როგორ შევაბათ ბიჭები?

გუშინ მეგობართან ვიყავი სტუმრად. 11 წლის და ჰყავს, ლამაზი გოგოა. ლიზა ჰქვია. მასაც, ისევე როგორც პატარა დების სრულ უმრავლესობას, მოსწონს, როცა უფროს დას მეგობრები სტუმრობენ. მას რომ ვაკვირდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. ჩემი და იმხელა იყო, რამხელაც ახლა მე ვარ.. და მე აღფრთოვანებული ვიყავი  ჩემი დის მეგობრებით, რომლებიც ხმარობდნენ მაკიაჟს, ბევრ უცხოურ სიტყვას და ჩუმ-ჩუმად  სიგარეტსაც ეწეოდნენ ხოლმე. ლიზამ კეთილგანწყობა და გულახდილობა  რომ შემამჩნია, არც მეტი, არც ნაკლები, მკითხა, ბიჭები როგორ უნდა შევაბაო.. ოდესმე გაგიციათ ასეთი შეკითხვისთვის პასუხი? მე _ კი, თუმცა 11 წლის გოგოსთან არა. მე ვუთხარი, რომ ბიჭების შებმა საერთოდაც არაა აუცილებელი და რომ ისინი თვითონვე შეებმებიან, როცა ლიზა დიდი და ჭკვიანი გოგო გახდება. მოტყუება აზრადაც არ მომსვლია, მგონი, უბრალოდ წავიოცნებე ისეთ სამყაროზე, სადაც ბიჭები ჭკუას კარგავენ ჭკვიან გოგოებზე. სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს  კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))

Continue reading “როგორ შევაბათ ბიჭები?”

რატომ არ უნდა ჰკითხო კაცს რჩევა

კაცებს ხომ უყვართ წერა, ხუმრობა, შარჟების გაკეთება თემებზე: რატომ არ უნდა ანდო მანქანა ქალს, რატომ არ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში ან რატომ არიან ქერები სულელები. ხოდა. აი, სამაგიეროც: რატომ არ უნდა ჰკითხო რჩევა მამაკაცს:

საგაზეთო სვეტი

ძვირფასო ჯონ!

იმედი მაქვს, დამეხმარები, თორემ მართლა საშინლად ვგრძნობ თავს.

Continue reading “რატომ არ უნდა ჰკითხო კაცს რჩევა”

რა განსხვავებაა პორნოსა და ეროტიკას შორის? (+18)

ამას წინათ ერთი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა: არაბი ტერორისტები რომ პორნოს უყურებდნენ, ცხოვრების ახალ მოწოდებას აღმოაჩენდნენ და ომობანას შეეშვებოდნენო. მე კი ამის არ მჯერა, ბოლოსდაბოლოს ამერიკელი ბიჭუნებიც ხომ თამაშობენ ომობანას, მათ კი პორნო ნამდვილად არ აკლიათ.

ხანდახან მეჩვენება, რომ პორნო კი არაა შექმნილი ინტერნეტისათვის, არამედ ინტერნეტი_ პორნოსთვის. ასეა.  ინტერნეტში იმდენი პორნოა, რომ ძებნაც არ გჭირდება. ის თვითონ გპოულობს. ამ პოსტსაც ასე იპოვიან მავანნი, ბოლომდე ჩაიკითხავენ, გადააფურთხებენ (ის არ აღმოჩნდა, რაც ეგონათ) და სადმე უხერხულსახელიან საიტზე შეძვრებიან._ icuglute.ge)

Continue reading “რა განსხვავებაა პორნოსა და ეროტიკას შორის? (+18)”

რა გამოიგონეს ქალებმა

ვკამათობთ. მე და ჩემი ძმა. კარგი რა, კარგი რა, ამბობს ლევანი_ ყველაფერი, რასაც ხედავ, კაცის შექმნილია. სოფელში ვართ. ვუყურებ მთებს, ხეებს, ბალახს. ესენი კაცის შექმნილი არაა. ერთადერთი, რაც შეიძლება კაცის შექმნილი იყოს, ჰამაკია. ლევან, ჰამაკი კაცის შექმნილია? _ ვეკითხები და მიკვირს, რატომ არ შეიძლება ქალმა შექმნას ჰამაკი. ძალიან მარტივი რამეა. ლევანი მაკვირდება და მეუბნება, ჰამაკი რომ შექმნა, ერთი–ორი ფიზიკური კანონიც უნდა იცოდე, მარტო ქსოვა ვერ გიშველის. მე მწყინს და ვიბუტები. ლევანი მამშვიდებს_ მერე რა, იყო ერთი ფიზიკოსი ქალი, მარია კიური, ბევრ მამაკაცს სჯობდა. მაგრამ მარია ერთი იყო_ დასძენს აქვე. ტფუი, ვფიქრობ მე და მინდა, რომ რამე გამოვიგონო იმ წამსვე. რამე ძალიან მაგარი და ლევანი გავაჩუმო.

