ხო, კოლოკვიუმები და არა კოლოქვიუმები, თუმცა სულ ერთია. ერთი და იგივე საშინელებაა. მე სტუდენტი ვარ, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ მე უნდა ვინერვიულო სეზონში 4 კვირა, ვიდარდო ერთდროულად ზოგად ენათმეცნიერებასა და ახალ ქართულ ლიტერატურაზე; ვიზეპირო მწერლების, მხატვრების, ფილოსოფოსებისა და ლინგვისტების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, ვისწავლო მეგრული ენის თანხმოვანთა სისტემა და ზმნური ნიშნები სახელზმნებში; გადავიღო იმდენი ქსეროქსი, რომ ნაბეჭდი ტექსტი შემძულდეს და გადავიღო არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო (ვისწავლი, ქსეროქსი ხომ მაქვს); გავათენო ღამეები, ვწყევლო ჩემი თავი (გესწავლა რა აქამდე, რაღა ბოლო მომენტში გახსენდება), შევწყვიტო მხატვრული ლიტერატურის კითხვა და საღამოობით გარეთ ბოდიალი, მეგობრებს უარი ვუთხრა კინოში წასვლაზე, დავწერო ბევრი და ბევრჯერ, მერე კი გულისფანცქალით დაველოდო ქულებს. საშინლად ზარმაცი ვარ. ეს სიმართლეა. ზარმაცი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მოვასწრებ ყველაფრის სწავლას და ვასწრებ კიდეც, ოღონდ ისე არა, როგორც მე მინდა. ზარმაცი ვარ, რადგან ლექტორებს ვუყვარვარ და სულ მგონია, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებენ. ზარმაცი ვარ, რადგან ქართველი ვარ და კიდევ ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია. პრინციპში ის, რომ დანარჩენ მიზეზებს არ ვწერ, ასევე სიზარმაცეა.
კოლოკვიუმები ნიშნავს კალმისგან დარჩენილ წერტილებს ხელისგულებზე. კოლოკვიუმები ნიშნავს ამოღამებულ თვალებსა და დილას საუზმის გარეშე. კოლოკვიუმები ნიშნავს წიგნების დომხალს ჩემს მაგიდაზე და ქსეროქსებისთვის დაცარიელებულ საფულეს, კოლოკვიუმები არის სისასტიკე, რომელზეც ხელი მოვაწერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე.
გარდა ამისა, კოლოკვიუმი არის სიტყვა, რომელიც ჩემთვის ყველაზე ცუდად ჟღერს, რადგან აზრზეც არ ვარ, რას ნიშნავს ეს სიტყვა ზოგადად. ალბათ, როგორც კი გავიგებ, კოლოკვიუმი მისტიკური რამე აღარ იქნება და ალბათ, ამის გამო კიდევ უფრო გავზარმაცდები.
და მიუხედავად ამისა, მე ვითხოვ უამრავ კოლოკვიუმს.. ანინა უნდა მოვათვინიერო.
არ ვიცი ახლაც გადიხაართ თუ არა უკრაინული ლიტ.რის ისტ–ს, მაგრამ
ჩვენ გავდიოდით.
გამოცდის დღეს ვიკითხე, კაცი გვასწავლის თუ ქალი თქო.
დაწვრილებით გამოვკითხე კურსელს ლესია უკრაინკას რაღაცა
და მოსამზადებელ დროში მოვამზადე საგანი.
დიდი ფორმალობაა გამოცდაც,. კოლოკვიუმიც და ჩათვლა ხო საერთოდ.
აი საინტერესო თმაზე საკონფერენციო
ან საკურსო სხვა თემაა.
მაგალითად, როცა ლაპარაკობ იონესკოზე და დამსწრეთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ საერთ.ორგანიზაციაზე საუბრობ.
ან როცა აბრეხვებ გამოგონილი თანამედროივე მეცნიერების და მკვლევარების სახელებს, და ყველა თვს გიქნევს,
კსტაწი, ეს უკანასკნელი სცადე.მაგრად ჭრის.
მაგალითად, ვინმე ერიკ ჰონიგმანი, გაგონილი გექნება
ან ბრეისონი, ტიმ ბრეისონი.
ან რამე უფრო ეგზოტიკური.
ხოდა გაერთე ამ ყველაფრით.
გუდლაქ.:)
rom icode rogor mesmis sheni, 26 dan mec shualedurebi mewyeba 😦
ra saocrad nacnobi situaciaa 😐
kargi xar 😀 yvelafershi getanxmebi dacarielebuli safulis garda. me jibeshi vinaxav fuls…
me rodis damewyeba?! ❤
warmatebebi 🙂
ეჰ როგორ მესმის შენი…
ვორდპრესის დეშბოარდებში ამ პოსტს მიჩვენებს როგორც ამ კვირის საუკეთესო პოსტს 🙂
ჰო, რავი 😀
ხო, არაა კარგი. :)) ეს კვირაც თსუ-ში და მერე ცოტა ხნით მაინც ვისუნთქებთ ორივე ფილტვით :((( კოლოკვიუმებზე შეხედულებებით საშინლად მგავხარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შენ გამოგდის მისი მოხსენიება ცენზურის ფარგლებში 😉
გავათენო ღამეები _ imdeni ra gitxari, ramdenic marto amis gamo ateneb gameebs 😛
da kidev, me ar mesmis sheni imitom, rom mediki var da chventan yvelaferi gacilebit ufro martivadaa 😀
🙂
medikebis bedi tsu-shi da tssu-shi gansxvavebulia?