ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

დამთავრდა ქართული ბლოგინგის დღეები. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ მოვლენის შესახებ გაცილებით ნაკლები ხმაური იყო, ვიდრე შარშან.

შარშან  ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდა (გავბრაზდით) თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენის გამო.

შარშან არავის უთქვამს, რა პრინციპით შეარჩიეს ბლოგერები[ სტაჟი?სოცმედია- ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება? ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა? კაიტიპობა?]

შარშან ვერავინ ამიხსნა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ბლოგერები იქ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

წელს კი ყველაფერი გასაგები იყო. გამოცხადდა კონკურსი, გავაგზავნეთ პროექტები და აარჩიეს საუკეთესო ვარიანტები.. თუმცა, ჰმ.. ისა. საუკეთესოები კი არა, ყველა აგვარჩიეს. გამიტყდა.

ყველას წამოყვანა რომ ცუდი იდეა იყო, ეს პროექტების პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ზოგიერთ პროექტს საშინლად ეტყობოდა, რომ მის ავტორს არაფერზე უფიქრია ზღვაზე დასვენების გარდა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას… და და და დააამ! თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ

Continue reading “ქართული ბლოგინგის დღეები _ done!”

ბუნებრივი

დასაწყისი იხილე აქ

სექსის შემდეგ პაველმა რაღაცები ამიხსნა: მე ახლა შენი დროებითი მამაკაცი ვარ. მინდა, ძველი მამაკაცის დავიწყებაში დაგეხმარო, სანამ ახალ მამაკაცს იპოვიდე. უბრალოდ, პაუზას ვავსებ შენს ცხოვრებაში. ოღონდ, ამას ალტრუიზმად ნუ ჩამითვლი. ორმხრივი შეთანხმებაა. შენ, მიტოვებული არტისტი ქალი, მაძლევ მასალას ახალი წიგნისათვის დეპრესიის შესახებ, მე კი _ ჯანსაღი და სიმპატიური მამაკაცი, ნაცადი მეთოდებით გიხსნი სტრესს. ეს ყველაზე კეთილშობილური რამეა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. დამიჯერე, რეგულარული კარგი სექსი ნამდვილად გიშველის. როგორც კი მივხვდები, რომ კარგად ხარ, იმის უფლებას მოგცემ, რომ თავად მიმატოვო.. მერე ამ ყველაფერზე წიგნს დავწერ და პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ.
მე დავთანხმდი. უკეთესი იდეა არც მქონდა.

შევთანხმდით. ჩვენ კვირაში სამჯერ გვქონდა სექსი, ხან მის სახლში, ხან_ ჩემთან. მერე ვსაუბრობდით ხოლმე და პაველი რაღაცებს ინიშნავდა მომავალი წიგნისათვის. სექსის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, საუბრის შემდეგ კი_ ყოველთვის გამოყენებულად.

მერე პაველის გადაღება დავიწყე. მინდოდა, მისით ჩამენაცვლებინა ,,ჩემი კაცის” მარადიული ხატი. პაველი ამას მალევე მიხვდა.

Continue reading “ბუნებრივი”

სოცმედიის დღე, რომელსაც პიცამაც ვერ უშველა

წესით, გუშინდელი დღისადმი მიძღვნილ პოსტს ასე უნდა ვიწყებდე: გილოცავთ, სოცმედიის დღეს, ბლოგერებო და არაბლოგერებო. მრავალ სოცმედიის დღეს დავსწრებოდეთ!  სინამდვილეში კი სულ სხვა ხასიათზე ვარ ახლა, როცა გუშინდელ დღეს ვიხსენებ. ToTal Fail!

შეიძლება ამ თემაზე არც არაფერი დამეწერა, რამდენიმე ბლოგზე საოცარი პოსტი რომ არ მენახა. ამ პოსტების პათოსი ერთი და იგივე იყო:

,,აუუუუ, რა მაგარი დღე იყო, რამდენი ხალხი გავიცანიიი.. ძააან საყვარლები ხართ, ბლოგერებო.  აიი, უსაყვარლესები”.

Continue reading “სოცმედიის დღე, რომელსაც პიცამაც ვერ უშველა”

გზამკვლევი ჩემი ბლოგის მკითხველთათვის

არაფერი არ არებობს იმაზე დამთრგუნველი, ვიდრე თეთრი ფურცელია. რა მნიშვნელობა აქვს, ეს თეთრი ფურცელი რეალური ფურცელია, ვორდში გახსნილი ფურცელი, თუ ახალი პოსტის გვერდი. ისეთ დროს, როცა არ ვიცი, როგორ დავიწყო, ვიწყებ იმის დაწერით, რომ არ ვიცი, როგორ დავიწყო.

ხდება ხოლმე, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მოჭადრაკე ღრმად ჩაიძირება ფიქრებში, ითვლის ათობით ვარიანტს, ბოლოს კი როცა დრო აღარაა, იღებს შემთხვევით ხელში მოხვედრილ ფიგურას და აკეთებს სვლას, რომელიც არც ერთ გაანგარიშებულ ვარიანტში არ გაუთვალისწინებია. ჩემი ბლოგის ყველა პოსტი შემთხვევითი სვლაა, რომელიც ხან ამართლებს და ხან არა.

Continue reading “გზამკვლევი ჩემი ბლოგის მკითხველთათვის”