დასაწყისი იხილეთ აქ
ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ფილმებს სესილია აღარ უყურებდა. ხოდა, დაჯდა ერთხელაც და თვითონ დაიწყო ფილმის გამოგონება. ჩაის სვამდა და ფიქრობდა, რომ საშინელ სახლში ცხოვრობს, რომელშიც ადრე მარტოხელა მამამ საკუთარი შვილი მოკლა. ეს მუქი ლაქები პარკეტზე _ პატარა ხუჭუჭა გოგონას სისხლია. ეს საათი კი სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა ბავშვმა შეწყვიტა სუნთქვა. მკვლელის სული ახლაც ამ სახლში ხეტიალობს და დროდადრო კარებს აჭრიალებს. ის გაბოროტებულია, მაგრამ სესილიას არაფრის ეშინია, რადგან არც ქერაა და არც დიდმკერდიანი. საშინელებათა ფილმებში კი ისინი პირველები კვდებიან. უნდა ითქვას, რომ საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც სესილიას ნანახი ჰქონდა, ,,ნათება” იყო, ყველაზე ცუდი კი _ ,,კივილი”.

პარასკევ დილას სესილია ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა და ჩაიდანი გადმოდგა. მერე კი სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი, სანამ მას ეძინა.
თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს მოჩვენებამ ჩაიდინა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა მოჩვენებას დილაადრიან ჩაიდნის გაზქურაზე დადგმა?
_ ალბათ, ჩაის იკეთებდა _ დაასკვნა სესილიამ და კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო.
ერთში თავისთვის დაისხა ჩაი, მეორეში _ მოჩვენებისათვის. თავისთვის_ უშაქრო. მოჩვენებისათვის _ 2 კოვზი შაქრით.
Continue reading “სესილიას მოჩვენება ჰყავს” →
Like this:
Like იტვირთება. . .