ბიოანინა Volume 4 (?)

აღარ მახსოვს მერამდენე წერილი ბიოჰას : )

გამარჯობა, ბიო. სკაიპში არ ვარ, თორემ მეცოდინებოდა, გღვიძავს თუ არა. მამენტ, სულ ერთია.
გუშინ ინტერნეტი დამესიზმრა.
არც რომელიმე საიტი, არც სკაიპი, არც გუგლი და არც ვიკიპედია, არამედ მთელი ინტერნეტი.
ჯერ თავბრუ დამეხვა და ვცადე, ნაცნობ ლოგოებს ჩავბღაუჭებოდი, ფეისბუქი, გუგლი, იაჰუ..
მერე ესენი უშველებელ მონსტრებად გადაიქცნენ და სპამების წვიმა დამაყარეს. პარალელურად გვერდით ინთებოდა ფანჯარა, რომელიც მატყობინებდა, რომ მეათასე ვარ, ვინც ასე კვდება და ჯილდოს მისაღებად უნდა დავაკლიკო სადმე.
ჩემი ანტივირუსი კომპს ვირუსებით მივსებდა და მე მივდიოდი მწვანე მინდორზე, სადაც აქედან და იქიდან ინთებოდნენ ფანჯრები, მავიწყდებოდა პაროლები და მიგზავნიდნენ მეილზე, მერე ისევ მავწყდებოდა და პროგრამა დედას მაგინებდა სკლეროზისათვის.
მოკლედ, კაშმარ.
და რა გავაკეთე ყოველივე ამის მერე? ნაცვლად იმისა, რომ მომეყოლა წყლისთვის, დედისთვის, დაქალისთვის, ჩავრთე კომპი და მოგწერე ინტერნეტწერილი.
ახლა რომ დავიძინებ, ფორუმებიც დამესიზმრება. უკვე ვხვდები სცენარს.
მომდის იმდენი პიემი, რომ გახსნას ვერ ვასწრებ და ყველას აუცილებლად უნდა ვუპასუხო. მოდერი შლის ჩემს ოფფტოპიკ სიზმრებს და ადმინი ჩემს ტვინს ადებს ბანს…
შენ როგორ ხარ?

Continue reading “ბიოანინა Volume 4 (?)”