გრძელი ვიქენდი

სოფელში ვიყავი. სულ რამდენიმე დღით  ჩავედი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან–ძალიან დიდი დრო გავიდა. ახსნას არ დავიწყებ. თქვენც გეცოდინებათ, რომ სოფელში  დრო თავისებურად გადის. ზანტად. მთელი კაიფიც იმის გაცნობიერებაშია, რა ნელა ხდება ყველაფერი შენს თავს. რა ნელა გრილდები, რა ნელა კითხულობ, რა ნელა ისვენებ. ამ შენელებულ შეგრძნებებზე ბევრჯერ მიხალისია არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფხიზელზე გაცილებით უკეთესია. არავითარი ფეისბუქი, არავითარი ბლოგოსფერო, არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები: ჭიდან წყალი ამოღებულია?  საბანაო რამსიმაღლეა? ჩემი ჟაკეტი აქ ხომ არაა? მოკლედ _ დაწვრილმანება, რომელიც მე  უფრო ადამიანური რამე მგონია, ვიდრე მისი საპირისპირო მოვლენა:  ყველაფერზე ,,მაღლა დადგომა”.

Continue reading “გრძელი ვიქენდი”

მოკლე პოსტი

მე მივხვდი, რომ რეცენზიის წერა წიგნის კითხვის პროცესშივე თუ არ დავიწყე, არაფერი გამოვა.
ხოდა, გადავწყვიტე, რომ ჩავინიშნო რაღაცები, რასაც დოვლატოვის ,,ჩემოდანზე” ვფიქრობ:

  •  თხელია

მიუხედავად იმისა, რომ უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელის” შესახებ ამდენი მსმენია და სირცხვილით ვკვდები, ჯერ რომ არ მაქვს წაკითხული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც დოვლატოვის კითხვა დავიწყე. იმიტომ რომ 120 გვერდია. არ თქვათ, რომ თქვენ არ ხართ ასეთი მკითხველები. მე მაგალითად, მოთხრობების კრებულს როცა ვყიდულობ, სარჩევში გვერდების რაოდენობებს ვაკვირდები და კითხვას ყველაზე პატარა მოთხრობიდან ვიწყებ. მგონი, ეს ძალიან ადამიანურია

Continue reading “მოკლე პოსტი”

მე და მილა

I

მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი.  2 კვირაა, ერთად ვართ და   ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს.  მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.

ახლა, როცა  სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_  უცნაურად თბილი. იყოს ასე.  ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად.   ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე:  _

_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ  მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…

_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.

_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა,  მამიკომ  ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა  და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.

Continue reading “მე და მილა”

დღეს google ჩემიანია

როგორც ჩანს, უკვე იმდენჯერ ჩაწერეს გუგლის ძებნაში ,,ანინა”, რომ გუგლი დაინტერესდა, ვინ ვარ. ხოდა, ჩემთან შემოვიდა, გადაიკითხა პოსტები, კომენტარებიც დამიტოვა (ვორდპრესმა ისინი სპამებად მიიჩნია, რადგან ორობით სისტემაში იყო დაწერილი) და მერე სოლიდარობაც გამომიცხადა.  დღეს გუგლის ბანერს ეტყობ(ოდ)ა, რომ კოსმონავტის ბლოგს კითხულობს.

ამ მომენტიდან პოსტის წაყვანა ორი გზით შეიძლება:

1. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა ედვინ ჰაბლი, რომელმაც თავის მხრივ, ბევრი რამ შექმნა.

2. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა გუგლი.

მე მეორე მირჩევნია.

Continue reading “დღეს google ჩემიანია”