გეგმების გარეშე

ჰაერში ვართ. უეცრად მთელი ერი ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ.  გვერევა ტერმინები და გვერევა დისკურსი. ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ოპოზიციონერი, ვინ არის ხელისუფლებაში, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ასე შემდეგ. მესმის, რომ ასე ერთბაშად გადაწყობა ძალიან რთულია. რამდენიმე დღის წინ ჩემი მარჯვენა ხელი მწყობრიდან გამოვიდა და ახლა ყველაფრის კეთება მარცხენა ხელით მიწევს. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ისე კარგად არ გამომდის, როგორც მარჯვენა ხელით გამომდიოდა, მაგრამ აშკარად ავუღე ალღო. რამდენიმე დღე დამჭირდა, ცოტა ვიწვალე კიდეც და საბოლოოდ მაინც გადავეწყვე. ახლა ხელსაც მარცხენა ხელით ვაწერ და ჩანგალიც მშვენივრად მიჭირავს. ამ პოსტსაც ძირითადად მარცხენა ხელით ვწერ :დ

ასე უნდა გადაეწყოს ქვეყანაც. გადაეწყოს ნაციონალების კრიტიკიდან ახალი ხელისუფლებისათვის თვალის დევნებაზე. გარდა ამისა, ნელ-ნელა უნდა მივხვდეთ, რომ სიტყვები, რომლებითაც აქამდე ვოპერირებდით, ახლა უკვე სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს. ადრე რომ ,,ვაზელინებს” ვეძახდით, ისინი ახლა ოპოზიციონერები გახდნენ და აქცენტის დასმა მათ კონფორმისტობაზე უკვე ალოგიკურია. გამარჯვებული ძალის საქმე კი მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაა და არა დამარცხებული ძალის კრიტიკა. თავისთავად ის, რომ ხალხმა ნდობა აღარ გამოუცხადა ნაციონალურ მოძრაობას, უკვე არის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა.

Continue reading “გეგმების გარეშე”

შეხვედრა ნიკა გილაურთან

2 წლის წინ, როცა ბლოგს ვქმნიდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ :
1. ჩემი მომავალი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდებოდა სოციალურ მედიას.
2. ოდესმე ჩემი შეხვედრა ქვეყნის გავლენიან პირთან სწორედ იმით იქნებოდა განპირობებული, რომ მე ბლოგი მაქვს.

მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან: ის, რაც პატარა ნაბიჯია ისტორიისთვის, დიდი ნახტომია სოციალური მედიისათვის. ბლოგერები დღეს ისეთი აქტუალურები ვართ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. მერე რა, რომ გაცილებით ნაკლებს ვწერთ, ვიდრე ადრე და მერე რა, რომ პოლიტიკასა და საჩოთირო თემებს ისევ ჯიუტად ვარიდებთ თავს.. ჩვენ მაინც გვხვდებიან და პასუხსაც გვცემენ. საუკეთესო შემთხვევაში კი აზრსაც გვეკითხებიან.
დღეს ნიკა გილაურთან გვქონდა შეხვედრა. საუბარი ოფიციალური არ ყოფილა, მიუხედავად ფორმატისა. ეს ან ჩვენი მუხტის დამსახურებაა, ან მინისტრის უშუალობის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ამას არც აქვს. გულწრფელობამ მხოლოდ ხელი შეუწყო ეფექტურ კომუნიკაციას.

Continue reading “შეხვედრა ნიკა გილაურთან”

რჩევები

მე ერთ–ერთი მათგანი ვარ, რჩევებს რომ იშვიათად უსმენს. არა, ხანდახან ნამდვილად ვითხოვ, რამე მირჩიეთ–მეთქი, მაგრამ მხოლოდ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მაინც მე ვიღებ. როცა საქმე ოჯახს, შეყვარებულს, მეგობრებს ან სამსახურს ეხება, არავის რჩევას არ ვითვალისწინებ და ამას არც ვნანობ ხოლმე.  მთავარი მოტივი  ესაა: თუ ვინმეს უკეთესად შეუძლია ჩემი  სიტუაციის გაანალიზება, ვიდრე მე  თვითონ, ესე იგი დანძრეული მაქვს, ჰოდა, თუ დანძრეული მაქვს.. არა. არავითარი ჰოდა.

/ ვიჭედები. იქნებ ის ისტორია დავწერო, დედამ რომ მირჩია ასე მეცხრე კლასში, ბიჭს თუ გინდა მოეწონო, მისთვის მიუწვდომელი უნდა დარჩეო. და მერე ის ბიჭი, მე რომ უნდა მოვწონებოდი, სკოლის ტუალეტში რომ გამიჟიმა მეთერთმეტეკლასელმა მისაწვდომმა გოგომ?! /

Continue reading “რჩევები”

26 მაისი_ ვიზეიმოთ თუ არა?

მე მიყვარს 26 მაისი და მხოლოდ იმიტომ არა, რომ დასვენების დღეა. იმიტომ, რომ ერთადერთი დღეა, რომელიც ყველასთვის დღესასწაული უნდა იყოს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. და კიდევ იმიტომ, რომ როცა ვაცნობიერებ, რა მასშტაბის მოვლენაა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება, მაჟრიალებს.

მგონი, იმ ხალხს, ვინც ამ დღეებში პარლამენტთან იდგა, მსგავსი შეგრძნებები არ ჰქონიათ. მგონი კი არა, არ ჰქონიათ. გუშინ რომ ჩავიარე პარლამენტთან, რომელიღაც გამომსვლელი ხალხს  მოუწოდებდა, ფეხი არ მოვიცვალოთ,  სააკაშვილს დღესასწაული უნდა ჩავუშხამოთო. ხალხი კი ტაშს უკრავდა.  ნუთუ 26 მაისი მიშას დღესასწაულია? ვაი.

გუშინ სულ სხვანაირ განწყობას ვგეგმავდი დღევანდელი დღისთვის. ახლა კი არაფერი მიხარია,  ვზივარ და ვფიქრობ იმ საშინელებაზე, რაც გვჭირს.

Continue reading “26 მაისი_ ვიზეიმოთ თუ არა?”

ხალხის აზრი

ხალხი ბრძენია
@ხალხი


ვგიჟდები აქსიომების გადაფასებაზე. მიყვარს, როცა ამ პროცესს ვუყურებ და კიდევ უფრო მეტად მიყვარს, როცა ამ პროცესში ვმონაწილეობ. მხოლოდ გაღიზიანების გამოწვევის გამო_ არა (თუმცა, ვაღიარებ, ესეც მიყვარს), უბრალოდ ვთვლი, რომ ,,აღიარებული ჭეშმარიტებები” დროდადრო საჭიროებენ გადახედვას დროსთან ადეკვატურობის შემოწმების მიზნით.

ერთ-ერთი ასეთი ,,ჭეშმარიტება” ისაა, რომ ხალხი ბრძენია.

მეორე ასეთი ,,ჭეშმარიტება” კი ისაა, რომ ხალხის აზრი უნდა დაიკიდო.

Continue reading “ხალხის აზრი”