დღეს მთელი დღე ურთიერთობებზე, გაუგებრობებზე და დისკომფორტებზე ვფიქრობდი. და კიდევ იმაზე, მართლა საშინელება იქნება თუ არა, ყველამ რომ ის ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ.
აი, დაახლოებით ასე:
,,ძალიან კარგი ბიჭი ხარ. საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ არ შეგხვდები, იმიტომ რომ პატრიარქის სურათი გაქვს გადაშეარებული. სტერეოტიპებისა და სტატისტიკის გამო მგონია, რომ შეზღუდული აზროვნება გაქვს და მე რომც მომეწონო, შენ არ მოგეწონები”
,,სინამდვილეში მხოლოდ შენთან სექსი მინდა. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად მოგექცევი. უბრალოდ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებ”.,,მინდა, რომ ჩემი პოსტები წაიკითხო”
,,გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც მინდა, ჩემი ყავის ფული შენ გადაიხადო”
,,სინამდვილეში სამჯერ მეტი კაცი მყოლია, ვიდრე ვამბობ”
,,სინამდვილეში სამჯერ ნაკლები ქალი მყოლია, ვიდრე ვამბობ”,,დღეს საღამოს სექსი არ გვექნება, რადგან გაპარსული არ ვარ”
,,მე მაინც ქერა გოგოები მირჩევნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენთან სექსი არ მექნება”
,,ცოტა ხანს უნდა გაწვალო, რომ არ იფიქრო, თითქოს ყველას ადვილად ვაძლევ”
და ასე შემდეგ.