ჩემს ლიზის წარმოსახვითი ბაჭიები ჰყავს. თვითონ ლიზი 2 წლისაა. ბაჭიები კი.. მმ. ბაჭიები რამხელები არიან, ლიზი? სკოლაში მიდიან. ესე იგი, 5-ის არიან ან 6-ის.
_ გინდა, ერთი გაჩუქო? მეკითხება და მიღიმის.
_ მინდა_ ვპასუხობ მე.
აჰა, მიწვდის ბაჭიას და მე, ბაჭიამ ხელი რომ არ შემიშალოს, გვერდით სკამზე ვსვამ.
ჩემი და მოდის: _ მოიცა, იმ პოსტის გაგრძელება დაწერე?
კომპიუტერისკენ იხრება, მერე გვერდით სკამზე ჯდება და…
ლიზი კივის. ჩემი ბაჭია გაჭყლიტააა!!!