პრელუდია

_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.

როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..

Continue reading “პრელუდია”

მოიგე წიგნი

ამ დღეებში ძალიან კეთილი ვარ:  უსინათლოებს გზის გადაკვეთაში ვეხმარები, შეყვარებულებთან დაშორებულ სიმპატიურ ბიჭებს შებმის ნაცვლად  რჩეულებთან ვარიგებ :დ, დედას ნაკლებად ვანერვიულებ და ყველა მეილს ვპასუხობ : ] მგონი, ლაიქებიც კი დავარიგე რამდენიმე კონკურსისთვის. ლამის, ფარმვილის თამაში დავიწყო და ყველას გაჩუქოთ თითო ძროხა :დ

მაგრამ თუ საუბრის სერიოზულ რეჟიმში გადავალთ, გეტყვით, რომ ძროხას მაინც წიგნი ჯობია. თუ, რა თქმა უნდა, კითხვა გიყვართ. დაახლოებით ისე, როგორც მე.. ახლა ქინდლს ვუკვეთავ  და გული ისე მიფრთხიალებს, თითქოს პირველად უნდა ვაკოცო ბიჭს.

ასეთი იდეა მაქვს: 100 სიტყვიანი თხზულებების კონკურსი მინდა მოვაწყო . ბოლოს წაკითხულ წიგნზე ვინც ყველაზე კარგ მიმოხილვას დამიწერს 100 სიტყვაში, ამ საიტიდან 40 ლარის ფარგლებში ნებისმიერ წიგნ(ებ)ს ვაჩუქებ და მერე ყავას/ჩაისაც დავლევთ, თუ სურვილი იქნება : ]

Continue reading “მოიგე წიგნი”

ტყუილი, როგორც ნორმა

თუ თქვენ დაგპირდნენ, რომ არასდროს მოგატყუებდნენ, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუეს.

ტყუილი ნორმაა. ჩვენ ყველანი ვიტყუებით. ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ვართ კარგად და სინამდვილეში ერთი სული გვაქვს, როდის დავამთავრებთ ძველ ნაცნობთან ამ გადაღეჭილ დიალოგს. ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ოჯახშიც კარგად ვართ, რადგან ჩვენ არასდროს ვიცით, ვინ როგორ გრძნობს თავს ჩვენ გარშემო. იტყუებიან პოლიტიკოსები, როცა იძლევიან დაპირებებს, რადგან შეუძლებელია,  პროფესიონალი პოლიტიკოსი არ იტყუებოდეს. ვიტყუები მეც, როცა ვამბობ, რომ ჩემი ისტორიები ნამდვილია. სხვათა შორის, მაშინაც ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ ისტორიებს თავიდან ბოლომდე მე ვიგონებ. უბრალოდ, პირველ შემთხვევაში იმიტომ ვიტყუები, რომ ხალხი დავაბოლო. მეორე შემთხვევაში კი იმიტომ, რომ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი მივიწერო.

ჩვენ გვაიძულებენ, რომ მოვიტყუოთ. ამაზე დგას საზოგადოება.

Continue reading “ტყუილი, როგორც ნორმა”

ბელგიური შოკოლადი

ეს პოსტი (მოთხრობა) რომ გაიგო, ჯერ ეს უნდა გქონდეს წაკითხული.

შიში

ჩემს ყველა ბიჭს ერთნაირი შიში სტანჯავს. ეშინიათ, რომ ერთხელაც ავდგები და  დავწერ მოთხრობას, სადაც ყველას თავისი სახელითა და გვარით მოვიხსენიებ. შედეგად, საკმარისია ვინმემ ყურის ბიბილოზე მიკბინოს, რომ ამას აუცილებლად მოაყოლებს ფრაზას: ,,ოღონდ  ჩვენში დარჩეს, ხო?.. არ გვინდა ბლოგი და რაღაც”. ამის მერე მეც ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ რამე ისეთი გავაკეთო, რის დამალვასაც აზრი ექნებოდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ ბარში მოხდა. ვუყურებდი ერთ მიმზიდველ ბიჭს, რომლის სახელიც არ მახსოვდა. ვუყურებდი თვალებში და ტუჩებზე მონაცვლეობით და ზუსტად მაშინ, როცა მისკენ გადავიხარე, მან თქვა: ,,მგონია, რომ ამას ბლოგისთვის აკეთებ“. ცოტა ხანი მის სიტყვებს ვაცნობიერებდი (მთვრალზე ეს კიდევ უფრო რთულია) და ამ დროს ტუჩებზე მისი შეხებაც ვიგრძენი. ზუსტად მაშინ, როცა მისი ენა ჩემს ენას შეეხო, მე გამახსენდა, რომ ჩემს დომეინს პრობლემები აქვს.

_ რამე მოხდა?

_ პრინციპში არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სირი ხარ.

_ რატომ?

_ შენც იცი. დეტალები შეგიძლია ჩემს ბლოგზე იხილო.

_ კარგი რა. ამას არ იზამ.

_ ვიზამ და თან ისე, რომ გეტკინება და გესიამოვნება.

_ ვიცოდი, რომ  დამპალი გოგო იყავი.

_ დიდი ამბავი. ეგ ყველამ იცის.

