შემოქმედებითი წერა

დღეს შემოქმედებითი წერის ლექციაზე ლექტორმა არასტანდარტული დავალება მოგვცა. სტუდენტებს დაგვირიგა ,,ჩეკები”, რომლებიც კაფე ,,კალადან” იყო აკრეფილი. ჩვენ მათ მიხედვით რამე უნდა დაგვეწერა (მოთხრობა, ნოველა, ისტორია). ჩემი ჩეკი ასეთი იყო.

კაფე ,,კალა” (წინასწარი ჩეკი)
მაგიდა # 79
თარიღი: 19/10/11
გაიხსნა:   17 : 12
ბოლო შეკვეთა:  17 : 39
დაიბეჭდა:  17 : 57

მიმტანი: ლიზი

სალათი:
კიტრი, პომიდორი ნიგვზით                 1 x 8.5 = 8.5

ცხელი კერძი:
შებოლილი ქათამი სოუსში კეცზე      1 x 15.4 = 15.4

კუპატი                                                           1 x 13.8 = 13.8
ღვინო თეთრი (150 გრ)
წინანდალი ,,თელ.ღვ.მარ”                   2 x 7.4 = 14.8
ჯამი: 52.5
სულ: 57.75

დავალების შესასრულებლად 30 წუთი გვქონდა.
ეს კი ჩემი ნოველაა : ]

ხუთზე უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათები არ მიყვარს, მაგრამ იმ ორშაბათებს, რომლებზეც ჩემი უფროსი ავადმყოფობს, პრინციპში, არა უშავთ. ზაზას დავურეკე. ძალიან მეზარებოდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. წინა დღეს დავპირდი, რომ შევხვდებოდი:

Continue reading “შემოქმედებითი წერა”

ღამურები

ჩემი გაძლება ღამღამობით, ძილისწინ რთულია.  დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციები რატომღაც ერთად მაწვება და როცა თვალებს ვხუჭავ, ღამურებად გარდაიქმნება.  ერთ ღამურას ჰქვია ,,ჩემი მომავალი” და ის დაფრინავს სადღაც ძალიან ღრმად, კეფასთან და მის დასანახად თვალებს შიგნით ვერ ვაბრუნებ.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,პრობლემები საკუთარ თავთან” და ის უკვე კარგა ხანია ერთსა და იმავე რამეებს წრიპინებს. კერძოდ იმას, რომ სიყვარული მაჩლუნგებს, რომ სიყვარული მხდის არაპროდუქტიულს, დაუცველს და ყველაფერს, თავისუფალის გარდა.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,უფულობა” .. არა, არა, რა ერთს. ზემოთჩამოთვლილი 2 ღამურის გარდა ყველა ღამურას ,,უფულობა” ჰქვია.

Continue reading “ღამურები”

ცდუნებები

ჩემს ცდუნებას შოკოლადით ვერ შეძლებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მაინც მაჩუქოთ.

ვერც სუნამოთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩუქებაც არაა საჭირო.

დიდად არც შოპინგებზე სიარული მიყვარს და თუ 100ლარიან სასაჩუქრე ბარათს მოვიგებ რომელიმე ტანსაცმლის მაღაზიაში, პირველ რიგში იმას ვიკითხავ, შემიძლია თუ არა ფულში განაღდება.

არც მაკიჟი და  სამკაულები მჭირდება, ოღონდ თმის სამაგრებზე ეგ არ ვრცელდება. თმის სამაგრები საჭიროა. ყოველთვის საჭიროა. ვერასდროს ვერ ვხვდები, როგორ ქრებიან თმის რეზინები პირდაპირ მაგიდიდან ან უარესი, თმიდან.

თუმცა, მე  უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცდუნებებიც მაქვს.

პირველი_ კითხვაა და ახლა უკვე ,,ქინდლში” კითხვა.

ნუ მკითხავთ, ქინდლი უფრო მიყვარს თუ დედაჩემი, რადგან კითხვა რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ქინდლი. სხვანაირად როგორ უნდა იყოს: დედაჩემი ვერ მიკითხავს ხმამაღლა, ინგლისურად და გამოთქმით პედეეფ ფაილებს და არც ზურგზე წოლისას კითხვისთვისაა მოსახერხებელი, რადგან 200 გრამზე მეტს იწონის. თუმცა, დედას ის პლუსი ნამდვილად აქვს, რომ ბრაუზერის გაშვებისას არ ჭედავს.

Continue reading “ცდუნებები”

დაიკიდე

by lasharela

WOW, არც მეტი და არც ნაკლები,  ანინამ საკუთარ ბლოგზე (რომელიც თურმე  უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ეიფელი) წვდომა მომცა და მითხრა _  რაც გინდა, დაწერეო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის-მეთქი , _ ვუთხარი.  დაწერო მწერლის პირად ბლოგზე _ არც ისე იოლი საქმეა. –  არ გამოგივა და გაა@ვამო – აი ასე მარტივად, მაგრამ მაინც დამამშვიდა ანინამ.

შეგრძნება ისეთია, თითქოს შენთვის უცნობ ლაბორატორიაში დიდ სამართავ პულტთან დაგაყენეს და გითხრეს : რაც გინდა, გააკეთეო. უყურებ დიდ მონიტორებს, უამრავ მოციმციმე ღილაკს.  გინდა რომელიმეს დააჭირო მაგრმა რაღაცნაირად ღელავ, თუმცა ქვეცნობიერად იმედს იტოვებ, რომ რაიმეს იმავნებლებ, რომელიმე რეაქტორს გააქტიურებ და განგაშის სიგნალი საშინელიც ჩაირთვება.

როგორც წესი, ასეთ დროს ყველაფერი პირიქით გამოდის. რაც უფრო მეტად ღელავ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, უფრო  ცუდად ამბობ სიტყვას. რაც უფრო მეტად ცდილობ რომ გამოგივიდეს საქმე, მით უფრო ცუდი შედეგები გაქვს.  ანინას მკითხველს გული რომ არ დაწყდეს, ბარემ აქვე ვიტყვი  _ რაც უფრო მეტად გინდა, რომ გოგომ მოგცეს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რამდენიმეწუთიანი ჰორმონალური ქაოსის შემდეგ  ჰკითხო _ „მოგეწონა“?

ყველაზე კარგად კი დაძაბულობის მოხსნას მაშინ ახერხებ, როდესაც ყევლაფერი გბეზრდება. რადგან როდესაც რაიმე გბეზრდება, გკიდია და თუ გკიდია,  ესე იგი, თავისუფალი ხარ.

Continue reading “დაიკიდე”

მე ♥ ჩემი ბლოგი

ამ დროისთვის ზუსტად 3400 კომენტარი

306,156 views all-time

3,338 views on the busiest day

საშუალოდ 1,481 ჰიტი

დღეს ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა

Continue reading “მე ♥ ჩემი ბლოგი”