეე, კიდო არ დამიკარქია პაპულარობა :)) მეც მომწონხარ, ბაზარა ვარე

  3. ნიკა გუჯეჯიანი

    კაია…:)
    ეს და არჩევნებზე პოსტი…ძაან მომეწონა 🙂 ეს ერთი და სხვა მრავალი 🙂

  4. ნეტავ რა იქნა ის წლები, რომლებზეც თვითმკვლელებმა უარი თქვეს? დავიჯერო, ამით ვინმეს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა?
    ინთერესთინგ.

Leave a reply to anina კომენტარის გაუქმება