Continue reading “ბელგიური შოკოლადი”

გარდამავალი პერიოდი

,, თითოეული გარდამავალი მდგომარეობა  ხიდია, რომელმაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში უნდა გადაგვიყვანოს. ჩემთვის კი ხიდი არასდროს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ადგილები, რომელთაც ხიდი აერთებს..  ” _  რომ გავიღვიძე, ეს მესიჯი დამხვდა მობილურზე. უცხო ნომრიდან იყო გამოგზავნილი, არადა, ჩემს დაწერილს ჰგავდა.  და არა მხოლოდ ჰგავდა.  ჩემი დაწერილი იყო. სახეზე წყალი შევისხი და  მერეღა გამახსენდა, რომ ეს მესიჯი სხვისი მობილურიდან გავუგზავნე  საკუთარ თავს, სანამ ასოების აკრეფა შემეძლო. როგორც ჩანს, გარდამავალ მდგომარეობაში ვიყავი_ ანუ საკმარისად მთვრალი იმისთვის, რომ გენიალურობაზე პრეტენზია მქონოდა და საკმარისად ფხიზელი იმისთვის, რომ მართლა მომეფიქრებინა  რამე გენიალური.

Continue reading “გარდამავალი პერიოდი”

ვიძიშტი

თუ პოსტის სათაური ვერ გაიგე, ნუ იდარდებ. რაკი ბლოგზე შემოსულხარ და ამ წინადადებასაც კითხულობ, იმედია, ბოლომდე ჩაკითხვას შეძლებ.

შესავლის ნაცვლად

საშინელი დღეები მაქვს. დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი და ვიწუწუნებდი ამაზე, ჩემს ბლოგს რომ დღეში 15 კაცი კითხულობდეს მხოლოდ. მაგრამ არ ვიზამ. კარგა ხანია არაფერი დამიწერია, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხვა რამეებით ვარ დაკავებული. ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ ამიერიდან დავწერ.

რა მეგონა ბავშვობაში

Continue reading “ვიძიშტი”

როგორ შევაბათ ბიჭები?

გუშინ მეგობართან ვიყავი სტუმრად. 11 წლის და ჰყავს, ლამაზი გოგოა. ლიზა ჰქვია. მასაც, ისევე როგორც პატარა დების სრულ უმრავლესობას, მოსწონს, როცა უფროს დას მეგობრები სტუმრობენ. მას რომ ვაკვირდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. ჩემი და იმხელა იყო, რამხელაც ახლა მე ვარ.. და მე აღფრთოვანებული ვიყავი  ჩემი დის მეგობრებით, რომლებიც ხმარობდნენ მაკიაჟს, ბევრ უცხოურ სიტყვას და ჩუმ-ჩუმად  სიგარეტსაც ეწეოდნენ ხოლმე. ლიზამ კეთილგანწყობა და გულახდილობა  რომ შემამჩნია, არც მეტი, არც ნაკლები, მკითხა, ბიჭები როგორ უნდა შევაბაო.. ოდესმე გაგიციათ ასეთი შეკითხვისთვის პასუხი? მე _ კი, თუმცა 11 წლის გოგოსთან არა. მე ვუთხარი, რომ ბიჭების შებმა საერთოდაც არაა აუცილებელი და რომ ისინი თვითონვე შეებმებიან, როცა ლიზა დიდი და ჭკვიანი გოგო გახდება. მოტყუება აზრადაც არ მომსვლია, მგონი, უბრალოდ წავიოცნებე ისეთ სამყაროზე, სადაც ბიჭები ჭკუას კარგავენ ჭკვიან გოგოებზე. სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს  კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))

Continue reading “როგორ შევაბათ ბიჭები?”

რჩეული ვიდეოები (I)

კარგა ხანს ვიფიქრე, ამ პოსტისთვის + 18 დამეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. მართალია, პოსტი ძირითადად ეროტიკულია, მაგრამ არაფერია ისეთი, რისი ნახვაც არ შეიძლება,   ეს ის ვიდეოებია, რომლებმაც იუტუბიდან პირდაპირ ჩემს აიპოდში გადმოინაცვლეს. my top-played : )

1. I can hardly wait

დაივიწყეთ ლესბი-პორნოში ნანახი გოგოები, დაივიწყეთ ყველა სტერეოტიპი გოგოების კოცნის შესახებ. უბრალოდ უყურეთ ვიდეოს, რომელსაც მეც არ ვიცი, მერამდენედ ვუყურებ და მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც  ალბათ შეგიყვარდებათ.

Continue reading “რჩეული ვიდეოები (I)”

ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს..

რაკი წიგნებით ისედაც გაჯერებულია ჩემი (ჩვენი) ბოლო დღები (წიგნის ფესტივალი და რამე), გადავწყვიტე, ფოტოებზე დამეწერა  და ისეთი ფოტოები მოვძებნე, რომლებმაც ბევრი რამ შეცვალეს  ფოტოგრაფიაში, უფრო მეტად კი__ ისტორიაში.

1) კოცნა, რომელიც არც იმდენად რომანტიკულია, როგორიც გვგონია

“V-J Day, Times Square, 1945″,  “The Kiss”Alfred Eisenstaedt

V-J Day_ იაპონიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. Victory over  JAPAN.

1945 წლის 14 აგვისტოს  მთელს ამერიკაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, რაც  მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოასწავებდა. გამარჯვების ყიჟინა ქუჩებს მოედო და ალბათ, სამხედრო უნიფორმიანებზე გახარებული იმ დროს არავინ იყო. ისინი ახალი დაბრუნებულნი იყვნენ ევროპიდან და სულ ეშინოდათ, რომ ისევ მოუწევდათ ბრძოლაში ჩაბმა.

Continue reading “ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს..”