შეხვედრა ნიკა გილაურთან

2 წლის წინ, როცა ბლოგს ვქმნიდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ :
1. ჩემი მომავალი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდებოდა სოციალურ მედიას.
2. ოდესმე ჩემი შეხვედრა ქვეყნის გავლენიან პირთან სწორედ იმით იქნებოდა განპირობებული, რომ მე ბლოგი მაქვს.

მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან: ის, რაც პატარა ნაბიჯია ისტორიისთვის, დიდი ნახტომია სოციალური მედიისათვის. ბლოგერები დღეს ისეთი აქტუალურები ვართ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. მერე რა, რომ გაცილებით ნაკლებს ვწერთ, ვიდრე ადრე და მერე რა, რომ პოლიტიკასა და საჩოთირო თემებს ისევ ჯიუტად ვარიდებთ თავს.. ჩვენ მაინც გვხვდებიან და პასუხსაც გვცემენ. საუკეთესო შემთხვევაში კი აზრსაც გვეკითხებიან.
დღეს ნიკა გილაურთან გვქონდა შეხვედრა. საუბარი ოფიციალური არ ყოფილა, მიუხედავად ფორმატისა. ეს ან ჩვენი მუხტის დამსახურებაა, ან მინისტრის უშუალობის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ამას არც აქვს. გულწრფელობამ მხოლოდ ხელი შეუწყო ეფექტურ კომუნიკაციას.

Continue reading “შეხვედრა ნიკა გილაურთან”

ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება

არ ვიცი, თქვენ რამდენი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე, მაგრამ მე ბევრი მყავს. ხანდახან ეს ძალიან სასიამოვნოა. სიახლეების გავრცელება ასე უფრო ადვილია, ისევე, როგორც ინფორმაციის მოპოვება: მეტი უკუკავშირი, საინტერესო ადამიანების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა… უფრო საინტერესო news feed-ი. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას ვუმეგობრდები, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა (უარი მხოლოდ მალხაზ გულაშვილსა და ლადო სადღობელაშვილს ვუთხარი). მგონია, რომ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ფეისბუქზე შემეხმიანოს, აქვს კიდეც ამის მიზეზი.

თუმცა მიზეზსაც გააჩნია. ხშირად ჩემს ჩატში და პიემში უცნაური ამბები ხდება. განსაკუთრებით დილისკენ. როგორც ჩანს, ამ დროს ყველა ,,ანძრევს” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რაც, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არაა, თუ  სხვას არ აწუხებ.

Continue reading “ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება”

რუსეთი <3 საქართველო. ემოციური კავშირი

,,კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძემ თქვა:

რუსეთისთვის  საქართველო გართულებული ცალმხრივი სიყვარულივითაა. რადგან  საქართველოს ეს სიყვარული გაუქრა, რუსეთი შფოთავს.

საინტერესო თემაა მსჯელობისათვის არა? რომელიმე პოლიტოლოგი ამ თემას სხვანაირად შეატრიალებდა (პოლიტიკური ექსპერტი ეწოდება ადამიანს, რომელიც სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობით მინიმალურ ინფორმაციას გასცემს), მაგრამ მე ამ საკითხს ბენდუქიძესავით  მარტივად ვუყურებ. სინამდვილეში საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი კი არა, ორმხრივი ემოციური კავშირია.

წარმოიდგინეთ, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან. დიდხანს, სტაბილურად, სექსიც აქვთ… გოგონას ჰგონია, რომ ბიჭს ის გულწრფელად უყვარს, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ  ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მას ეგონა, რომ ამგვარ ურთიერთობას მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.  ისინი შორდებიან. ბიჭს შერიგების მცდელობები აქვს, გოგონა კი თავს ძლივს იკავებს, რომ არ შეურიგდეს. როცა პირისპირ უწევთ საუბარი, გოგონა მტკიცე და დამაჯერებელია, ამბობს, რომ მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ მზადაა, ბოლოსდაბოლოს მის გარეშე იცხოვროს.. მაგრამ საკმარისია, რამე პრობლემას წააწყდეს, რომ იბნევა და დაკარგულ იდილიაზე იწყებს ფიქრს.. ჰოდა, კიდევ.. სევდა რომ შემოეძალება, ბიჭის პროფილს ათვალიერებს ფეისბუქზე და იმ სურათებს ალაიქებს, სადაც  ბიჭი ახალ გოგოსთან ერთადაა გამოსახული. თავის მხრივ, ბიჭს შელახული ღირსების აღდგენა გოგონას დაბრუნებაზე მეტად უნდა. ვერაფრით იჯერებს, რომ ის მიატოვეს..  და რატომღაც ფიქრობს, თუ გოგონას ყველა მეგობარსა და თაყვანისმცემელს ჩამოაშორებს, ისევ შერიგდებიან..

Continue reading “რუსეთი ❤ საქართველო. ემოციური კავშირი”

2010 summer erotic

მე სულ საქართველოში ვისვენებ. ისიც, თითქმის ერთსა და იმავე ადგილებში, ამიტომაც დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია (და ძალიანაც მგონია), რომ საქართველოში ასეთს ვერაფერს ვნახავ.  მხოლოდ შიშველ სხეულებზეც არაა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ლაღია. ვუდსტოკის დუხში თითქოს..

მომხიბვლელია. enjoy-თ : )

Пустые холмы 2010

Continue reading “2010 summer erotic”

მე და მილა

I

მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი.  2 კვირაა, ერთად ვართ და   ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს.  მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.

ახლა, როცა  სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_  უცნაურად თბილი. იყოს ასე.  ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად.   ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე:  _

_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ  მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…

_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.

_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა,  მამიკომ  ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა  და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.

Continue reading “მე და მილა”

მე და ჩემი 1028

ფეისბუქზე 1028 მეგობარი მყავს. უცნობები ჩემი სურვილით არასდროს დამიმატებია და ვინც   მისივე სურვილით დავიმატე, ისინიც ან ჩემი ბლოგის მკითხველები იყვნენ ან კიდევ ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დღეს დავხედე მეგობრების რაოდენობას და გამიკვირდა. ჩვენ ყველანი 1029-ნი ვართ.

რა შეგვიძლია მე და ჩემს 1028 მეგობარს?

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევქმნით საცობს ნებისმიერ ქუჩაზე. ნებისმიერ 2 ქუჩაზე, ნებისმიერ 3 ქუჩაზე.

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევცვლით ზოგიერთ კანონპროექტს.

მე და ჩემი 1028 მეგობარი გადავკეტავთ რუსთაველს კარვებით 3 თვის განმავლობაში (მამენტ, ამას  რად უნდა 1028 მეგობარი).

Continue reading “მე და ჩემი 1028”