არ ვიცი, მსოფლიო ბლოგოსფეროში როგორაა, მაგრამ ქართულ ბლოგოსფეროს 3 მთავარი ძალა ატრიალებს: მოწყენილობა, უსაქმურობა და თვითდამკვიდრების სურვილი.
ალბათ, ამიტომაც არ დამიწერია ამდენ ხანს ახალი პოსტი. არც მოწყენილი ვყოფილვარ, არც უსაქმური და თვითდამკვიდრება.. თვითდამკვიდრების თავი აღარ მაქვს :დ
აქვე გადახვევა: საინტერესოა, რატომ არის შერაცხული თვითდამკვიდრების სურვილი ნეგატიურ მოვლენად. მეც მითხრეს ერთხელ, თქვენ, ბლოგერები მარტო იმიტომ წერთ, რომ თავი დაიმკვიდროთო და მე დავიწყე მტკიცება, რომ არა: ჩვენ იმიტომ ვწერთ, რომ მოგვწონს, რომ სოციალური მედია განვავითაროთ, რომ ოდესმე 100 ლარიანი პოსტიც დაგვიკვეთონ :// და .. გავჩერდი. რა თქმა უნდა, იმიტომ ვწერთ, რომ თავი დავიმკვიდროთ, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? განა იმიტომ არ ვსწავლობთ, რომ თავი დავიმკვიდროთ? იმიტომ არ ვიპრანჭებით, რომ თავი დავიმკვიდროთ? იმიტომ არ გამოვთქვამთ ბრძნულ აზრებს სხვების თვითდამკვიდრებაზე, რომ თავი დავიმკვიდროთ?