Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

Continue reading “Another kind of love”

გაიცანი ქინდლი

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით იმ მკითხველთა რიგს, რომლებიც წიგნებს მხოლოდ სუნის  და შრიალის გამო კითხულობენ, მაშინ ამაზონ-ქინდლი მოგეწონებათ. მაგრამ იმისთვის, რომ მოგეწონოთ, უნდა იცოდეთ, რა არის და როგორ ფუნქციონირებს იგი.

ქინდლი ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც 3500მდე წიგნს იტევს და მიუხედავად ამისა, ძალიან მსუბუქია. მისი ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.

1) ის არ ანათებს:

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამაში არაფერია ცუდი. რომ არ ანათებს, ქინდლი იმიტომაც არ ღლის თვალებს, განსხვავებით კომპიუტერის ეკრანისგან, რომელიც ძალიან მოუხერხებელია დიდი ტექსტების საკითხავად. თუ ღამე კითხვა გიყვართ და სინათლის ანთება არ გსურთ, შეგიძლიათ ქინდლზე დასამაგრებელი სანათური იყიდოთ, რომელიც ტექსტზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. მე ქინდლთან ერთად გამოვიწერე მისი ბუდეც და ეს პატარა სანათიც (იხ.  სურათზე) და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, რომელიმე თქვენგანს ჩემსავით თუ უკითხავს წიგნები საბნის ქვეშ ფარნით ხელში, მაგრამ შეგრძნება დაახლოებით იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ორივე ხელი თავისუფალი გაქვს. ასე რომ , შეგიძლია, თამამად იკითხო ეროტიკული წიგნები : ]

Continue reading “გაიცანი ქინდლი”

პრელუდია

_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.

როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..

Continue reading “პრელუდია”

გაიღიმე, მონა!

წარმოიდგინეთ: დედამიწა იღუპება, თქვენ  გარბიხართ  და როგორც კოსმონავტის ბლოგის მკითხველს,  გავალებენ, კოსმოსში წასაღებად   მხატვრობის, ქანდაკების, ლიტერატურის, მუსიკის  საუკეთესო ნიმუშები შეარჩიოთ, რაც შეიძლება ცოტა : )  ადვილი დავალებაა: თქვენ მიგაქვთ დავითი და ვენერა, ჯოისის ,,ულისე” და ჰომეროსის ,,ოდისეა”, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია  და მოცარტის რექვიემი. და, რა თქმა უნდა, _   მონა ლიზა და მონა ლიზა, რადგან მისთვის ღირსეულ  მეწყვილეს  ვერ პოულობთ : ) ჩადიხართ. პლანეტა უკვე დასახლებულია. იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა უცხოპლანეტელმა იცის ინგლისური (კომპიუტერიც) და ახერხებს თქვენთან დაკონტაქტებას. ის  გეკითხებათ, რატომ არის  ის, რაც წამოიღეთ,  კაცობრიობის მართლაც საუკეთესო ქმნილებები.  თქვენ მოკლედ უყვებით ჰომეროსს. ის გაოცებული გისმენთ. აღტაცებულია სიუჟეტის მრავალფეროვნებითა და პოეტის ოსტატობით. მერე ,,ულისეზე” გადადიხართ  და ეუბნებით, რომ ჯოისმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, როცა მთელი ლიტერატურის ისტორია ჩაატია ,,ულისეში”, ამიტომაც, თუ სხვა წიგნებს არ წამოიღებდით, ,,ულისე” მაინც მოგცემდათ საკმარის ინფორმაციას მომავალი თაობებისათვის. კარგი იდეაა. პრაქტიკულია. მერე ასმენინებთ ბეთჰოვენს და ეუბნებით, რომ ეს ყრუ კაცმა დაწერა. უცხოპლანეტელი შტერდება. ამის შემდეგ მოცარტი. ისიც ძალიან მოსწონს, ამბობს, რომ ჰარმონიულია. ქანდაკებებზე რომ მიდგება საქმე, ეუბნებით, რომ დავითი მამაკაცის იდეალური გამოსახულებაა , ვენერა კი_ ქალისა. ისიც გიჯერებთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც თვალისმოუშორებლად აცქერდება ვენერას მკერდს. მერე კი მონა ლიზასთან მიდიხართ. Continue reading “გაიღიმე, მონა!”