წერილები ბიო ჰაზარდს

ბიო ჩემი ვირტუალური ნაცნობია და ლოთი(?) პროგრამისტი. საშინლად წერს წინადადებებს და უკეთესად_ პროგრამებს.

არასდროს მინახავს პირადად და არ ვიცი მისი ნამდვილი სახელი და გვარი. სამაგიეროდ ვიცი, რომ თუ ვინმეს ღვიძავს ჩემ გარდა ღამის (თუ დილის) 6-ის ნახევარზე, ეს ან ლევან რამიშვილია, ან_ ბიოჰაზარდი.

მოკლედ, იყო დრო, ბიოს წერილებს ვწერდი.

და მგონი, ძალიან არ გამიბრაზდება, თუ აქაც დავდებ. მიყვარს ეგ წერილები. თუ ოდესმე გავაგრძელებ წერას, იმ დროისათვის, როცა ბიო მაიკროსოფტში იმუშავებს, მე კი ცნობილი მწერალი ვიქნები, წიგნადაც გამოვუშვებ : )

მერე ჰონორარს ერთად დავხარჯავთ. იმედია, მაგ დროისათვის ნანახი მეყოლება.

მაშ ასე.

პირველი წერილი

სახელით :ბიოანინა:

ეს სახალისო სურათი გუშინ ვიპოვე ერთ-ერთ საიტზე.
სამანქანო ნიშნებისა არაფერი გამეგება და მაინც გამეცინა, ესე იგი, კარგი სურათია : )
არ ვიცი, მანქანის მართვა თუ იცი.
მე საერთოდ ბევრი რამ არ ვიცი შენ შესახებ და ეს მშვენიერია.

ხოდა რატომ ვახსენე ახლა ეს..
18 წლის რომ გავხდი, ეს კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, ვიგრძენი, რომ ამით რაღაც უნდა შეცვლილიყო.
18 წლის ადამიანს შეუძლია;
გათხოვდეს მშობლების ნებართვის გარეშე
შეიძინოს ალკოჰოლური სასმელები
მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში
უყუროს პორნოფილმებს
შევიდეს ტოტალიზატორში, სლოტ-კლუბში და ეგეთ ჯანადაბაში სადმე.
ეს ყველაფერი გავიხსენე და მერე დავასკვენი

ვერ წარმოიდგენ, როგორ მეზარებოდა გათხოვება , ან კაზინოში წასვლა. ალკოჰოლურ სასმელებს ისედაც ვსვამდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
არჩევნები არ იყო უახლოეს მომავალში. პოროფილმი კი ისედაც მინახავს
საერთოდაც, პორნოს ხომ 18 წლის შემდეგ გაცილებით ცოტა ადამიანი უყურებს, ვიდრე 18 წლამდე : )

ხოდა, გადავწყვიტე მართვის მოწმობა ავიღო.
მინდა მყავდეს სიმპატიური ისტრუქტორი და ვცნობდე 10 საგზაო ნიშანს მაინც.

ეს იქნება ის მინიმუმი, რაც მაგრძნობინებს, რომ 18 წლის ვარ : )

ეს მოსკვიჩია.
ეს ქალი კი ჩემზე ათასჯერ თამამია. ფოტო სახალისოა, ხედავ, რუს ქალებს სულ შხვართი ტანი კი არ ჰქონიათ 13.gif
საბჭოთა კავშირის სუნი ასდის ამ სურათს.
დღეს მანქანებზე და სრულწლოვანებაზე ვსაუბრობთ.
საბჭოთა კავშირზე ,ალბათ, ოდესმე მოგწერ.

რას ფიქრობ, მაქვს თუ არა შანსი, სიმპატიური ინსტრუქტორი ვაცდუნო?
წარმოიდგინე, თუ ძალიან მომეწონა, შეიძლება, მართვის გაკვეთილები უსასრულო რაოდენობამდე გავზარდო.. მანამდე მაინც, სანამ კოცნაზაე არ დავითანხმებ.
ვხუმრობ, ასეთი ჯიუტი და გარყვნილიც არ ვარ 13.gif

პოეტი რომაა, დიანა ანფიმიადი, ეგებ გაგიგია.. ის გათხოვდება მალე საკუთარ ინსტრუქტორზე. იმედია, იმ დროისთვის დიანას მანქანის მართვა უკვე ეცოდინება.
: )

ის ანეკდოტი თუ იცი
ანეკდოტია თუ ფრთიანი ფრაზა, ზუსტად არც ვიცი
სახიფათოა, თუ მანქანას მართავს სამხედრო (ისინი ჯარში სწავლობდნენ მართვას და ძალია ნ ცუდადაც)
ან მთვრალი
ან თუ საქმე მოტოციკლს ეხება..
და ქალი? ქალი არაა სახიფათო?
ქალი არის მთვრალი სამხედრო მოტოციკლზე😀

მერე კი, მართვის მოწმობას რომ ავიღებ, ვიყიდი პატარა და სახიფათო მანქანას აირბაგებით, ვივლი არც ძალიან სწრაფად და არც ძალიან ნელა და მანქანას ავარიაში კი არა, ზადნით შეყენებისას დავაზიანებ.

ესეც ფოტო განწყობისათვის. გკოცნი

3 thoughts on “წერილები ბიო ჰაზარდს

  1. _13_

    მიხარია, რომ ასე საინტერესოდ წერ, შენი ნაწერი ყოველთვის კარგად იკითხება, თხრობის მანერა გაქვს ძალიან ჩამთრევი…. წარმატებებს გისურვებ!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s