არ შემიძლია.

სამაგიეროდ, სხვებს შეუძლიათ.

1) პოლონიუმი და რადიუმი

მარია კიური პირველია, რადგან მარია ძალიან მაგარია.  მარიამ იცოდა ქიმია და ფიზიკა, მარიამ აღმოაჩინა პოლონიუმი და რადიუმი. მარია პირველი იყო, ვინც ორჯერ მოიგო ნობელი და..  მარია ერთადერთი ქალია, რომლის ინტელექტზეც ჩემი ძმა არ დავობს.

2) კორექტორი

კორექტორი ბეტი გრეჰემმა გამოიგონა. ბეტის სასიყვარულო წერილების წერა არ ეხერხებოდა. წერდა, კუჭავდა, ნაგვის ურნაში ისროდა, მერე ისევ წერდა, ისევ კუჭავდა, ისევ ისროდა… ხოდა, ძალიან რომ მოსწყინდა წერა–კუჭვა–სროლა, გამოიგონა კორექტორი და თავის საყვარელ მამაკაცს თეთრი ხაზებით სავსე წერილი გაუგზავნა. მამაკაცი, რომელსაც მანამდე ბეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, დაინტერესდა, როგორ გაჩნდა წერილში თეთრი ხაზები, ზედ გადაწერილი სიტყვებით. ბეტიმ მას თავისი აღმოჩენა გაუზიარა და ამით სატრფოს გული სამუდამოდ მოინადირა.

3)  საქარე მინის საწმენდი

საქარე მინის საწმენდი მერი ანდერსონმა გამოიგონა. მას ძალიან ეშინოდა, რომ მისი ქმარი წვიმის გამო გადაეყრებოდა უბედურებას.

Continue reading “რა გამოიგონეს ქალებმა”

ყველაზე არაფემინისტური პოსტი ყველაზე ფემინისტურ დღეს

დილაა, ახლაც დილაა, მაგრამ მაშინ უფრო  დილა იყო, როცა დამირეკეს და რაღაც მომილოცეს.

_გმადლობ, _ ვლუღლუღებ ნახევრად მძინარი. რაღაცას გულით მეუბნება ბიჭი, რომელსაც ძლივს ვიცნობ და არც კი ვიცი, რას მილოცავს.

_შენც გილოცავ_ ვეუბნები. ამაზე ჩუმდება და ცოტა ხნის შემდეგ_

_მეკაიფები? მე 8 მარტს გილოცავ.

_აა. ჰო. _ მართლა? მე მეგონა, ახალი წელი იყო _ უკვე მეც ძალიან დაბნეული ვარ

თიშავს. აღარსდროს დარეკავს.

მოკლედ, ეგეთი 8 მარტი გათენდა და რაკი ამის გამო გამაღვიძეს, მზად ვარ მძულდეს კლარა ცეტკინი და ყველა, ვინც კი ასეთი სისულელის მოსალოცად კიდევ შემაწუხებს.

სხვათა შორის, უცნაური 8 მარტია. წელს საუკეთესო რეჟისურისათვის ოსკარი პირველად აიღო ქალმა. ასე მიულოცეს ქალებს კინემატოგრაფებმა დღე, რომლის არსებობის შესახებ მათ არც კი იციან.

მოკლედ, აქვე. ამ დღეს ყველა მამაკაცს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, და, დედა, ცოლისდაც, სიდედრიც, მოხუცი ბებიაც, მეზობლად მცხოვრები დაუკმაყოფილებელი შინაბერაც…

ან უყვარს, ან თავს იტყუებს, ან სხვებს ატყუებს..

სხვა დროს როგორ უყვართ მამაკაცებს ქალები? გთავაზობთ სურათებსა და ვიდეოს, ყველაზე არაფემინისტურ სურათებსა და ვიდეოს (ვერიდები სიტყვა სექსისტურს, მაინც არასწორად არ გაიგონ), რომელთა ავტორებიც, რა თქმა უნდა, მამაკაცები არიან…

ეს ამაზრზენად სასაცილო რეკლამაა : )

სხვათა შორის,  სტერეოტიპები უმეტესად ქალებზე იქმნება..

და ეს ჯერ კიდევ როდინდელი სტერეოტიპებია _ დედათა ბუნებაი იწრო არს…

ამას ემატება ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა:

ფრთხილად, ქალი საჭესთან!

ქალი მე ვიცი სამზარეულოში .. და ასე შემდეგ.

8 მარტი ის დღეა, როცა ყველა ერთად ვივიწყებთ ამ სტერეოტიპებს და ქალი_ სამზარეულოში მოფუსფუსე არსება გარდაიქმნება ქალად_ რომელსაც გზა უნდა დაუთმო, ადგილი დაუთმო, დრო დაუთმო, ყურადღება დაუთმო და ხანდახან ფულიც…

და ბოლოს… მაინც.. ეს ფოტო.. ყურადღება მიაქციეთ თარიღს!

გკოცნით, გეხვევით..

ანინა