რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots

დღეს მომინდა უბრალოდ ბოლო დროის  random shot-ები დამედო ბლოგზე. ისეთი სახით, როგორითაც გადავიღე.

1. აგურის სახლი. მე მაქვს აგურის სახლი სოფელში და იქიდან ჩანს მთები. იმ მთებიდან კი ჩემი სახლი არ ჩანს. მთები იმდენად შორსაა და ხედი იმდენად უცვლელია, რომ ხანდახან მგონია, უზარმაზარ პოსტერს ვუყურებ.  მეშლება ნერვები და ვბრუნდები ოთახში. სოფელში მხოლოდ ყავას ვსვამ.

2. კოსმონავტი ცაში. კოსმონავტი ხარ, თუ შენი გვარია გაგარინი, სულ ერთია, შოთა გქვია თუ იური.  მთავარია, გამბედაობა გეყოს და ეშმაკის ბორბალზე აძვრე ისე, რომ ცალ ხელში მეგაფონი გეჭიროს, მერე კი იქიდან კონკურსის გამარჯვებულები დაასახელო. რომ ჩამოხვალ, ხელი გეტკიება, შარვალი დასვრილი გექნება, მაგრამ გაიღიმებ და იტყვი: მერე რა, კოსმონავტი ცაში უნდა იყოს : )

Continue reading “რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots”

დილის ეროტიკა

სადაცაა, გათენდება. ვცდილობ, არ ვიფიქრო ხვალინდელ კოლოკვიუმზე მეგრულ ენაში, არც იმაზე, რომ არ მიყვარს ასეთი ჩემი თავი. მირჩევნია, ვეძებო და დავათვალიერო სურათები, ვუყურო ძალიან ძველ ფილმებს და ველაპარაკო სკაიპის რადიოაქტიურ იუზერებს (მათ, ვინც მწვანედ ანთია). საწოლთან მიდევს ეულბეკის ,,პლატფორმა”, მაგრამ იქით არ ვიყურები. ახლა რომ კომპიდან ავდგე და კითხვა დავიწყო, უელბეკიც შემძულდება და წიგნებიც. ხვალ დავამთავრებ, მიშელ.

ჰო, აი კიდევ რა. მე მაქვს Ipod touch, რომლის პაროლსაც ახლა ტვინის ჭყლეტით ვიხსენებ. თუ ვერ გავიხსენე, მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. პაროლი კი იმ ერთადერთი მიზეზის გამო დავადე, რომ  მასში ჩაყრილი სურათების ჩვენება ყველასთვის არ მინდა. ბევრი ეროტიკაა, ძალიან ბევრიც კი, ხოდა მე რავიცი, ვინ როგორ გაიგებს.

აქ კი, იმედია, კარგად გაიგებენ.

თენდება, ხალხო.

ესეც ერთობლივი საჩუქარი ჩემგან და ლინასგან.

მჭირდება მეტი დრო და საინტერესო ჭერი თავზე

ჩემი ბავშვური საცვლები მას არ მოსწონს. ამიტომ მხდის ასე სწრაფად.

Continue reading “დილის ეროტიკა”

,,კარგი გოგოს” სინდრომი

GOOD GIRLS GO TO HEAVEN, BAD GIRLS GO TO AMSTERDAM

არიან გოგოები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის კარგი გოგოები არიან. სკოლაში სულ წინა მერხებზე სხედან, არასდროს აცდენენ გაკვეთილებს.  როცა კლასი შატალოზე დააპირებს წასვლას, ისინი უარს ამბობენ ხოლმე. ასეთი გოგოები მარხულობენ და არ ამბობენ ცუდ სიტყვებს. ხშირად იწევენ ხელს და  ხანდახან ლაპარაკობენ კლასის სახელით.

შენიშვნა: სხვათა შორის, ასეთი გოგოები პირველნი იგებენ ინფორმაციას სქესობრივ ურთიერთობებზე, ბევრად ადრე, ვიდრე ყველაზე ,,მაგარი” ბიჭები.

მერე ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით, იქაც საუკეთესოები არიან. ლექტორებს თავს ამახსოვრებენ. დიდ დროს ატარებენ საჯაროში, კონფერენციებზე გადიან, სტიპენდიას იღებენ. ეს გოგოები ხშირად ბრუნდებიან სკოლაში მასწავლებლების სანახავად, არიან კლასის შეხვედრის ორგანიზატორები და საერთოდაც, ასეთი გოგოები წარმატებულები არიან.

Continue reading “,,კარგი გოგოს” სინდრომი”

კოლოკვიუმები

ხო, კოლოკვიუმები და არა კოლოქვიუმები, თუმცა სულ ერთია. ერთი და იგივე საშინელებაა. მე სტუდენტი ვარ, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ მე უნდა ვინერვიულო სეზონში 4 კვირა, ვიდარდო ერთდროულად ზოგად ენათმეცნიერებასა და ახალ ქართულ ლიტერატურაზე; ვიზეპირო მწერლების, მხატვრების, ფილოსოფოსებისა და ლინგვისტების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები,  ვისწავლო მეგრული ენის თანხმოვანთა სისტემა და ზმნური ნიშნები სახელზმნებში; გადავიღო იმდენი ქსეროქსი, რომ ნაბეჭდი ტექსტი შემძულდეს და გადავიღო არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო (ვისწავლი, ქსეროქსი ხომ მაქვს); გავათენო ღამეები, ვწყევლო ჩემი თავი (გესწავლა რა აქამდე, რაღა ბოლო მომენტში გახსენდება), შევწყვიტო მხატვრული ლიტერატურის კითხვა და საღამოობით გარეთ ბოდიალი, მეგობრებს უარი ვუთხრა კინოში წასვლაზე, დავწერო ბევრი და ბევრჯერ, მერე კი გულისფანცქალით დაველოდო ქულებს. საშინლად ზარმაცი ვარ. ეს სიმართლეა. ზარმაცი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მოვასწრებ ყველაფრის სწავლას და ვასწრებ კიდეც, ოღონდ ისე არა, როგორც მე მინდა. ზარმაცი ვარ, რადგან ლექტორებს ვუყვარვარ და სულ მგონია, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებენ. ზარმაცი ვარ, რადგან ქართველი ვარ და კიდევ ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია. პრინციპში ის, რომ დანარჩენ მიზეზებს არ ვწერ, ასევე სიზარმაცეა.

Continue reading “კოლოკვიუმები”

სამწერტილომანია

დღეს დილას ბლოგების შემოვლა მქონდა. ზოგს კომენტარი დავუტოვე, ზოგის პოსტები გადავათვალიერე. ზოგთან რაღაც ლინკებს დავაკლიკე და ასე შემდეგ. ხოდა, იმაზე დავფიქრდი, როდისაა პოსტის კითხვა ყველაზე სასიამოვნო:

1. როცა მას წერს ადამიანი, რომელმაც ქართული იცის.

2. როცა წერს ღია ფერით მუქ ფერზე (შავით თეთრზე) და არა პირიქით (ამიტომ შევცვალე დიზაინი და ნუღა მეწუწუნებით).

3.  როცა პოსტი დაწერილია პრანჭიაობის გარეშე. ალალად. გარდა ამისა, როცა პოსტის ავტორი არ წუწუნებს, არ იგინება, არაა დაბოღმილი. მოკლედ, არ წერს ,,ცხელ გულზე”.

4. როცა პოსტში არის ერთი ხუმრობა მაინც.

5. როცა პოსტი დაწერილია მოკლე წინადადებებით. Continue reading “სამწერტილომანია”