სადაცაა, გათენდება. ვცდილობ, არ ვიფიქრო ხვალინდელ კოლოკვიუმზე მეგრულ ენაში, არც იმაზე, რომ არ მიყვარს ასეთი ჩემი თავი. მირჩევნია, ვეძებო და დავათვალიერო სურათები, ვუყურო ძალიან ძველ ფილმებს და ველაპარაკო სკაიპის რადიოაქტიურ იუზერებს (მათ, ვინც მწვანედ ანთია). საწოლთან მიდევს ეულბეკის ,,პლატფორმა”, მაგრამ იქით არ ვიყურები. ახლა რომ კომპიდან ავდგე და კითხვა დავიწყო, უელბეკიც შემძულდება და წიგნებიც. ხვალ დავამთავრებ, მიშელ.
ჰო, აი კიდევ რა. მე მაქვს Ipod touch, რომლის პაროლსაც ახლა ტვინის ჭყლეტით ვიხსენებ. თუ ვერ გავიხსენე, მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. პაროლი კი იმ ერთადერთი მიზეზის გამო დავადე, რომ მასში ჩაყრილი სურათების ჩვენება ყველასთვის არ მინდა. ბევრი ეროტიკაა, ძალიან ბევრიც კი, ხოდა მე რავიცი, ვინ როგორ გაიგებს.
აქ კი, იმედია, კარგად გაიგებენ.
თენდება, ხალხო.
ესეც ერთობლივი საჩუქარი ჩემგან და ლინასგან.
მჭირდება მეტი დრო და საინტერესო ჭერი თავზე
ჩემი ბავშვური საცვლები მას არ მოსწონს. ამიტომ მხდის ასე სწრაფად.