თვე-ნახევარია, რაც ბლოგი მაქვს. ამ წინადადებას წინ თუ დავამატებ სიტყვას ,,ჯერ”, იგი პრეტენზიული, თავის გასამართლებელი და ამბიციურიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომაც სჯობს ასე: თვე-ნახევარია, რაც ბლოგი მაქვს. გარდა პოსტების წერისა, სხვა ბლოგებზე ბოდიალიც დავიწყე. ვბოდიალობ და ვაკვირდები, რა არის და როგორ არის. არის ბლოგები, რომელთა დათვალიერებაც გულს მიხეთქავს; დახვეწილი დიზაინი, ვიდჯეტ-გაჯეტების მთელი წყება, მუდმივი მკითხველები, აქედან_ სტაბილურობაც. ამის მისაღწევად მე, ალბათ, წლები დამჭირდება.. მოკლედ, ახალბედა ვარ, ახალბედა. თუმცა ამასაც აქვს თავისი პლუსები _ ახალბედებს უმართლებთ პოკერში, კიდევ ნარდში და ხანდახან სიყვარულშიც. როგორც ჩანს, ახალბედებს ბლოგინგშიც უმართლებთ. თავად განსაჯეთ : )
რა პატივია ასეთი ბლოგების გვერდით და წინ ყოფნა : ) (იშ, ყვავა)
გადავწყვიტე, ჩემი მოღვაწეობა შემეჯამებინა. თქვენ იტყვით, რომ ციფრები არაფერს ნიშნავს, არადა რომანტიკა ციფრებშია : ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი მესამე კოცნა და ასე შემდეგ : ) იმაზეც მიფიქრია, რომ შეიძლება ეს რიცხვები, მე რომ შთამბეჭდავად მეჩვენება, სხვა ბლოგერებს სიცილადაც არ ეყოთ, მაგრამ.. მე მიხარია და რა ვქნა : )
მასაშე (: )
სულ _ 8,308 ვიზიტორი
ყველაზე მეტი: 497 — Monday, April 12, 2010
დღეს: 377
პოსტები: 47
კომენტარები: 259
და მთავარი არ უნდა დამავიწყდეს, გმადლობთ ყველას, ვინც მიძლებთ ან ვერ მიძლებთ, კითხულობთ ახირებულ ან არც ისე ახირებულ პოსტებს, მეკამათებით ან არც მეკამათებით. თქვენიცაა ეს ბლოგი. მართლა მარტო ჩემთვის კი არ ვწერ.
მევასებით : )_
gilocav 🙂 axalbedobazec araa 🙂 es blogi, asakshi rom sheva, merec (an mere ufro) reitinguli iqneba, chemi arc ise mokrdzalebuli azrit 🙂
gilocav dzirfaso : ) :*
p.s. sad naxe monacemebii ? :0
tu xumrob isev ? : ))
statebshi, wordpress aqvs
სწორედ ამას ვგულისხმობდი, ბლოგის შექმნის იდეას ნელ–ნელა რომ გაწვეთებდი. რატომ გამიძალიანდი ასე ძალიან არ ვიცი, მაგრამ ახლა ხომ სასიამოვნოა? (ბლოგზეა საუბარი, ცხადია) :))) წარმატებებს გისურვებ.
აქამდე :”ანინა ჩემი დააა!”
დღეიდან და მარადის: ” მე ანინას და ვარ!”
იცვლება ცხოვრება!
გკოცნი! შენი და.
ყველაზე მეტი: 497 — Monday, April 12, 2010
chven yvelas gvaxsovs es dge! am dges wamit chven yvelani aninebi viyavit! gilocav!
გუშინ მოვხსენი ეგ რეკორდი : )
536
chemiii saxiit erti ertguliii mkitxvrlii sheidzineee ;))) magari xar : )
kaia ramdenime dgis wina agmovachine sheni blogi, mchxapnels edo linki… imis mere yoveldge shemovdivar xolme… yvelaze metad kargi gogos sindromi momewona, ramdenimes vicnobdi egets da mec titqmis egeti viyavi (ogond bichi:)) mecxre klasamde mere gavubere… 😀