the mess we’re in


დიდი ქალაქის მუსიკა ვერტმფრენების მუსიკაა. აქ ყველაფერს ეს რიტმი ქმნის. ამ რიტმში სუნთქავს ნიუ-იორკი. თუ ფანჯრებს დახურავ, ვერასდროს გაიგებ, როდის დაღამდება. ბიოლოგიური საათები მოშლილია. ჩვენ კი, შეწუხებულები ვერტმფრენების ხმაურითა და ყვითელი ტაქსების ხედით, ვსხედვართ ერთმანეთის პირისპირ. მე ვფიქრობ, რომ ოთხშაბათია,  საღამო. შენ კი არაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაფერზე ფიქრობ.

შენი აქ ყოფნა ძალზე ძვირია ამერიკული ვალუტით. საათში ერთი ჭიქა წყალი და რამდენიმე ასეული ჩასუნთქვა ჰაერი.

და ყოველი წუთი, რომელსაც აქ ვატარებ, მაბერებს
და ყოველი წუთი, რომელსაც იქ ვატარებ, მკლავს.
და მე ვფიქრობ: ახლა ადგები. შემომხედავ ირიბი მზერით და ასე, შიშველი გახვალ ქუჩაში სასეირნოდ. მე მეშინია, ასეთს გიყურო და
კედლებს მიღმა ვიყურები.
მიკვირს, როგორ შეიძლება მზე ცათამბჯენებიდან ამოდიოდეს.
შენ კი მიდიხარ.

დილა ყოფილა.
ხუთშაბათი.

4 thoughts on “the mess we’re in

  1. აი მე კი წამოვწექი (ტანსაცმლიანად) და ველოდებოდი, როდის გამორთავდნენ ტელევიზორს, რომ კვლავ მემეცადინა. თვალი რომ გავახილე 7 იყო დაწყებული.
    მას შემდეგ აქა ვააარ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s