
10 რამ, რაც ნერვებს მიშლის
1. ჩემი ტელეფონის ელემენტი
ანდროიდიანი ტელეფონები საქს. სულ რომ არ შევეხო, მაინც დღეში ორჯერ ჯდება
2. წარბები
მძულს გაკეთების პროცესი, რადგან მტკივნეულია. მძულს, რომ მერე ისევ იწყებს გაზრდას და ისევ გასაკეთებელი ხდება
3. ადამიანები, რომლებიც პრინციპებს უსირცხვილოდ იცვლიან
არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ გარშემო ყველას ცუდი მეხსიერება აქვს
4. ბიჭები, რომლებსაც უსაფუძვლოდ მაღალი თვითშეფასება აქვთ
შეხვედრაზე უარს რომ ეუბნები და გპასუხობენ: შენთვის გითხარი, თორემ მე არც გოგოები მაკლია და არც სექსი.
5. მძღოლები, რომლებიც შუქნიშანზე ბოლომდე არ აჩერებენ და მოცოცავენ
წითელზე რომ გადადიხარ და ატყობ, როგორ მოიწევენ შენკენ. ბრრრ
6. გამყიდველები, რომლებიც ღიმილზე გპასუხობენ დაბღვერილი სახეებით
რა ჩემი ბრალია, თუ დღეში უამრავ იდიოტთან უწევთ ურთიერთობა? ამან უფრო არ უნდა ასწავლოთ ხალისიანი მყიდველების დაფასება?
7. მაღაზიები/კაფეები, სადაც ბარათით გადახდა არ აქვთ
კიდევ უფრო ცუდია, თუ ამის გამო შენ გიბრაზდებიან. მე მაქვს ფული, უბრალოდ შენ არ გაქვს მისი მისაღები მოწყობილობა, კიდევ ჩემი ბრალია?
8. ის, რომ ყველი ძალიან კალორიულია.
უსამართლობაა, როცა ასეთი გემრიელი რამე არის კალორიული. შეცდომაა.
9. წიგნები, რომლებსაც სიუჟეტში ხარვეზები აქვთ
არ შეიძლება, რომ წიგნში რომელიმე პერსონაჟის ბედი გაურკვეველი დარჩეს. კითხვას დაასრულებ და მერე ტვინი გე**ვნება ხარვეზებზე ფიქრით.
10. ოთხშაბათი დღე
ორშაბათზე მეტად ოთხშაბათი მაწუხებს. თითქოს დიდი ხანი გავიდა კვირის დაწყებიდან, მაგრამ პარასკევამდე ჯერაც შორია.
Continue reading “10 რამ, რაც…”