ბიოანინა volume2

კიდევ ერთი წერილი ბიოს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო წერილი , რაც კი დამიწერია.

გამარჯობა, ბიო.
დღეს რა რიცხვია, არ მახსოვს, არადა წერილს როცა წერ, აუცილებლად უნდა გახსოვდეს ადრესატი, ადრესატის მისამართი და თარიღი.
ადრესატი_ ბიო, ბიოჰაზარდ. ასაკი, პასპორტის მონაცემები_ უცნობია. სქესი კი ინტერნეტ-სივრცეში პირობითია, სავარაუდოდ, მამრობითი. თუმცა იმავე წარმატებით შეიძლება, ტრანსვესტიტიც იყო 13.gif
მისამართი_ ლიტ.ფორუმი. შენი კაბინეტი_ ინბოქს
თარიღი_
20 ოქტომბერზე მეტი. 20 ოქტომბერი მახსოვს. კედები ვიყიდე მაგ დღეს.
დღეს მინდა გელაპარაკო.. აი, ამაზე

ანუ, წიგნებზე და კითხვაზე 🙂

ოღონდ ბევრი_არა. დაღლილი ვარ. უამრავი ლექცია მქონდა : )
აზრზე არ ვარ, რატომ იწყებს ბავშვი კითხვას. ან თუ იცის, რომ კითხვას როცა იწყებს, დიდ შარში ჰყოფს თავს. ამის შემდეგ წიგნს ვეღარ შეხედავ, როგორც მართკუთხა ფორმის საგანს. ვერ გამოიყენებ იმისთვის, რომ მაღალ თაროზე დადებულ ტკბილეულს მისწვდე. ამის შემდეგ წიგნი მისტიკის საგანია. და თუ მაინცდამაინც მოგინდება წიგნს აგდებით მოექცე, ჯერ უნდა წაიკითხო.. სამწუხაროა.
ნუ, ჩემთვის ეგრეა/
იმ პირველი წიგნის მთავარი გმირი, მე რომ წავიკითხე, ასე გამოიყურებოდა.

პეპი _რა : )
შენ ოდესმე წაგიკითხავს პეპი? ესაა წიგნი მორცხვი გოგოებისთვის., საკმაოდ ფემინისტური წიგნი. პეპი მაგარია. პეპი სცემს ყველას, პეპი მარტო ცხოვრობს. პეპი სკოლაში არ დადის,. მოკლედ, პეპი ყველაფერ იმას აკეთებს, რაც მორცხვი გოგონებისთვის წარმოუდგენელია. მე მორცხვი არ ვყოფილვარ, მაგრამ პეპი მაგრად მევასებოდა. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, პეპისნაირ გოგოს აუცილებლად შევაბამდი, თუ , რა თქმა უნდა, არ მცემდა.

მერე დუმბაძეს ვკითხულობდი.
ახლა აღარ მომწონს, ვფიქრობ, რა მაკითხებდა-მეთქი, მაგრამ ეგეც არაფერი.
შენ რა წაიკითხე პირველად? ალბათ, ჟიულ ვერნი? დუმბაძე მაინც გექნება წაკითხული. შარვალივითაა, გოგო-ბიჭებს ერთნაირად უხდებათ : )
ბავშვობაში შენც დეტექტივები გიყვარდა სხვა ბიჭებივით? რატომღაც მგონია, რომ _ არა/
მგონი, არც არაფერს კითხულობდი და ჯიუტი ბავშვი იყავი. ძალით გაჩეჩებდნენ წიგნებს და ზოგჯერ რამდენიმე ფურცლის გამოტოვებით კითხულობდი.
ასეთი ბავშვები შემდგომ ან ფიზიკოსები ხდებიან ხოლმე, ან პროგრამისტები, ან მათემატიკოსები.. და მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკულ შეცდომებს ხშირად უშვებენ, ფილოლოგებზე მეტი პოტენციალი აქვთ ყველაფერში. შენ წარმოიდგინე, მხატვრული ლიტერატურის შექმნაშიც კი.

აი, მაგალითად, მე პუნქტუაციაში შეცდომებს საერთოდ არ ვუშვებ, მაგრამ ვებ-გვერდს ვერ შევქმნი. არადა, პირიქით იყოს, ხომ სჯობს 13.gif
შენი ნაწარმოები არ წამიკითხავს, კარტრიჯებია დასატენი და ვერ ამოვბეჭდე. ეკრანზე კითხვისთვის კი ზედმეტად მოუთმენელი ვარ.

ახლა სისულელეებს ვკითხულობ. ისინი ადვილია და მარტივი. სისულელის დადებითი თვისება სწორედ ეგაა. ერლენდ ლუ 2 დღეში წავიკითხე, ჰომეროსს კი 3 კვირაა ვკითხულობ და ბოლომდე ვერ გავსულვარ.
შენ ალბათ სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობ, ან რამე ისეთს, ლავკრაფტის მსგავსს.
რატომღაც ეგრე მგონია.

ახლა კი ჩემს პიემს კითხულობ. იმედია, ის მარტივი და საკმარისად სულელურია იმისათვის, რომ ბოლომდე წაკითხვა შეძლო.
ესეც ფოტო განწყობისათვის
ეგეთ ხასიათზე ვარ, და რომ მიხვდე…

პ.ს. გმადლობ, რომ იყავი ჩემთან.

მაინც გრძელი წერილი გამოსულა.

One thought on “ბიოანინა volume2

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s