რა მასწავლა “გაჭირვებამ”

bavshvoba
ამ პოსტის დაწერა განვადებით გამოტანილი აიფონების სკანდალმა გადამაწყვეტინა. ხომ იცით  რაშიცაა საქმე? სტუდენტებმა  განვადებით შეიძინეს აიფონები, ფული ვერ გადაიხადეს და ახლა ცუდ მდგომარეობაში არიან. ამ ამბავს ბევრი მხრიდან შეიძლება შევხედოთ (მე მაინც “ჯეოსელის” მხრიდან შეხედვას გირჩევდით) .  ფაქტი ისაა, რომ ეს სტუდენტები ეკონომიკური კი არა, ექსისტენციალური პრობლემის წინაშე დადგნენ.  აიფონის ყიდვით მათ იყიდეს ცხოვრების სტილი, რომელსაც ვერაფრით ვერ ამართლებენ. იყიდეს საქმიანი წარმატებული ადამიანის იმიჯი, მაშინ როცა ჯერ-ჯერობით უსაქმურები და წარუმატებლები არიან.  მესმის,  რომ აიფონი მთლად ისეთი ფუფუნების საგანიც არაა, როგორც მაგალითად, იახტა, მაგრამ როცა შენი შემოსავალი ნოლი ლარია თვეში,  აიფონი იახტაცაა და მეტიც.

ეგ არაფერი.  ამ სტუდენტებს აუცილებლად ექნებათ აიფონები ან ახლა, ან მერე. შეიძლება ბევრად უკეთესი ტელეფონებიც კი ჰქონდეთ მომავალში, იმიტომ რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ადამიანებს კი ბევრი რამის გაღება შეუძლიათ იმისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. კიდევ კარგი, რომ  მე ბევრად იაფი მიზნები მაქვს: კარგი წიგნები, მოხერხებული ჯინსები, საინტერესო მეგობრები. განვადებით გამოტანა არც ერთ ამათგანს არ სჭირდება.

Continue reading “რა მასწავლა “გაჭირვებამ””

13-19 (I)

ვიცი, სათაურის წაკითხვისას  რაც გაიფიქრეთ_ თინეიჯერი (ოდნავ დამცინავი ტონით, თუ არა?). ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ როცა ანინას ბლოგზე შემოდიხართ, თინეიჯერის ბლოგზე ხვდებით? მე დღეს პირველად დავაფიქსირე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბლოგს თინეიჯერულად არ ვთვლი. აბა როგორი წარმომიდგენია თინეიჯერული ბლოგი? აი ისეთი, რომ შედიხარ და დიდი გული გეჩითება  წარწერით: მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები..


მოკლედ, მე თინეიჯერები არ მიყვარს, მაგრამ რადგან ზუსტადაც ,,თინეიჯერული პონტია”  რაიმე ფენომენის(მოვლენის, ადამიანის, ღირებულების) მომწონს-არმომწონს კრიტერიუმებით გაკრიტიკება, მოდი, ცოტა შორიდან მოვყვეთ..

საცდელი ობიექტი_ ანინა. 19 წლის.

Continue reading “13-19 (I)”

მეტროს ბოლო მატარებელი

ჩართე და მოუსმინე ანინას ხათრით.

რამდენიმე დღე_ სკაიპის უცვლელი სტატუსი _ buy me a Kalashnikov

განწყობა_ ,,ყველაფერი ცუდად იქნება”

აქტუალური პრობლემა_ როგორ დავადგინო, ნამდვილად მღვიძავს თუ არა

არანაკლებ აქტუალური პრობლემა_ თუ მძინავს, როგორ გამოვიღვიძო

საინტერესო თემა_ უცნობები მეტროში

Continue reading “მეტროს ბოლო მატარებელი”

ენის პალატა ავადმყოფი ენისათვის

დღეს ქართული ენის დღეა. ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ. ალბათ, თქვენც ჩემსავით ათასჯერ წაიკითხეთ, მოისმინეთ, უყურეთ.. არც 14 აპრილის ფოტოები და ვიდეოები გვჭირდება. ასეთი რამეები მხოლოდ სენტიმენტალური მოგონებებისთვის გამოდგება. მაგალითად, აი, ასეთისათვის.

ქართული ენის ,,დღე”.

არადა რა ძნელია მოსმენილი სადღეგრძელოების, ქართულის მასწავლებლის მიერ თავში ჩაბეჭდილი სიტყვების,  ზოგადი სტერეოტიპებისა და პათეტიკის  გარეშე ენაზე საუბარი.

ჩვენი ენა ხომ ღმერთების ენაა. ჩვენი ენა ხომ მეორედ მოსვლისას უნდა გაჟღერდეს, ჩვენი ენა ხომ სხარტია და ლამაზი. მერე რა, რომ ქართული ენის ლექსიკონი ემსგავსება ,,ნიუსფიქის” ლექსიკონს ,,1984”-დან, ანუ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ცოტა მოქმედი სიტყვა გვაქვს. მერე რა, რომ ღმერთს არ სჭირდება ქართულის ცოდნა ხალხთან საუბრისათვის და ზოსიმემ უბრალოდ ,,წაიტრიპაჩა”. მერე რა, რომ თანამედროვე ქართული არაა ქართული ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და მექანიკური ნარევია  ყველა იმ ქვეყნის ენისა, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება საქართველოსთან, ეს მექანიკური ნარევი კი მხოლოდ იმიტომ სუნთქავს, რომ საფუძველში რაღაც ძალიან ცოცხალი უდევს. მერე რა, რომ ქართულს რამდენჯერმე დასჭირდა ,,გადაწერა” _ ერთხელ, ბიბლიის თარგმნისას, მეორედ, მთაწმიდელების, ეფრემ მცირეს, პეტრიწისა და სხვათა ეპოქაში, მესამედ- ილიას დროს და ამ საქმეს ყოველთვის რამდენიმე ადამიანი აკეთებდა. ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ქართული ჩვენი საერთო Continue reading “ენის პალატა ავადმყოფი ენისათვის”