ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

დამთავრდა ქართული ბლოგინგის დღეები. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ მოვლენის შესახებ გაცილებით ნაკლები ხმაური იყო, ვიდრე შარშან.

შარშან  ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდა (გავბრაზდით) თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენის გამო.

შარშან არავის უთქვამს, რა პრინციპით შეარჩიეს ბლოგერები[ სტაჟი?სოცმედია- ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება? ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა? კაიტიპობა?]

შარშან ვერავინ ამიხსნა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ბლოგერები იქ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

წელს კი ყველაფერი გასაგები იყო. გამოცხადდა კონკურსი, გავაგზავნეთ პროექტები და აარჩიეს საუკეთესო ვარიანტები.. თუმცა, ჰმ.. ისა. საუკეთესოები კი არა, ყველა აგვარჩიეს. გამიტყდა.

ყველას წამოყვანა რომ ცუდი იდეა იყო, ეს პროექტების პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ზოგიერთ პროექტს საშინლად ეტყობოდა, რომ მის ავტორს არაფერზე უფიქრია ზღვაზე დასვენების გარდა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას… და და და დააამ! თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ

Continue reading “ქართული ბლოგინგის დღეები _ done!”

100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები

რამე წყევლა უნდა მოვიფიქრო, რომელიც მაშინ ამოქმედდება თუ სამ დღეზე მეტ ხანს გავქრები ბლოგიდან.. აი, მაგალითად, რა კარგი იქნება, სლოკინი  რომ დამეწყოს და მანამდე არ გამიაროს, სანამ ახალ პოსტს არ გამოვაქვეყნებ.  ან ქავილი, ან ლომკა, ან რამე მსგავსი…

აი, დღეს უკვე ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე, კონკურსების შედეგებს აქამდე როგორ არ მივხედე-მეთქი. არადა, სად გაიქცევი : ]

აი, ნაშრომების სია:

Continue reading “100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები”

მოიგე წიგნი

ამ დღეებში ძალიან კეთილი ვარ:  უსინათლოებს გზის გადაკვეთაში ვეხმარები, შეყვარებულებთან დაშორებულ სიმპატიურ ბიჭებს შებმის ნაცვლად  რჩეულებთან ვარიგებ :დ, დედას ნაკლებად ვანერვიულებ და ყველა მეილს ვპასუხობ : ] მგონი, ლაიქებიც კი დავარიგე რამდენიმე კონკურსისთვის. ლამის, ფარმვილის თამაში დავიწყო და ყველას გაჩუქოთ თითო ძროხა :დ

მაგრამ თუ საუბრის სერიოზულ რეჟიმში გადავალთ, გეტყვით, რომ ძროხას მაინც წიგნი ჯობია. თუ, რა თქმა უნდა, კითხვა გიყვართ. დაახლოებით ისე, როგორც მე.. ახლა ქინდლს ვუკვეთავ  და გული ისე მიფრთხიალებს, თითქოს პირველად უნდა ვაკოცო ბიჭს.

ასეთი იდეა მაქვს: 100 სიტყვიანი თხზულებების კონკურსი მინდა მოვაწყო . ბოლოს წაკითხულ წიგნზე ვინც ყველაზე კარგ მიმოხილვას დამიწერს 100 სიტყვაში, ამ საიტიდან 40 ლარის ფარგლებში ნებისმიერ წიგნ(ებ)ს ვაჩუქებ და მერე ყავას/ჩაისაც დავლევთ, თუ სურვილი იქნება : ]

Continue reading “მოიგე წიგნი”

gone

ყვარელში მივდივარ. ტბაზე. ლიტერატურულ კონკურს ,,შემოდგომის ლეგენდის” ფინალში მონაწილეობის მისაღებად: მათთვის, ვინც არ იცის: ეს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, თსუ-ს სტუდენტებისათვის. იქ ფინალისტებმა (სულ 10ნი ვართ) განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა დავწეროთ მოთხრობა შემოთავაზებულ თემაზე, მერე კი 5კაციანი ჟიური გადაწყვეტს, რა და როგორ.   იმედი მაქვს, ტბა იქნება ლამაზი, ამინდი- კარგი, თემა_ ჩემთვის საინტერესო და უძილობა ამ ერთხელ მაინც არ შემაწუხებს.

ფოტოაპარატი თან მიმაქვს, ასე რომ, ფოტოებს მრავლად ჩამოვიტან.

ის,რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:


1. ფინალში გავედი მოთხრობით, რომელიც სწორედ ამ ბლოგისათვის დაიწერა და რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქტუალობა დაკარგა.

Continue reading “gone”

გაიხადე ფანჯრის წინ

ერთხელ რაღაც კონკურში მივიღე მონაწილეობა, რეკლამები უნდა მოგვეფიქრებინა. მე ,,levi’s” ავირჩიე.

რეკავს მაღვიძარა. კაცი წვალებით ახელს თვალს. გადაბრუნდება, ცოტა ხანში კი წამოხტება და რაღაცას ეძებს. ბოლოს იპოვის. ბინოკლია. მოიმარჯვებს და მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარაში იყურება. იქ კაბაში გამოწყობილი გოგო (მაგარი ტანით და რამე ) უკვე ტოვებს ოთახს და სახლსაც. კაცი ნაღვლიანდება. ტყუილად გაიღვიძა ასე ადრე. ცოტა ხანი გაშტერებული ზის სავარძელში. უცებ იმ ოთახში ისევ ჩნდება გოგო. მობრუნდა

Continue reading “გაიხადე ფანჯრის წინ”

როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად

იმისათვის, რომ სიზმარში რამე გადაგიხადონ, პირველ რიგში, სიზმარი უნდა ნახო. მე კი მეტს არაფერს ვაკეთებ ღამით: ან სიზმრებს ვხედავ ან ვწერ. ვწერ იმაზე, რაც სიზმრად ვნახე და ვნახულობ სიზმრად იმას, რაზეც ვწერ. ,,თვითმკვლელთა მატარებელიც” ეგრე დაიწერა. ჯერ იყო საშინელი სიზმარი, რომელიც როდის-როდის გავუმხილე ჩემს დას. ლელამ მითხრა, აუცილებლად უნდა დაწერო, თუნდაც  პატარა რამე და თუნდაც მხოლოდ მე მაჩვენოო. დავწერე, მაგრამ მხოლოდ მისთვის არ მიჩვენებია. და ახლა ვფიქრობ:  კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.

ჩემმა მოთხრობამ გუშინ კულტურის სამინისტროს კონკურსი მოიგო.

Continue reading “როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად”