ცდუნებები

ჩემს ცდუნებას შოკოლადით ვერ შეძლებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მაინც მაჩუქოთ.

ვერც სუნამოთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩუქებაც არაა საჭირო.

დიდად არც შოპინგებზე სიარული მიყვარს და თუ 100ლარიან სასაჩუქრე ბარათს მოვიგებ რომელიმე ტანსაცმლის მაღაზიაში, პირველ რიგში იმას ვიკითხავ, შემიძლია თუ არა ფულში განაღდება.

არც მაკიჟი და  სამკაულები მჭირდება, ოღონდ თმის სამაგრებზე ეგ არ ვრცელდება. თმის სამაგრები საჭიროა. ყოველთვის საჭიროა. ვერასდროს ვერ ვხვდები, როგორ ქრებიან თმის რეზინები პირდაპირ მაგიდიდან ან უარესი, თმიდან.

თუმცა, მე  უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცდუნებებიც მაქვს.

პირველი_ კითხვაა და ახლა უკვე ,,ქინდლში” კითხვა.

ნუ მკითხავთ, ქინდლი უფრო მიყვარს თუ დედაჩემი, რადგან კითხვა რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ქინდლი. სხვანაირად როგორ უნდა იყოს: დედაჩემი ვერ მიკითხავს ხმამაღლა, ინგლისურად და გამოთქმით პედეეფ ფაილებს და არც ზურგზე წოლისას კითხვისთვისაა მოსახერხებელი, რადგან 200 გრამზე მეტს იწონის. თუმცა, დედას ის პლუსი ნამდვილად აქვს, რომ ბრაუზერის გაშვებისას არ ჭედავს.

მეორე_ ილუსტრაციებია

ყოველდღე ერთი 10 საიტს მაინც ვპოულობ, რომლის შემქმნელიც ერთი ნახვით მიყვარდება.  ამაში ხან ტამბლერი მეხმარება, ხან უბრალოდ ბრმა ტყვიასავით ნასროლი ლინკები. არც ვიცი, რატომ ვათვალიერებ და ვასეივებ ილუსტრაციებს ასე ისტერიულად, მაგრამ უბრალოდ, ვერ ვჩერდები.

ნუ, აი, მაგალითად, მაი ოლლ-თაიმ ლავ

http://julienpacaud.com/– როცა სერიოზულ თემაზე ვწერ სტატიას/პოსტს პირველ რიგში აქ ვეძებ ილუსტრაციას. თუ ოდესმე ჟურნალს გავაკეთებ, ამ ტიპს გავაფორმებინებ და ჟურნალისტებზე 20ჯერ მეტს გადავუხდი.

და ჩემი ამჟამინდელი გატაცება ოლლ-თაიმ ლავის პარალელურად:

საყვარელი სკოტ კემბელი

რაც შეეხება ამ საიტს_ანასომნია – უბრალოდ ენითაღუწერელია. შედით, ჩამრთველს (ამ შემთხვევაში გამომრთველს) დააჭირეთ და გაყუჩდით : ]

მესამე_ ჩემი შეყვარებულია..

რომელიც დანამდვილებით მიყვარს ქინდლზე მეტად. სწორედ მან მიმახვედრა, რომ დიდად არ ტეხავს, ხანდახან მგრძნობიარე იყო. გაცილებით უფრო ტეხავს, მგრძნობიარე იყო და მალავდე. ოღონდ ღმერთმანი, ბლოგზე ეს არ ვრცელდება.

რაც შეეხება დანარჩენს. არის კიდევ რამეები, რაც მსუბუქად მაცქმუტებს: ამბები ნასადან, კარგი არაყი, შვედეთში ჯგუფ ,,the knife”-ის კონცერტი, ფინქის შიშველი სურათები, გრაფიტის გაკეთების პერსპექტივა და ახალი სამსახურები, რომლებიც სახლიდან გასვლას არ საჭიროებენ.

თქვენც ხომ გაქვთ ეგეთი ცდუნებები? ჭამა, სექსი და ძილი არ ითვლება : ]

12 thoughts on “ცდუნებები

  1. ჩემია ფოტოგრაფია, ფრინველები, კულინარია, ცურვა და… საერთოდ ძალიან მარტივია ჩემი ცდუნება 😀

    მაინტერესებს თუ იცი,
    ,,ქინდლი” რა ღირს და სად შეიძლება მაგისი ყიდვა (საქართველოში)?…

  2. იაპონია, სკანდინავიური მითოლოგია, ანტიკა, ბერძნული ტაძრების სურათების შეგროვება, გუთური არქიტექტურა, სუიციდი, ვირჯინია ვულფი, წითელი ზონა ტვინებში. მეტას აღარ დავწერ 🙂
    ვიცი, მეც იგივეს ვიგრძნობ “ქინდლის” მიმართ, და მე ის სექსზე მეტად მეყვარება.

  3. მისტიკა, დეტექტივი, ეროტიკა. პარკური, ველოსპორტი, ტარაქუში. თოფი, FPS-ი, აირსოფტი. თხილი, მიწისთხილი, ნუში. 😀

  4. გამოხმაურება: პოკერული ლავსთორი « ანინას ბლოგი

დატოვე კომენტარი