ზღვაზე ხიდი და ცაზე კიბე_ არც ერთი მჭირდება და არც მეორე. მე მინდა რამე ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას გახდიდა გაცილებით საინტერესოს, ვიდრე ახლა არის.
1) პირადი ამინდი_ იღვიძებ, იყურები ფანჯარაში. ამინდი არაა. არანაირი ამინდი არაა. არ ანათებს მზე, არც წვიმს, არც ცივა, არც ცხელა. იღებ პულტს და ირჩევ სასურველ ტემპერატურასა და ამინდს, მერე კი მთელი დღე დადიხარ შენი ამინდით. ქუჩაში მოძრაობს ხალხი და ჩაცმულობისა და ტანსაცმლის მდგომარეობით ხვდები, ვინ რა ამინდი აირჩია. მოდის გოგონა, სველი თმა აქვს და ქოლგას არაფრის დიდებით არ შლის. ეტყობა, წვიმაში სეირნობა უყვარს. შენ კი მხრებზე თოვლის ფანტელები გაყრია. კარგია. ძალიან კარგია.
2. სიზმრის კლუბები _ ეს ის ადგილია, სადაც მარტო არ უნდა წახვიდე, როგორც კინოში და როგორც თეატრში. მიდიხარ შენს პარტნიორთან ერთად. ირჩევთ ოთახს, იძინებთ და ერთმანეთს სიზმრებს უცვლით. შენ მისას ხედავ, ის_ შენსას. ამ ოთახებში ყველაფერია, რომ კარგი სიზმრები ნახო. დილას კი საფასურს იმით იხდი, რომ სიზმრების წიგნში ჩანაწერს ამატებ. ჩანაწერები წელიწადში ერთხელ წიგნად გამოიცემა, გაყიდვებიდან კი ახალი ოთახები ფინანსდება.
3. mind search- გუგლის ბაზაზე დაფუძნებული ძიება, რომელიც ეძებს შენს გონებასა და ქვეცნობიერში. ეძებს სურათების, ეძებს თარიღის, ეძებს ყველა იმ კატეგორიის მიხედვით, რომელიც კი თავში მოგივა. ამიერიდან არაფერი დაგავიწყდება. გეცნობა ვიღაც და ვერ იხსნებ საიდან? უბრალოდ მოძებნე და გონება ამოგიგდებს ძიების შედეგებს: პირველად სად ნახე, ვინ გაგაცნო, რა გსმენია მასზე და სად გადასწყდომიხარ. სიზმარი ნახე და ახსნა არ შეგიძლია? მიუთითე: ძიება ქვეცნობიერში და დატკბი შედეგებით. არავითარი დეჟა-ვუ, არავითარი სკლეროზი. ეს უნივერსალური საძიებო სისტემაა, რომელიც მუშაობს უნაკლოდ და მაგარია, გუგლზე მაგარია.
პირადი ამინდისა და სიზმრის კლუბის რა გითხრა, მაგრამ mind search-ი ნამდვილად არსებობს, სხვა საკითხია, ქვეცნობიერიდან ცნობიერში ამოქაჩავ თუ ვერა… 🙂
არსებობს, მაგრამ იაჰუს ბაზაზეა და მთლად კარგად ვერ მუშაობს : )
magari ideebia to :O
shegidzlia romelime matgani (savaraudod, meore), gaamotxrobo kidec 😉
ეჰ, მესამე მომეწონა 🙂
ვაიმეეეე როგორ მინდა პირადი ამინდიც და სიზმრების კლუბიც.
პირველი საკუთარი სიამოვნებისთვის და უფრო მეტად წარმატებული დღისთვის,
მეორე კი.. პრინციპში ეგეც სიამოვნებისთვის, ოღონდ მარტო ჩემი სიამოვნებისთვის არა. და თან ღამისთვის 😉
😀 😀 ძალიან მაგარი ფანტაზია გაქვს!!! 🙂 ისე მეოთხეც მიგვემატებია არ იქნებოდა ცუდი: “ტელეპორტაცია” რომ შეგვეძლოს, ანუ წამებში სადაც გვინდა იქ რომ ვჩნდებოდეთ…
saintereso iyo, momewona:).. mofiqrebisas teqnikuri mxareebi gagitvaliswinebia.. hoda uadgilod unda shevnishno; piradi amindis shemtxvevashi, roca shentan vqtvat, tovs da xedav, sxva zafxulis ferebshia gamowyobili, vfiqrob tanagancdis deficits gamoiwvevs da saintereso tavidan iqneba mxolod.. kargi, gamvlelis shemyures mogvinda zafxuli da movidziet pulti?.. mgonia, rom shesadzleblobebis esoden sheuzgudaoba interess gaafermkrtalebs da aba sxva raa mizani, tu ara ufro sainteresod cxovreba)).. igive ar mgonia danarchen or shemtxvevashi da mxolod amitom davwere, ise ki, dzalian kargi ferisaa posti..
ასეთი კარგი იდეები ჯერ არ მსმენია.
აი პირადი ამინდისა და სიზმრის კლუბების იდეა მომეწონა ძალიან ძალიან. მიკვირს აქამდე მე რატომ არ მომივიდა ასეთი სურვილები თავში. არადა ახლა რო წავიკითხე ძალიან მომინდა 🙂